1856 წელს გემი 200 ტონა ძვირფასი ტვირთით ჩაიძირა. ცოტა ხნის წინ ის შემთხვევით ფერმერმა აღმოაჩინა

456

1856 წლის სექტემბერში ბორბლებიანი სატვირთო-სამგზავრო გემი „არაბია“ ქალაქ კანზასიდან მისურის მდინარეზე ზემოთ გაემგზავრა. გემის ბორტზე 200 ტონა ძვირფასი ტვირთი იმყოფებოდა. გემს 14 მშენებარე ქალაქისთვის სამშენებლო მასალები და აღჭურვილობა გადაჰქონდა.

გარდა ამისა, ძალიან ბევრმა ფრონტირამდე ჩასვლა სწორედ წყლის გზით გადაწყვიტა. „არაბია“ უკვე სამი წელია მისურის მდინარეზე ცურავდა და საკმაოდ საიმედო გემი იყო. არც ერთ ეკიპაჟის წევრს და მგზავრს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს ძლიერი გემისთვის ბოლო რეისი იქნებოდა.

გემს კურსი დასავლეთით ჰქონდა აღებული და საღამოს მზის სხივებში დაბრმავებულმა მესაჭემ უზარმაზარი ნიგვზის ხის მორი ვერ დაინახა. მორმა „არაბიას“ მუხის კორპუსი დაანგრია და გემი ფსკერისკენ სწრაფად დაეშვა.

მდინარე ამ ადგილას შლამიანი იყო და ხალხმა სანაპიროზე სწრაფად გადმოსვლა შეძლო. თუმცა ტვირთის გადარჩენა ვერ შეძლეს. გემი თავისი ტვირთი მდინარის ფსკერზე დაეშვა.

მალე ხმა დაირხა, რომ გემით 400 კასრი პირველი ხარისხის ვისკი და ძვირფასეულობა გადაჰქონდათ. ადგილობრივებმა გემამდე მიღწევა ორჯერ სცადეს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ქეჩის ქუდების ყუთის გადარჩენა შეძლეს.

მოგვიანებით, მისურის დინება მნიშვნელოვნად შეიცვალა და გემის კორპუსი მდინარის 10 მეტრიანი ნალექის ქვეშ აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში „არაბიას“ საგანძური მითად იქცა.

მხოლოდ 130 წლის შემდეგ ხალხი სატვირთო გემით კვლავ დაინტერესდა. დევიდ ჰოულიმ ლითონის დეტექტორის, ძველ გაზეთებში გამოქვეყნებული ინფორმაციებით და ნიადაგის რუქის დახმარებით მაინც შეძლო იმ ადგილის პოვნა, სადაც გემის ნარჩენები ჩაძირული იყო. წარმოიდგინეთ, როგორი გაოცებული იყო, როცა აღმოაჩინა, რომ გემი პირდაპირ ერთ-ერთი გლეხის სიმინდის მინდვრის ქვეშ, 14 მეტრის სიღრმეში იყო ჩამარხული.

მიწის მფლობელთან შეთანხმებით არქეოლოგმა 2 დიდი ექსკავატორი და ამწე მოიტანა. ხალხს საკმაოდ დიდი ორმოს ამოთხრა მოუწიათ, მაგრამ შედეგად „არაბიას“ ტვირთის დიდი ნაწილის გადარჩენა შეძლეს.

გარდა ამისა, განძის მაძიებლებმა ერთადერთი მსხვერპლის ძვლები იპოვეს. ასევე აღმოაჩინეს მორი, რომელმაც გემი იმსხვერპლა.

არქეოლოგები მთელი წელი შრომობდნენ და შედეგად უამრავი საინტერესო ნივთი იპოვეს: აბუსალათინის ზეთის კასრები, მუსკატის კაკლის ბოთლები, ჩაქუჩები, სათვალეები, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის პილეტები და ცეცხლსასროლი იარაღიც კი!

ახლა აღმოჩენილი საგანძურის უმეტესმა ნაწილმა ქალაქ კანზასის მუზეუმში გადაინაცვლა. მასშტაბური გამოფენა დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევთ დაათვალიერონ ჩაძირული ტვირთი, გარდა ამისა წარმოდგენილია გათხრების საარქივო კადრები და გემის სრული ისტორია.

აი, კიდევ ერთი გემი-მოჩვენება უკვე ლეგენდას აღარ წარმოადგენს და ჩვეულებრივი მუზეუმის ექსპონატი გახდა. „არაბიის“ საგანძურის გამოფენა ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს. გემის და ტვირთის დათვალიერება, რომელიც ასზე მეტი წელი მიწაში იმყოფებოდა, ყველას სურს!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს