რატომ უყვითლდება ნიორს ფოთლები და როგორ ვებრძოლოთ ამას

0
404

ნიორს ყოველთვის შემოდგომაზე ვრგავ და ზაფხულის დასაწყისში უკვე შემიძლია ახალგაზრდა მოსავლის აღება. ბოლო წლებში ერთი პატარა პრობლემა შევამჩნიე – ნივრის ფოთლები სწრაფად ყვითლდება. მართალი გითხრათ, მეგონა, რომ ეს საკმაოდ ნორმალური იყო, რადგან მზე ამ დროს უკვე კარგად აცხუნებს. თუმცა, მომიწია აზრის შეცვლა, ერთი სპეციალისტის რეკომენდაციის წაკითხვის შემდეგ.

მისი თქმით, ფოთლების გაყვითლება აზოტის ნაკლებობაზე მიუთითებს და ეს, თავის მხრივ, ცუდად მოქმედებს მოსავლის ხარისხზე. ახლა უნდა გავერკვიოთ, თუ როგორ უნდა მოვუაროთ სწორად ასეთ ნიორს. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე რჩევა წავიკითხე.

ნივრის ფოთლები ყვითლდება: მოვლის 2 ვარიანტი

ექსპერტების თქმით, თუ ხედავთ, რომ ფოთლების წვერები ყვითლდება, ეს შეიძლება ნიადაგის მომატებულ მჟავიანობაზე მიუთითებდეს, რაც თავის მხრივ აზოტოვან შიმშილს იწვევს. შედეგად, მცენარეს ექნება კალციუმის, ფოსფორის და მაგნიუმის დეფიციტი. ასეთ პირობებში ნიორი სუსტდება და ავადდება და ეს კი რა თქმა უნდა, მოსავალზე იმოქმედებს.

ამიტომ, როგორც კი შეამჩნევთ ყვითელ ელფერს ფოთლების წვერებზე, მაშინვე უნდა იმოქმედოთ. კერძოდ, მცენარეს საკმარისი რაოდენობის აზოტი უნდა მიაწოდოთ, მისი დეფიციტის შესავსებად. გამოცდილი მებოსტნეები იყენებენ ნიტროამოფოსკას, კომპოსტს ან ბიოჰუმუსს.

ვიყენებთ ამიაკს

უმარტივესი გზაა პროდუქტის სპეციალიზებულ მაღაზიაში შეძენა, მაგრამ ხსნარის მომზადება დამოუკიდებლადაც შეიძლება. ამისათვის ჩვეულებრივი ნიშადურის სპირტი დაგვჭიდება. სასუქის მოსამზადებლად სათლში ჩაასხით 10 ლიტრი წყალი და 3 ს.კ. ამიაკი შეურიეთ. ამ ხსნარით მცენარე რამდენიმე დღის განმავლობაში მორწყეთ. ნივრის ასეთმა მოვლამ შეიძლება დადებითი შედეგი უკვე 5 დღის შემდეგ გამოიღოს.

ვიყენებთ წყალბადის ზეჟანგს

თუ დადებით ცვლილებებს ერთი კვირის შემდეგაც არ შენიშნავთ, შეგიძლიათ სცადოთ მეორე მეთოდი: შესხურება. ამისათვის წყალბადის ზეჟანგისა და წყლის სპეციალური ხსნარი უნდა მოამზადოთ. ვიყენებთ იგივე თანაფარდობას, როგორც პირველ ვარიანტში: 10 ლიტრ წყალზე ვასხამთ 3 ს.კ. წყალბადის ზეჟანგს.

დამუშავების შემდეგ დაელოდეთ 14 დღე და გაიმეორეთ პროცედურა. მეორედ, აზოტის სასუქს შეიძლება ფოსფორის სასუქი დაემატოს. ამისათვის გამოიყენეთ ნაცარი. 10 ლიტრ წყალზე გამოიყენეთ 200 გრამი ნაცარი. ეს საშუალება მცენარეს რკინით, კალიუმით, გოგირდით, მაგნიუმით და სხვა ელემენტებით გაამდიდრებს. მესამედ, ნიორს სასუქი უნდა მისცეთ უკვე ზაფხულში, კერძოდ ივნისის ბოლოს.

ასეთი მარტივი სასუქების დახმარებით შეგიძლიათ მიაღწიოთ შესანიშნავ შედეგს – დიდი, არომატული და კარგად ჩამოყალიბებული ბოლქვებით. ასე რომ, რჩევები საკმაოდ მარტივია, ახლა რჩება მხოლოდ მათი გამოყენება და შედეგის ნახვა.