მოვადუნოთ ზურგი. მარტივი ვარჯიში

0
84

მძიმე დატვირთვა, სტრესის ფაქტორები, უმოძრაო ცხოვრების წესი, ხშირი დაძაბულობა და მჯდომარე სამუშაო – მიზეზების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს წელის ტკივილის გაჩენაზე. თუ მძიმე დღის შემდეგ ზურგის მოდუნება გსურთ ტკივილის შესამსუბუქებლად, გაითვალისწინეთ ეს მარტივი ვარჯიში, რომელიც სკამის გამოყენებით სრულდება.

მისი შესრულება საკმაოდ მარტივია, მაგრამ ეს ვარჯიში ძალიან ეფექტურია. მისი დახმარებით შეძლებთ, ზურგიდან მოიხსნათ მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობა. მთავარია ეს ვარჯიში საღამოს გააკეთოთ, რათა მაქსიმალურად დაეხმაროთ დაღლილ ხერხემალს.

როგორ მოვადუნოთ ზურგი სკამის გამოყენებით

ყველაფერი ვარჯიშის სარგებელის შესახებ

სკამით ვარჯიშის წყალობით, თქვენ შეძლებთ არა მხოლოდ ზურგის კუნთების მოდუნებას, ეს ვარჯიში რამდენიმე მიმართულებით მუშაობს:

  • ხელს უწყობს განწყობის გაუმჯობესებას;
  • აუმჯობესებს ძილის ხარისხს;
  • ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირების გაუმჯობესებას;
  • ამცირებს სტრესისა და გაღიზიანების დონეს;
  • ამცირებს დატვირთვას წელის და ასევე გულმკერდის არეში.

როგორ შევასრულოთ ვარჯიში სწორად

ზურგის მოსადუნებლად, უნდა აიღოთ ტაბურეტი ან სკამი (ზურგის გარეშე, რადგან ეს ხელს შეგიშლით). ასევე დაგჭირდებათ რაიმე რბილი. გამოდგება პატარა ბალიში ან აკურატულად დაკეცილი პლედი ან პირსახოცი. მოათავსეთ თქვენს მიერ არჩეული რბილი ნივთი სკამზე და საქმეზე გადადით.

  • 1. დადექით ოთხზე და სკამზე ტანით დაწექით.
  • 2. შეეცადეთ მაქსიმალურად მოდუნდეთ სკამზე წოლისას.
  • 3. თავი ისე დახარეთ, რომ ეკიდოს.
  • 4. ღრმად ჩაისუნთქეთ და ზომიერად ამოისუნთქეთ (მკვეთრად არა).
  • 5. გაატარეთ საჭირო დრო ამ პოზიციაში.
  • 6. ნელ-ნელა ადექით და მხოლოდ მაშინ იგრძნობთ მაქსიმალურ მოდუნებას როგორც ზურგში, ასევე მთელ სხეულში.

როგორც ხედავთ, ამ ვარჯიშში რთული არაფერია. მთავარია, რომ სკამი კომფორტულ ადგილას მოათავსოთ და რამდენიმე წუთი გამოყოთ. მინიმალური დროის დახარჯვით შეძლებთ დაძაბულობის მოხსნას და ზურგის მოდუნებას. შედეგად, გაუმჯობესდება არა მხოლოდ თქვენი ჯანმრთელობა, არამედ თქვენი განწყობაც და ძილიც. ამ ეფექტური ვარჯიშის ყველა უპირატესობის მიუხედავად, მის შესრულებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. მას ასევე უკუჩვენებებიც გააჩნია და ამიტომ სპეციალისტთან გასაუბრება აუცილებელია.