სახიფათოა თუ არა თმა ქალის მკერდზე

1352

ქალბატონებისთვის თმა მკერდზე არც ისე იშვიათი მოვლენაა. ყველაზე ხშირად ის სქესობრივი მომწიფების პერიოდში ჩნდება, თუმცა ის შესაძლოა მოგვიანებითაც გაჩნდეს, თუკი გარკვეული ჰორმონალური ცვლილებები მოხდება. ეს თმები როგორ წესი ძუძუს თავების გარშემო მდებარეობს და სხეულზე არსებულ სხვა თმაზე უფრო მუქია. არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომელზეც დაფიქრება ღირს თუკი თქენ მკერდზე თმა გაქვთ.

ნორმალურია თუკი მე მკერდზე თმა მაქვს?

გარკვეულ შემთხვევებში (სქესობრივი მომწიფება, ჰორმონალური შეფერხება, ორსულობა, მენოპაუზა) ეს საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ასეთი თმების გაჩენა საგანგაშო ნიშანია. ეს ეხება სიტუაციას, როდესაც თმა პირდაპირ თავებიდან იზრდება, ან ისინი ხშირია და სწრაფად იზრდებიან. თუ თქვენ თმის ასეთი ზრდა შეამჩნიეთ, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.

როგორ ვებრძოლოთ მკერდზე გაჩენილ თმას?

არსეობს მრავალი საშუალება. თუკი თქვენ მხოლოდ რამოდენიმე ღერი თმა გაწუხებთ, თქვენ შეგიძლიათ ისინი უბრალოდ პინცეტით ამოძირკვოთ. ან შეგიძლიათ გამოიყენოთ მაკრატელი და აკურატულად მოჭრათ თმა ძირებში. კიდევ ერთი საშუალება – სამართებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გაიპარსოთ ძუძუს თავების მგრძნობიარე კანი.

თუკი თქვენ მკერდზე იმდენად ბევრი თმა გაქვთ, რომ კომპლექსდებით, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ თმის მოსაშორებელი ოპერაცია ან მოიშოროთ მათი ზრდის გამომწვევი მიზეზი.

როდის შეგვიძლია მივიჩნიოთ ანომალიად მკერდზე თმის არსებობა?

როდესაც თმა ხშირია, სწრაფად და უხეშად იზრდება. ამის გამოწვევი მიზეზი შესაძლოა ორგანიზმში მამაკაცური ჰორმონების სიჭარბე იყოს. ასეთ დაავადებას კუშინგის სინდრომს უწოდებენ. იგულისხმება ჰორმონ კორტიზოლის სიჭარბე. მისი გამომწვევი მიზეზი კი შესაძლოა სიმსივნე ან სტეროიდების შემცველი წამლის ჭარბი გამოყენება იყოს. ნუ მოახდენთ ამ პრობლემის იგნორირებას, მიაკითხეთ ექიმს.

პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი

ეს არის სინდრომი რომელიც ზეტმეტი თმის წარმოქმას არა მოლოდ მკერდის არეზე უწყობს ხელს, არამედ სხეულის სხვა ნაწილებზეც. ამ დაავადების ნიშანი ასევე შეიძლება იყოს: ზედმეტი წონა, თმის ცვენა, დეპრესია. რომელთა დროსაც აუცილებელია მკურნალობა!

მანამ სანამ მოქმედებას დაიწყებდეთ, ყურადღებით დააკვირდით თქვენს მკერდს. თუკი პრობლემა რამოდენიმე ღერ თმაშია, თქვენ შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, ხოლო თუ პრობლემა უფრო სერიოზულია, ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს