1944 წელს, დებმა როსებმა ეს ვირუსული ვიდეო ჩაწერეს. 70 წლის განმავლობაში, მათი ოინები ვერავინ გაიმეორა…

2779

თანამედროვე ადამიანს იმდენად ბევრი რამ აქვს ნანახი, რომ თითქმის შეუძლებელია მისი გაოცება. უკვე ფილმებიც აღარაა საინტერესო, კომედიური შოუები – მოსაწყენია, ხოლო სიმღერები უკვე ყველა ერთნაირად გვესმის.

თუ ახლა ძველ ჰოლივუდურ ფილმებს გადახედავთ, გული აგერევათ გადაღების პრიმიტიულობისა და სიუჟეტური შეცდომების გამო. სხვათა შორის, ეს ყველაფერი რომ არა, თანამედროვე კინო არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლაა.

ადამიანებს ადრეც სწყინდებოდათ, როცა ბროდვეის წარმოდგენებზე მიდიოდნენ, ამთქნარებდნენ კიდევაც. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, ნიუ-იორკის საზოგადოება საგრძნობლად გამოფხიზლდა და გამხიარულდა, წარმოდგენის ბოლოს კი დაუვიწყარი აპლოდისმენტებიც არ დაიშურა.

ამის მიზეზი იყო მანამდე უცნობი სამი დის სავსებით არამიწიერი გამოსვლა. დები როსები, თითქოს-და, არსაიდან გაჩნდნენ და 1 საათში მათ უკვე ყველა იცნობდა. მათი შოუ გადაიღეს კიდევაც და ვიდეო დღემდე აოცებს მაყურებელს.

ამ გოგონების არაადამიანური მოქნილობა და ძალა გულწრფელ აღტაცებას იწვევს. მათ აკრობატულ ტრიუკებს დღემდე ვერ იმეორებენ პროფესიონალი აკრობატებიც კი. ნახეთ, რამდენად გრაციოზულად და სინქრონულად მოძრაობენ ისინი. წარმოდგენას განსაკუთრებულ შარმს კი მათი მსახიობური ნიჭი და ღიმილი მატებს.

სცენაზე გოგონები გამოვიდნენ ფსევდონიმებით: ეგი, მეგი და ელმირა. რეალურად, მათ ერქვათ ბეთსი ენი, ვედა ვიქტორია და დიქსი ჯეველი. გამოსვლის მომენტში, უფროსი – 18, შუათანა – 17, ხოლო უმცროსი 15 წლის გახლდათ.

ბროდვეიზე გამოჩენამ გოგონებს დაუჯერებელი პოპულარობა მოუტანა არამხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპაშიც. უკვე 1946 წელს ისინი გამოვიდნენ ლონდონში, მეფე გეორგ VI-ის პირადი მოწვევით.

ბეტსი ენი 1926 წელს კოლორადოში, შტატ ტეხასში დაიბადა. სახელის მოხვეჭიდან მალევე, 1947 წელს, ცოლად გაჰყვა წარმატებულ მოცეკვავე რობერტ ჰაითაუერს და მასთან ერთად გააგრძელა სასცენო მოღვაწეობა. ბობი აღმოჩნდა ალკოჰოლიკი, პროგრესირებადი შიზოფრენიით. ერთხელ, მან ბეთსი ლამის სიკვდილამდე სცემა.

1957 წელს, როსი მას გაეყარა და ამჯერად იერონიმ აბაგიზე დაქორწინდა, რომლისგანაც 2 შვილი გააჩინა. 1969 წელს ქალი დაუბრუნდა ჰაითაუერს, რომელიც 1 წელიწადში გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ბეთსიმ მუშაობა საცეკვაო სკოლაში დაიწყო, ხანში შესვლისას კი დასახლდა ტროუპში, ტეხასში, სადაც 1996 წელს გარდაიცვალა.

ვედა ვიქტორია 1927 წელს, როსკოეში, ტეხასში დაიბადა. პოპულარობის პიკში შუათანა და ევროპაში მოგზაურობდა. 1950 წელს ცოლად გაჰყვა მუცლით-მეზღაპრე რობერტ ლამურეს, რომელსაც ორი ქალიშვილი გაუჩინა. წყვილი პარიზში ცხოვრობდა, თუმცა ხანდახან ჩადიოდნენ აშშ-ში, სადაც გასართობ შოუებში იღებდნენ მონაწილეობას.

1959 წელს ლამურე გარდაიცვალა, ამიტომ როსი რობერტ ჰენდერზე გათხოვდა. ვიქტორია 2002 წელს მერილენდში, ფლორიდაში გარდაიცვალა.

უმცროსი და, დიქსი ჯეველი 1929 წელს, ლორეინში, ტეხასში დაიბადა. 1948 წელს იგი ცოლად ინგლისელ კომიკოს დიქი ჰენდერსონს გაჰყვა. დიქსი 33 წლის ასაკში, თავისი ქორწინების წლისთავზე გარდაიცვალა, ბარბიტურატების დოზის გადაჭარბების გამო. ქმარმა იგი ლონდონში დაკრძალა.

სამწუხაროა, რომ ტრიო პოპულარობის მოპოვებიდან მალევე დაიშალა… დებმა ადრეულ ასაკში გათხოვება და მშვიდი, ოჯახური ცხოვრება არჩიეს. ახლა ვეღარასდროს გავიგებთ, გახდებოდნენ თუ არა საყოველთაოდ ცნობილი, ერთობლივი გამოსვლები რომ გაეგრძელებინათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს