15 წლის წინ, ამერიკელი სტუდენტი აზიაში დაიკარგა. ცოტა ხნის წინ იგი სრულიად მოულოდნელ ადგილას იპოვეს.

427

სამწუხაროდ, ჩვენს სამყაროში ადამიანები უგზოუკვლოდ ძალიან ხშირად იკარგებიან და ნაპოვნთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ჩვენ გვსურს. ეს სხვადასხვა მოვლენასთანაა დაკავშირებული, იქნება ეს სხვისი ბოროტი განზრახვა თუ ბანალური შემთხვევითობნა.

მსგავსი ისტორიები მხოლოდ “სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა”-თი არ იწყება… ადამიანები ხშირად იკარგებიან სხვა ქვეყნებში მოგზაურობის დროსაც, რადგან ახალი შთაბეჭდილებების მაძიებელი ადამიანები სიფრთხილის შესახებ ივიწყებენ ხოლმე.

შორეულ 2004 წელს, კოლეჯის სტუდენტი დევიდ სნედონი აზიის აღმოსავლეთი ქვეყნების დასათვალიერებლად გაემგზავრა. გარკვეული დროის შემდეგ, მისმა მშობლებმა მიიღეს ცნობა, რომლის მიხედვითაც მათი ვაჟი უკვალოდ გაქრა ჩინური პროვინცია იუნანიდან.

მხტუნავი ვეფხვის ხეობაზე გადასვლისას, მამაკაცი უკვალოდ გაქრა, ბოლოს კი იგი ადგილობრივ ბარში ნახეს. ჩინური ხელისუფლების ოფიციალური ვერსიით, დევიდმა წონასწორობა დაკარგა და მდინარეში ჩავარდა. მისი სხეული დღემდე ვერ იპოვეს.

როი და კეიტლინ სნედონები – დევიდის მშობლები – ოფიციალურმა ვერსიამ ვერ დააწყნარა. მათი ვაჟი გამოცდილი მოგზაური იყო და უბრალოდ არ შეეძლო ასე ბანალურად გადავარდნა. თვითონ ისტორიაც უაზრო ჩანდა.

-“მომხდარის მტკიცებულება არ არსებობდა,” – განაცხადა დედამ. –“ასე რომ ყოფილიყო, ჩემი ვაჟი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველი ამერიკელი იქნებოდა, რომელიც უგზოუკვლოდ დაიკარგა ჩინეთიდან.”

როიმ თავისი ვაჟები გაიყოლა და პირადად ჩავიდა ჩინეთში დევიდის გვამის მოსაძებნად. ისინი ხეობაში ბიჭის გაქრობიდან 1 თვეში ჩავიდნენ და იქ მხოლოდ პოლიციელები დახვდათ, რომლებიც დევიდს ეძებდნენ. გვამი მაინც ვერ იპოვეს.

მალე მამამ მცირე ხელჩასაჭიდები იპოვა. გიდი ამტკიცებდა, რომ დევიდთან ერთად მთელი ხეობა გაიარა, ასევე, ბიჭი ბევრმა იცნო ფოტოებიდან და თქვეს კიდევაც, რომ იგი შანგრი-ლას სხვადასხვა დაწესებულებაში ნახეს, თუმცა დევიდის კვალი აქ წყდებოდა.

7 წლის შემდეგ, 2011 წელს, სნედონებმა უჩვეულო სატელეფონო ზარი მიიღეს. მამაკაცი, რომელიც ოჯახს ჩრდილოეთი კორეის ექსპერტად და წარმომადგენელ ადვოკატარ გაეცნო, ამტკიცებდა, რომ მათი ვაჟის გაქრობა ადამიანთა გატაცების ჩრდილოკორეულ ოპერაციას ჰგავდა.

რა თქმა უნდა, დევიდის მშობლებს თავიდან ეს ვერსია სისულელედ მიაჩნდათ, თუმცა, სხვა ექსპერტებთან გასაუბრების შემდეგ მიხვდნენ, რომ ნიკოლას კრაფტის თეორია სავსებით სამართლიანი იყო. მელანი კირპატრიკი ამტკიცებდა, რომ იმ დღეებში იუნანის მოსახლეობამ ნამდვილად შენიშნა ჩრდილოკორეელი ოპერატიული ძალების აქტიურობა.

2016 წელს, სამხრეთკორეულმა ორგანიზაციამ, რომელიც ჩრდილოეთი კორეის მიერთ გატაცებულ ადამიანთა საქმეებს იძიებს, განაცხადა, რომ, მათ ხელთ არსებული ინსაიდერული ინფორმაციის მიხედვით, დევიდი ნამდვილად ფხენიანშია.

მსგავსი იაპონური ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ დევიდი სპეციალურად იმისთვის გაიტაცეს, რომ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის, კიმ ჩენ ინისთვის ინგლისური ენა ესწავლებინა. ასეთივე ინფორმაცია აქვთ სამხრეთკორეელებსაც. ასევე იუწყებიან, რომ ბიჭი დაქორწინა ქალზე, სახელად კიმ ენ ხე, და მათ ორი შვილი ჰყავთ.

ერთი შეხედვით, ახლა უკვე შესაძლებელი იყო პრობლემის გადაწყვეტა, თუმცა, ოფიციალურ ვაშინგტონს არ უჩქარია გადაწყვეტილების მიღება, რადგან თვლის, რომ მსგავსი ცნობები მხოლოდ იაპონიის მცდელობაა, აიძულოს აშშ-ს კორეასთან დაპირისპირება. 2017 წელს, რამდენიმე სენატორმა დონალდ ტრამპს ამ საკითხის დაუყოვნებლივ გადაჭრაც სთხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ დევიდი დღემდე უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, მის ოჯახს ერთგვარი შვება მიეგვარა, რადგან თვლიან, რომ მათი ვაჟი ჯერ კიდევ ცოცხალია და, შესაძლოა, ჩრდილოეთ კორეაში ადამიანებს ეხმარება. თუმცა, ძებნის შეწყვეტას, რა თქმა უნდა, არ აპირებენ.

ამ უცნაური ინციდენტის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ვიდეო ინგლისურ ენაზე:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს