დღეს საუზმისთვის გულსართიანი ლავაში მოვამზადე. სინამდვილეში, ეს არის უბრალოდ რულეტი გემრიელი შიგთავსით, რომელიც შეგიძლიათ იმის მიხედვით შეცვალოთ, თუ რა გაქვთ თქვენს მაცივარში. მე ძალიან მომწონს დილის საჭმლის ეს კონცეფცია! რა გამოვიდა, ამას დღევანდელ სტატიაში გაჩვენებთ.
ფარშირებული ლავაში
ამ კერძის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შიგთავსი შეიძლება მომზადდეს ფაქტიურად ნებისმიერი პროდუქტებით. მთავარი ის არის, რომ ლავაში იყოს თხელი, სოუსი კი უხდებოდეს დანარჩენ ინგრედიენტებს. სხვა ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული!
ინგრედიენტები
- 1 თხელი მართკუთხა ლავაში;
- 100 გ მყარი ყველი;
- 100 გ მოხარშული ღორის ხორცი;
- 50-70 გ სტაფილო;
- 50-70 გ კომბოსტო’
- 1 კვერცხის გული;
- სოუსი გემოვნებით;
- მწვანე ხახვი ან მწვანილი გემოვნებით.
მომზადების წესი
1. უპირველეს ყოვლისა, ჩართეთ ღუმელი, რათა ის ცხელი იყოს იმ მომენტისთვის, როდესაც ლავაში მზად იქნება. დააყენეთ ტემპერატურა 180 ან 200 გრადუსზე.
2. შემდეგ გაშალეთ ლავაში და სოუსი წაუსვით. შეგიძლიათ გამოიყენოთ მაიონეზისა და კეტჩუპის ნარევი ან ნებისმიერი სხვა მზა სოუსი. ჩემს შემთხვევაში ეს იყო ტკბილი და მჟავე სოუსისა და მაიონეზის ნაზავი. შემდეგ ლავაშს მოაყარეთ მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო და წვრილად დაჭრილი კომბოსტო.
3. დაჭერით მწვანე ხახვი ან მწვანილი და ესეც მოაყარეთ ლავაშს. ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. მოხარშული ღორის ხორცი ან ნებისმიერი სხვა ხორცი კუბებად დაჭერით.
4. ყველი და ხორცი ასევე ლავაშზე გადმოიტანეთ და ლავაში მჭიდრო რულეტად შეახვიეთ. რულეტს ათქვეფილი კვერცხის გული წაუსვით და შედგით ღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში. სულ ეს არის!
ფარშირებული ლავაში: რჩევა
სურვილისებრ, შეგიძლიათ სეზამის მარცვლები მოაყაროთ. ასევე გირჩევთ, ექსპერიმენტი ჩაატაროთ და შიგთავსში მოხარშული ღორის ხორცის ნაცვლად ნებისმიერი სხვა ხორცი გამოიყენოთ. თუ უფრო დიეტური კერძის მომზადება გსურთ, შეგიძლიათ მოხარშული ქათმის ხორცი გამოიყენოთ. ასევე გირჩევთ დაამატოთ უფრო მეტი ახალი ბოსტნეული, როგორიცაა ბულგარული წიწაკა და პომიდორი.
ძალიან მიყვარს ლავაშის კერძები, რადგან ისინი სწრაფად მზადდება და შესაძლებელია ნებისმიერი კულინარიული ფანტაზიის განხორციელება. გარდა ამისა, შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც მარილიანი, ასევე ტკბილი კერძები.