დედა უცხოეთიდან მოულოდნელად დაბრუნდა და ახლა მოითხოვს, რომ ბებიის სახლი გავყიდოთ 

1791

არსებობს მოსაზრება, რომ უდარდელი ადამიანი უფრო თავისუფლად ატარებს ცხოვრებას, წარსულში გახედვის გარეშე. თითქოს ასეც უნდა იყოს. არც სტრესი იმ სამსახურის გამო, რომელიც არ მოგწონს, არც ზედმეტი ფიქრი შესაძლო წარუმატებლობების გამო. მხოლოდ წინსვლა, ახალ ადამიანებთან შეხვედრა და კარგ განწყობაზე ყოფნა. მოკლედ, მშრომელი ადამიანი ამას ვერ გაიგებს.

მაგრამ მედლის მეორე მხარეც არსებობს. უფრო სწორედ კი, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ასეთ ადამიანზე არიან დამოკიდებული. მაგალითად, მისი შვილები. ან ხანშიშესული მშობლები. ან მეგობრები, რომლებსაც მისი დახმარება სჭირდებათ. მაგრამ უდარდელი ადამიანისთვის ეს ყველაფერი უმნიშვნელოა. ის სერიოზულად არ აღიქვამს არც ერთ თხოვნას, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის. რადგან ასეთი ადამიანისთვის საკუთარი ცხოვრებაც კი სხვა არაფერია, თუ არა მორიგი თავგადასავალი.

უდარდელი ადამიანი

არასოდეს ვიფიქრებდი, რომ 40 წლის ასაკში დედაჩემთან დაკავშირებული პრობლემები გამიჩნდებოდა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ცხოვრების უმეტეს პერიოდში მას ვერც კი ვხედავდი. ახლა კი, შეიძლება სასამართლოშიც კი ვუჩივლოთ ერთმანეთს. მართალს ამბობენ, რომ ცხოვრება ზოგჯერ ნებისმიერ წიგნსა თუ ფილმზე უცნაურია.

მოკლედ, სიტუაცია ასეთია. პატარა გოგო ვიყავი, როდესაც დედაჩემი ევროპაში წავიდა. მე ბებიასთან დამტოვა, თვითონ კი ფულის საშოვნელად გაემგზავრა, ჩემი ბედნიერი მომავლისთვის. სინამდვილეში, ყველაფერი ცოტა სხვანაირად გამოვიდა, მაგრამ ვერავის დავადანაშაულებ. უცხოეთი ყველას არ აძლევს წარმატებული კარიერის გარანტიას. ამისთვის, ალბათ, ნიჭიც არის საჭირო და იღბალიც.

ასე თუ ისე, მე ბებიამ გამზარდა. სკოლაში დავდიოდი და ვცდილობდი, რომ საუკეთესო მოსწავლე ვყოფილიყავი, გაკვეთილებს შუა ღამემდე ვსწავლობდი. ამან შედეგი გამოიღო, ინსტიტუტში ჩავაბარე. იქ უკვე გამიადვილდა, არაფრის დაზეპირებას არ გვაძალებდნენ და დრო პირადი ცხოვრებისთვისაც და სხვა რამეებისთვისაც გვრჩებოდა.

ამ პერიოდში დედამ ფული მხოლოდ ორჯერ გამოგვიგზავნა. მე რაღაც იაფიანი საზაფხულო კაბა გამომიგზავნა, რომელიც არ მომერგო. მე არ მწყენია, ფული ხომ არ არის მთავარი, ტანსაცმელი კი ისედაც არ მაკლდა. მე უბრალოდ მისი ნახვა მინდოდა, მასთან საუბარი და იმის გაგება, თუ იქ როგორ იყო.

დედას არასოდეს ჰქონდა დრო ტელეფონზე სალაპარაკოდ. ის მუდამ გზაში იყო და მთელი ევროპა შემოიარა. ბებიას ეუბნებოდა, რომ ერთი ან ორი წლის მერე აპირებდა ჩვენთან სტუმრად ჩამოსვლას, მაგრამ ევროპაში კიდევ განუსაზღვრელი დროით აპირებდა დარჩენას. მისი თქმით, მაშინ რაღაც პერსპექტივები ჰქონდა.

ამ დროს მე არჩევანი სამსახურის სასარგებლოდ გავაკეთე და დაუსწრებელზე გადავედი. საკუთარი პროფესიით მუშაობას საკუთარი დადებითი მხარეები აქვს, განსაკუთრებით სტუდენტისთვის. პრაქტიკას გავდიოდი და ნორმალური ხელფასიც მქონდა. ფული არაფერში მეხარჯებოდა და ბებიას ვაძლევდი. რადგან დედაჩემს ამის გაკეთება არ შეეძლო, ვცდილობდი მის ნაცვლად მე გამეკეთებინა.

მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე საინტერსო არაფერი ხდებოდა. მე უმაღლესი განათლება მივიღე, დედა ისევ სხვა ქვეყანაში გადავიდა. მერე კი… ჩემმა შეყვარებულმა, რომელთანაც მეორე კურსიდან მქონდა ურთიერთობა, ხელი მთხოვა. დედამ დამირეკა და დამპირდა, რომ ჩამოვიდოდა. მას ქორწილის გამოტოვება არ უნდოდა.

რომ გავთხოვდი, ბედნიერი ვიყავი. ჩემი საყვარელი ადამიანი ჩემი ქმარი გახდა. დედაჩემიც ჩამოვიდა. ბებიაჩემი ჯანმრთელად იყო. სამსახურშიც კი მომიმატეს ხელფასი. მშვენიერი დრო იყო. მაშინ დედაჩემს ძალიან დავუახლოვდი. მაღაზიებში ერთად დავდიოდით, ჩემი მეგობრები გავაცანი, მან ქორწილში საყოფაცხოვრებო ტექნიკა მაჩუქა. მწყინდა, რომ ორი კვირის შემდეგ ისევ უნდა წასულიყო. მაგრამ, რა მექნა…

ქორწილის შემდეგ ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. მე დედა გავხდი. მერე კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ… იძულებული გავხდი, კარიერაზე ფიქრი მიმეტოვებინა. ვინ მიხედავდა ჩემს შვილებს, თუ არა მე? ბებიას ასეთ პასუხიმგებლობას ვერ დავაკისრებდი, მხოლოდ ძიძის ხელფასისთვის მუშაობა კი – სისულელე იყო.

კიდევ კარგი, რომ ჩემი ქმარი სამსახურში დაწინაურდა და ხელფასი მოუმატეს. ფულში არ ვბანაობდით, მაგრამ იმდენი შევძელით, რომ საცხოვრებლად სამოთახიან ბინაში გადავედით. მართალია, ბინა ნაქირავები იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად იყო.

ამასობაში, წლები გავიდა. მე 40 წლის გავხდი. ბებია სულ მოხუცდა. მე და ჩემი ქმარი მას ვეხმარებოდით, მით უმეტეს, რომ ის მას საკუთარ ბებიას აგონებდა. მოხდა ისე, რომ მან გადაწყვიტა, თავისი ბინა ჩვენთვის დაეტოვებინა. მან საბუთები გააფორმა, თუმცა ჩვენ მისთვის არაფერი გვითხოვია. სულ ეს იყო, ეს ამბავი დავივიწყეთ კიდეც.

ცოტა ხანში დედაჩემი დაბრუნდა. ახლა ის ისეთი მხიარული აღარ იყო, როგორიც ჩემს ქორწილში. მან არაფერი ჩამოიტანა. მამაკაცი, რომელთან ერთადაც ის მთელი ამ წლების განმავლობაში ცხოვრობდა, მატყუარა აღმოჩნდა. მისი გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, რომ მას ბევრი ვალი ჰქონდა. მთელი მისი ქონება დაგირავებული იყო. ყველაფერი, რაც გარდაცვალების შემდეგ დატოვა, ეს იყო ხელწერილი, ძალიან სერიოზულ ადამიანებთან. მოკლედ, დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა და დედამ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა.

როგორც 60 წელს გადაცილებული ქალი, ის შესანიშნავად გამოიყურებოდა. გარუჯული იყო, მოვლილი. მუდამ იღიმოდა და აქცენტით საუბრობდა, ნამდვილი სენიორა. მაგრამ ჯიბეში არაფერი ჰქონდა. პირველ რიგში, ის ბებიასთან მივიდა. მან შესთავაზა, რომ ბებიას ბინა გაეყიდა, ცოტა უფრო პატარა ბინა ეყიდა და დარჩენილი თანხა შუაზე გაეყო. რა ქნას, ასე გამოვიდა და ის იძულებულია, ასე მოიქცეს.

ბებიამ უპასუხა, რომ მას დააგვიანდა. რომ ბინა, მისი გარდაცვალების შემდეგ მე დამრჩება. მანამდე კი ის ამ ბინაში იცხოვრებს და ცხოვრებით დატკბება. ამ დროს დედაჩემი მოჩხუბარ და მოძალადე ქალად იქცა. ახლა ის მთხოვს, რომ ბინის გაყიდვის უფლება მივცე. მიუხედავად იმისა, რომ 3 შვილიშვილი ჰყავს, რომლებიც არც კი უნახავს.

რა თქმა უნდა, მე ხელს არაფერს არ მოვაწერ. ეს ბინა ჩემი იმედია, ჩემი ოჯახის ნორმალური მომავლისთვის. დედა კი ამ ოჯახის წევრი აღარ არის. ცხოვრების უმეტეს პერიოდში ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედრივართ. ახლა კი მის წინაშე ვალდებულიც აღმოვჩნდი. ვფიქრობ, იქნებ წვენსაწური და საზაფხულო კაბა ვუყიდო? ასე ნამდვილად გადავუხდი ვალს წარსულის საჩუქრების გამო და გავსწორდებით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს