მოთმინება დასრულდა, როდესაც მივხვდი, რომ ჩემი ბიჭისთვის მისი ცოლის მშობლები გაცილებით მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, ვიდრე მე

18554

რაც არ უნდა კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ნათესავებს, საზღვრების დაცვა აუცილებელია. ადამიანი მუდმივი არ არის. ყველაფერი უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული: განწყობაზე, ჯანმრთელობაზე, ფინანსურ მიღწევებზე. ამიტომ, როდესაც ახლო ნათესავებს ფულს ჩუქნით, საჭიროა ამის დაფიქსირება. განსაკუთებით მაშინ, როდესაც ეს სინამდვილეში არავითარი ჩუქება არ არის, არამედ უბრალოდ გაცვლაა. უბრალოდ, ახლობლებს შორის.

ადამიანებს ყოველთვის არ შეუძლიათ საკუთარი ქმედებების გაკონტროლება, რაც შეიძლება მათ გარემოცვაზეც აისახოს. მაგალითად, როგორ უნდა დაიბრუნო ვალი, როდესაც ფული აუცილებლად გჭირდება, მოვალეს კი – ის უბრალოდ არ აქვს? სასამართლოში ვერ უჩივლებ, რადგან მტკიცებულება არ გაქვს. რაიმეს მოთხოვნას თუ დაიწყებთ, მაშინ საერთო ნაცნობებს შორის, სახელს გაითქვამთ, როგორც ძუნწი ადამიანი. ამით კარგს არაფერს მიიღებთ.

ფულის ჩუქება ახლო ნათესავებისთვის

ახლა პენსიონერი ვარ, 60 წელს გადაცილებული. მე და ჩემს შვილს ურთიერთობა არ გვაქვს. ამაში ტრაგედიას არ ვხედავ. საქციელის გამო პასუხი უნდა აგო, ასე არ არის? მით უმეტეს, ზრდასრულმა ადამიანმა. ამიტომ მკაცრად ნუ განმსჯით, უბრალოდ მოისმინეთ, რა შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში. იქნებ, როდესმე თქვენც გამოგადგეთ.

ჩემი ერთადერთი ვაჟი რომ დაინიშნა, მაშინ ჯერ კიდევ ქარხანაში ვმუშაობდი. პატარა ქალაქში ვცხოვრობდით, პერსპექტივები არ ჩანდა და ახალგაზრდა ოჯახმა ქალაქში გადაწყვიტა გადასვლა. იქ მეტი შესაძლებლობებია და თანაც ახალგაზრდებს ქალაქი უყვართ. იქ შეუძლიათ განვითარდნენ და შვილები გაზარდონ. მე ისინი დავლოცე და მშვიდად გავაცილე.

გავიდა 2 წელი. ჩემმა შვილმა ნორმალური სამსახური იპოვა, რძალი კი სახლში იჯდა. საკუთარი თავი ვერ იპოვა და ამიტომ დიასახლისი გახდა. ერთხელ ვესტუმრე, როდესაც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. მართლაც, სახლი ძალიან სუფთა იყო და დალაგებული. საუზმეც გემრიელი იყო, ასე რომ, საჭმელების გაკეთება იცის. რა ვქნათ, რომ ჩემს ბიჭს მდიდარი მშობლები არ ჰყავს. ახალგაზრდაა და როგორ წვალობს.

ანა ამ ყველაფერს ზრდასრული ადამიანის თვალით უყურებს. მისი მშობლები სოფელში ცხოვრობენ, ბევრი შვილი ჰყავთ. ასე რომ, მან კარგად იცის, გაჭირვება რა არის. ჩემს შვილს არ ეწუწუნება, ეს კი, როგორც იცით, განქორწინების ყველაზე ხშირი მიზეზია. რაც არ უნდა იყოს, ჩემი რძალი ყოველთვის სასიამოვნო ადამიანად მეჩვენებოდა.

სიტუაცია უკონტროლო ხდება

თუმცა, ნელ-ნელა სიტუაცია უკონტროლო გახდა. ჩემს შვილს ხელფასი შეუმცირეს, ბინის ქირა კი გაიზარდა. როგორ განვვითარდეთ ან შვილები როგორ გავაჩინოთ? სიღარიბე ვამრავლოთ? ეს ხომ სისულელეა და არა ცხოვრება. ამ საკითხზე ბევრი ვიფიქრე და ბოლოს გადავწყვიტე, რომ კანადაში წავსულიყავი, საკუთარ დასთან. ის უკვე დიდი ხანია მეძახდა, მაგრამ მე წასვლაზე სერიოზულად არასოდეს დავფიქრებულვარ.

პენსიაზე გავედი, ძალები მოვიკრიბე და სამუშაოდ, ოთხი წლით, უცხო ქვეყანაში წავედი. გასაგებია, რომ ეს ფული ბინის საყიდლად საკმარისი არ იქნება, მაგრამ პირველი შენატანისთვის ხომ ეყოფათ და იქნებ, მეც დამრჩეს რამე.

ჩემს შვილს ყოველთვიურად ხელფასის უმეტეს ნაწილს ვუგზავნიდი, ხარჯებს ბლოკნოტში ვიწერდი. აღმოჩნდა, რომ საჭირო თანხის შესაგროვებლად 3 წელი და 6 თვე დაჭირდა. თუმცა, მიზანი მიღწეული იყო.

ზარ-ზეიმით დამხვდნენ. ჩემი შვილი გაიზარდა, მოწყენილი თვალები ჰქონდა. რძალი კი ისევ ისეთი მხიარული იყო, როგორიც მახსოვდა. დედაქალაქში გავისეირნეთ, ღირსშესანიშნაობები დავათვალიერეთ. შემდეგ მათ სახლში წავედით, სადაც ძალიან კარგი სუფრა გაიშალა. მე ჯერ არ მეკითხა იმის შესახებ, თუ რომელ რაიონში შეარჩიეს ბინა.

მინდოდა მერჩია, რომ ცენტრალურ უბნებს არ გამოჰკიდებოდნენ, სადაც ყველაფერი ძალიან ძვირია, არამედ გარეუბნებში ენახათ. ის უბნებიც განვითარდება და ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესდება, რის გამოც ბინების ფასი დროთა განმავლობაში იქაც აიწევს. ეს რჩევა ჩემმა დამ მომცა და მინდოდა, რომ ჩემს შვილებს ის გაეთვალისწინებინათ.

უნდა დაუჯერო თუ არა დედის რჩევას

ჩემმა ბიჭმა იდაყვი ნერვიულად მოიქავა და მითხრა, რომ მისი ცოლის მშობლებს ახლა პრობლემები აქვთ, რის გამოც ფული მათ ასესხეს, სიტუაციის გაუმჯობესებამდე. ჯერ-ჯერობით კი ისევ ნაქირავებ ბინაში იცხოვრებენ. რძალი ჩუმად იჯდა და სადღაც გვერდზე იყურებოდა. მაშინ მივხვდი, რომ მართალია სამსახური ვერ იპოვა, მაგრამ გაცილებით უფრო ჭკვიანი იყო, ვიდრე ჩემი ბიჭი.

ამის შემდეგ დავიწყე გამოკითხვა, რა პირობით მისცეს ფული და რა გარანტიები გააჩნდათ, რომ ფულს დააბრუნებდნენ. ჩემმა რძალმა მიპასუხა, რომ მისი მშობლები პატიოსანი ადამიანები არიან და ფულს მალე დააბრუნებენ და თანხასაც დაამატებენ. მაგ დროს ისე ცუდად გავხდი, რომ ჰაერზე გასვლა მოვითხოვე. ჩემი ბიჭი მე გამომყვა და სახლის გარშემო რამდენიმე წრე დავარტყით.

ამ დროს ვუთხარი მას, რომ მან იმედები გამიცრუვა. ეს ფული მათთვის საკუთარი ჯანმრთელობის ნარჩენებით გამოვიმუშავე და ახლა ყველაფერი უბრალოდ ისევ ისე დარჩება. ეტყობოდა, რომ ჩემმა სიტყვებმა მასზე ზემოქმედება მოახდინა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მათ ბინაში აღარ დავბრუნებულვარ. ავტობუსში ჩავჯექი და სახლში დავბრუნდი.

გავიდა რამდენიმე თვე. ფული, რომელიც ჩემთვის მქონდა გადადებული, ჯერ კიდევ მქონდა. ჩემმა დამ დამირეკა და მომიკითხა. ჩემს შვილს და რძალს არ ველაპარაკებოდი, ამიტომ სხვა ადამიანთან საუბარი მესიამოვნა. ჩემმა დამ მითხრა, რომ მათ სახლში ყოველთვის მელიან და ყველას ვენატრები.

და უცებ, თავში რაღაცამ დამარტყა. მართლაც, რას ვკარგავ? სახლის და საჭმლის ფულს იქ მარტივად გამოვიმუშავებ, ჩემი და დამეხმარება. ენას შევისწავლი ნორმალურად, აქ კი, რაღაცნაირად დეპრესიულად ვარ. ბილეთი შევიძინე და ჩემ დასთან გავფრინდი.

ახლა კი გამაკრიტიკებთ. წასვლის წინ ჩემი ბინა გავაქირავე. მართალია, იაფად, მაგრამ გავაქირავე. იქ ოჯახი დასახლდა, რომელიც ძალიან მემადლიერებოდა დაბალი ფასის გამო. ერთხელ ჩემმა ბიჭმა დამირეკა და მითხრა, რომ მისმა სიმამრმა ფულის დაბრუნება ვერ მოახერხა, დედაქალაქში კი ბინების ფასი გაიზარდა. მან მთხოვა, რომ ჩემს სახლში გადასვლის უფლება მიმეცა, სანამ მე საზღვარგარეთ ვიყავი.

მე მას უარი ვუთხარი. ჩემს სახლში ცხოვრების უფლება არ მივეცი. იცით რატომ? იქ უკვე ცხოვრობენ ადამიანები და თანაც ფულს მიხდიან. მე მათ დავპირდი და სიტყვას ვერ გავტეხავ. და კიდევ, მე ჩემს შვილზე ორჯერ დიდი ვარ. მე ვიპოვე საკუთარ თავში ძალა და ფულის გამოსამუშავებლად საზღვარგარეთ წავედი. მისი ცოლი კი, რამდენი წელია სამსახურში ვერ გასულა, მიუხედავად იმისა, რომ შვილები არ ჰყავს.

ახალგაზრდები არიან, ძლიერები. თავად მოაგვარებენ, თუ მოინდომებენ. მაგრამ ჩემი მოთმინება დასრულდა, როდესაც მივხვდი, რომ ჩემი შვილისთვის მისი ცოლის მშობლები უფრო მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ, ვიდრე მე. ახლა თავად მიხედოს საკუთარ თავს, მე კი – ისე ვიცხოვრებ, როგორც თავად ჩავთვლი საჭიროდ.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს