რძალთან ცხოვრება აუტანელი იყო, ამიტომ გადავწყვიტე ორიოდე დღით ჩემს ქალიშვილთან დამესვენა, მაგრამ მას ეს არ გაუხარდა

8659

ცალკე ბინა – მნიშვნელოვანი ასპექტია ახალგაზრდა ოჯახის ბედნიერი ცხოვრებისთვის. პირადი სივრცე, სადაც სხვა ადამიანების ადგილი არ არის. სწორედ ის ციხესიმაგრე, სადაც შეგიძლია იცხოვრო, დაისვენო, მომავალი დაგეგმო და დრო სასიამოვნოდ გაატარო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არავინ დაგვირღვიოს სიმყუდროვე მოულოდნელი მოსვლით, როდესაც სახლში ვიმყოფებით.

ეს სიმშვიდის შეგრძნება არ გვტოვებს და წლებთან ერთად ძლიერდება კიდევაც. “სახლში კედლებიც გეხმარებიან” – არსებობს ასეთი გამოთქმა. როდესაც ასაკოვან ადამიანს სახლში მარტო ყოფნის უფლებას ართმევენ, ამას ნამდვილი სტრესის გამოწვევა შეუძლია. სამწუხაროდ, ცხოვრება აიძულებს შვილებს, რომ საკუთარ მშობლებს ეს სტრესი გამოაცდევინონ. მაგრამ, რა გაეწყობა, ახალგაზრდებმა სადღაც ხომ უნდა იცხოვრონ? როგორ უნდა მოვარდეს სიტუაცია მინიმალური ნეგატივით?

ცალკე ბინა

ჩემი ქალიშვილი 25 წლის არის, ბიჭი – 29-ის. ჩემი შვილები ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს და მთელი ცხოვრება იმას ვცდილობდი, რომ მათთვის არაფერი მომეკლო. მე და ჩემმა მეუღლემ მათ კარგი განათლება მივეცით და ვცდილობდით, რომ პატიოსან ადამიანებად აღგვეზარდა. მათ არ ვუყვიროდით, არ ვაძალებდით გაკვეთილების დაზეპირებას, არ ვსჯიდით. ვფიქრობ, რომ კარგი შვილები გავზარდეთ.

მაგრამ მე კარგად მესმის, მამისა და შვილების პრობლემის მნიშვნელობა. მე და დედაჩემსაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ის ყოველთვის მასწავლიდა, რომ თანატოლებთან საერთო ენის გამონახვა უფრო ადვილია, ვიდრე სხვა თაობის ადამიანთან. ეს ყველაფერი განსხავებული ინტერესების, ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ბრალია. ეს ნორმალურია, რადგან ცხოვრება გამუდმებით იცვლება. მოხუცებს უჭირთ ამ ყველაფრისთვის ფეხის აბმა, ახალგაზრდებს კი წარსულში დაბრუნება არ აინტერესებთ.

ასე რომ, როდესაც ჩემი შვილები წამოიზარდნენ, მე ვიმედოვნებდი, რომ მათ ცალკე ცხოვრების შესაძლებლობა ექნებოდათ. მე მათი გაგდება კი არ მინდოდა, არამედ მომწონდა იმაზე ფიქრი, რომ ისინი შეძლებდნენ ამ ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმას. თუმცა, ჩემს იმედებს ასრულება არ ეწერა.

ჩემმა შვილმა მეუღლე ჩვენთან მოიყვანა. ეს დაგეგმილი იყო, მაგრამ ვცდილობდი, რომ ეს რაც შეიძლება გვიან მომხდარიყო. ადგილი საკმარისი იყო: ჩვენ სამოთახიან ბინაში კომფორტულად ვცხოვრობდით მე, ჩემი მეუღლე და ჩემი შვილები. ასე რომ, ორი ადამიანის ცხოვრება ჩემი ბიჭის ოთახში, ხელს არავის უშლიდა. მაგრამ ჩემს რძალს თავისი ხასიათით ყველა გამოჰყავდა მდგომარეობიდან.

მას ბევრი ლაპარაკი უყვარს და პასუხი ყოველთვის და ყველაფერზე აქვს. მათ კავშირში, როგორც ჩანს, ანა მთავარია. ახლა კი, ის დროდადრო იმასაც ცდილობს, რომ ჩვენზეც იმბრძანებლოს. მან მამაჩემის სავარძელი გადააგდო. უკითხავად, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს. ძველი იყო, რამდენჯერმე შეკეთებული და მართალი გითხრათ, ის უკვე დიდი ხანია აღარ ვარგოდა. მაგრამ ჩემს ქმარს ეს სავარძელი უყვარდა, მისთვის მოსახერხებელი იყო.

მის ნაცვლად ანამ ახალი სავარძელი იყიდა, გამოსაწევი ფეხების დასადებით. ჩემს ქმარს მოუტანა, ვითომდა ერთგვარი ლამაზი ჟესტი იყო მოხუცისთვის. თუმცა ახალი სავარძელი მისთვის არც ისე მოსახერხებელი იყო. მას მიჩვევა სჭირდებოდა. მართალი გითხრათ, სავარძელი არც ინტერიერს არ უხდებოდა. ჩვენ ძველი რემონტი გვქონდა, ეს კი რაღაც მომავლის ნივთი იყო.

მახსოვს, ჩემი ქმარი იმ დღეს ძალიან განერვიულებული იყო, მაგრამ რძალს არაფერი უთხრა, მოერიდა. მერე ანამ სახლში ავეჯი გადადგმა მოინდომა, მისი თქმით, ჩვენს ბინაში საერთოდ არ იყო ჰარმონია. კიდევ კარგი, რომ ჩემმა შვილმა შეაჩერა და მათ ავეჯი მხოლოდ თავიანთ ოთახში გადადგეს.

ანას შვილების გაჩენა არ უნდა, ჯერ კარიერაზე ფიქრობს. მე არც ეს მაწყობს, რომელ კარიერაზეა საუბარი, როდესაც ორივე ერთად იმდენს ვერ ახერხებენ, რომ თავიანთთვის კარგი ბინა იქირაონ? მოკლედ, ჩემთვის მისი მოტივები გაუგებარია. მე ჩემს რძალზე კი არ ვბრაზობდი, უბრალოდ ის ჩემს ცხოვრებაში… ძალიან ბევრი იყო. და ეს პრობლემური იყო.

ჩემი ქალიშვილი ძალიან წარმატებულად გათხოვდა. ჩემი სიძე მშვიდი ადამიანია, წყნარი. მშობლებისგან მას სახლი და სასიამოვნო მანერები ერგო. მას ტვინითაც გაუმართლა, მის ასაკში ხელმძღვანელი თანამდებობა, უბრალოდ საოცნებოა. მან ჩემი ქალიშვილი თავისთან წაიყვანა და ახლა ძალიან ბედნიერად ცხოვრობენ. მათი ბედნიერება ძალიან მახარებს.

ახლა კი, ისევ ჩემს ბიჭს და რძალს დავუბრუნდები. ცოტა ხნის წინ, მათ თავიანთი საერთო მეგობარი დაპატიჟეს სტუმრად, ის კი თავის მეგობარ გოგონასთან ერთად მოვიდა. არ ვიცი, რას ზეიმობდნენ, მაგრამ მათი სიცილი და ხმაური შუა ღამემდე გაგრძელდა. დილით, სანამ მე და ჩემს ქმარს ვითომ გვეძინა, ყველანი მოემზადნენ და სადღაც გაიპარნენ. მოგვიანებით, დაგვირეკეს, ხმაურის გამო მოგვიბოდიშეს და გვითხრეს, რომ კლასელების შეხვედრაზე წავიდნენ.

ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი, რომ ასეთ შაპიტოს დიდხანს ვერ ავიტანდი. გეგმა მოვიფიქრე, როგორ დამესვენა ცოტა ხანს, მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების გარეშე. გადავწყვიტე, ჩემს ქალიშვილთან წავსულიყავი სტუმრად. მათ დიდი სახლი აქვთ, ჩემი იქ ყოფნა მათთვის შეუმჩნეველი იქნებოდა. მე მათ ვახშამს მოვუმზადებდი, სახლსაც დავალაგებდი, საჭირო თუ იქნებოდა. ჩემს სიძესთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ვიცოდი, რომ ის წინააღმდეგი არ იქნებოდა.

მთელი გეგმები ჩემმა ქალიშვილმა ჩამიშალა. ტელეფონით მითხრა, რომ იქ არ წავსულიყავი. თქვა, რომ ეს მის ქმარს არ მოეწონებოდა. მე ძალიან გავოცდი და გავნერვიულდი. მერე დღეს კი ჩემს სიძეს მის პირად ნომერზე დავურეკე. ბოლოს და ბოლოს, მისი სიდედრი ვარ. მე თხოვნით უნდა მიმემართა და არა მოთხოვნით.

ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ორი ზუმერის შემდეგ ისევ ჩემი ქალიშვილის ხმა გავიგონე, მაგრამ ამ ჯერად ძალიან გაბრაზებული. მან იგივე გამიმეორა, მაგრამ უფრო ხმამაღლა და ტელეფონი გათიშა. ჩემი გეგმა ჩაიშალა. ჩემმა ქმარმაც კი, რომელიც თავიდანვე არ იყო აღფრთოვანებული ამ იდეით, ძალიან შემიცოდა.

რა ვქნა, სასტუმროს ფული არ მაქვს. ხმაურიანი მეზობლებისგან კი ძალიან სწრაფად იღლები, თუნდაც ისინი შენი ახლობელი ადამიანები იყვნენ. რას ვიზამ? მე ჩემი ქალიშვილის საქციელით ვარ შეშფოთებული. მან სიძესთან დალაპარაკების საშუალებაც კი არ მომცა. ნუთუ ასეთ მცირე პერიოდში მოასწრო ჩემგან დაშორება? ჩვენ ხომ ის სხვანაირად აღვზარდეთ. რა უნდა მომხდარიყო ამ პერიოდში, ვერ გამიგია?!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს