მშობლებს ფული ვთხოვე ქალაქში გადასასვლელად, მაგრამ მათ გადაწყვიტეს, რომ ეს ფული ჩემი ძმისთვის მიეცათ

0
789

რა შეიძლება იყოს ამქვეყნად უფრო ძლიერი, ვიდრე დედის სიყვარული შვილის მიმართ? მაშინაც კი, თუ თავად ბავშვს არ შეუძლია იგრძნოს მის მიმართ განცდილი გრძნობების სრული ძალა. ზოგადად, შვილები ხშირად იღებენ არასწორ გადაწყვეტილებებს მშობლებთან მიმართებაში, რასაც მოგვიანებით ყველაზე მეტად ნანობენ.

ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საკუთარი შინაგანი გრძნობების მოსმენა, არამედ სხვების სიტყვებისაც. რადგან, წყენის მომენტებში, ჩვენ შეგვიძლია მარტივად გავაკეთოთ ის, რის გამოც შეიძლება მოგვიანებით მთელი ცხოვრების მანძილზე ვინანოთ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – ჩვენი ერთ-ერთი მკითხველის ისტორიას გიზიარებთ, რომელიც განსაკუთრებით მათ გამოადგებათ, ვინც ახლა მშობლებთან ნაჩხუბარია. მერწმუნეთ, უმეტესწილად მიზეზი ამად არ ღირს და ყოველთვის ჯობია ერთმანეთის მიმართ დათმობაზე წასვლა.

დედის სიყვარული შვილის მიმართ

სოფლელი გოგოსთვის ბევრი რამ არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქელისთვის. სამკაულები, ტანსაცმელი, მოდური ტელეფონი. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ არა კრიტიკულად აუცილებელი, კარგად თუ დაფიქრდებით. ჩვენ, სოფლის მაცხოვრებლებს, ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი რამეები გვაინტერესებდა. წვრილმანებისთვის ზრუნვა – მხოლოდ დროის კარგვაა. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩემი ფილოსოფია.

ჩემი უმცროსი ძმა კი – დიდი მოთმინებით არ გამოირჩეოდა. ის ყოველთვის ითხოვდა მშობლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, საჩუქრებს და დამატებით ფულს. და რაც ყველაზე საინტერესოა, ის თითქმის ყოველთვის იღებდა იმას, რაც სურდა. მე, როგორც ოჯახში უფროსი შვილი, შინაგანად მზად ვიყავი ამისთვის და უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევდი ჩემს მიმართ ასეთ დამოკიდებულებას.

ჩემი დაბადების დღის წინ ჩემს მშობლებს სერიოზულად დაველეპარაკე. 22 წლის ვხდებოდი და ჩემი ერთადერთი ოცნება იყო ქალაქში წასვლა ჩემს შეყვარებულთან, გიორგისთან. ჩვენ ერთმანეთს 3 წლის მანძილზე ვხვდებოდით. მის მშობლებს ვიცნობდი, ჩემი მშობლები მას იცნობდნენ… ვთხოვე, რომ ჩემთვის ცოტაოდენი ფული გამოეყოთ, რათა გიორგისთან ერთად ცოტა ხანს ნაქირავებ ბინაში მეცხოვრა. შემდეგ კი რაღაც გამოჩნდებოდა.

რა თქმა უნდა, მშობლები ჩემი თხოვნით არ აღფრთოვანდნენ, მაგრამ შემპირდნენ, რომ დამეხმარებოდნენ. ჩვენს სოფელში სამუშაო იყო, მაგრამ ანაზღაურება სასაცილოდ დაბალი. ხელფასი თითქმის საშუალო პენსიის მსგავსი იყო, რაღაც გროშები. ახლა მიჭირს კიდეც იმის წარმოდგენა, როგორი სიტუაცია იყო იქ.

ცოტას წინ გავუსწრებ: ჩემს სურვილებს ახდენა არ ეწერა. ჩემს დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე, ჩემმა ძმამ მამაჩემს სთხოვა, რომ ძველი ჟიგულის შესაკეთებლად ფული მიეცა. მანქანის, რომელიც ხუთი წელის მანძილზე ფარდულში ლპებოდა. მან უცებ მოინდომა მისი “გაცოცხლება“, რათა ადგილობრივების წინაშე თავის გამოეჩინა. მამა, რა თქმა უნდა, დათანხმდა. მე კი მითხრეს, რომ თუ ჩემი მამაკაცი სერიოზულად არის განწყობილი, ის თავის შეყვარებულს ფულს არ გამოართმევს. გიორგიმ თავად გადაიხადოს ყველაფრის ფული. არ აქვს მნიშვნელობა, რომ ის სტუდენტია.

სახლიდან წასვლა

მაშინ საკუთარ ემოციებზე კონტროლი ფაქტიურად დავკარგე. ვუყვიროდი ძმას, მამას, რა აღარ ვუწოდე. ვუთხარი, რომ ასეც ვიცოდი, რომ არაფერი გამოვიდოდა. 22 წლის განმავლობაში ჩემ მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა და არც ახლა შეიცვლებოდა. ავიღე ჩემი დიდი ხნის დანაზოგი, ჩემი ნივთები და ავტობუსით ქალაქში გავემგზავრე. მახსოვს, მთელი დღე გავიდა, სანამ გიორგის შევხვდებოდი. ჩემი დაბადების დღე საერთო საცხოვრებელში აღვნიშნეთ, ჩაით.

მიუხედავად ამისა, ბედნიერი ვიყავი. ჩემთვის ახალი ცხოვრება დაიწყო თავისი მინუსებით, სიხარულითა და იმედგაცრუებებით. პირველ რიგში მარტო დარჩენის მეშინოდა, ჩემი შეყვარებულისა და ფულის გარეშე. მაშინ სხვა გზა აღარ დამრჩებოდა, გარდა იმისა, რომ თავდახრილი მშობლიურ სოფელში დავბრუნებულიყავი და იქ ყველას დასაცინი გავმხდარიყავი. მაგრამ გიორგიში არ შევმცდარვარ. ის ჩემი ქმარი გახდა, რომელიც დღემდე ძალიან მიყვარს.

ჩემთვის სამსახური ძლივს ვიპოვეთ. დიდი არაფერი, საკვების გამყიდველი დიდ ზოომაღაზიაში. ვმუშაობდი და მომხმარებელთა სევდიან ამბებს ვისმენდი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ძაღლს არ სურს საკვების ჭამა, რომელიც მათ ყოველდღიურ რაციონზე ძვირია.

სხვა ქვეყანაში გადასვლა

ჩემს ოჯახთან ურთიერთობა არ მქონდა, ამიტომ როდესაც გიორგიმ სამუშაოდ სხვა ქვეყანაში გადასვლის შესაძლებლობაზე მითხრა, ცოტა დავფიქრდი, მათ დავმშვიდობებოდი თუ არა? მაგრამ შემდეგ რაღაც ნეგატივი მომაწვა და ამ იდეაზე უარი ვთქვი. არ მინდოდა განწყობის გაფუჭება, თანაც, რა უნდა მეთქვა? მივემგზავრები და კარგად იყავით? და საერთოდ რატომ ჩამოხვედი?

ევროპაში ოთხი წელი ვიცხოვრეთ. წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ გუშინ ძროხებს ვწველიდი, ახლა კი პრაღის ცენტრში მწარე ყავას ვსვამდი. კიდევ კარგი, რომ გიორგიმ მაინც იცის ენები. იქ და მისი მეგობრები დაგვეხმარნენ. მოკლედ, მოვეწყვეთ, ახლა კარგ ბინაში ვცხოვრობთ, თუმცა ჩვენი არ არის. მაგრამ, როგორც მივხვდი, მსოფლიოს ნახევარს არ აქვს საკუთარი ბინები და საერთოდ არ აწუხებს ეს. ამიტომ, არც მე არ განვიცდი.

ექვსი თვის წინ ჩემი სოფლის სახლი დამესიზმრა. დედა, მამა და ძმა. დედაჩემი სევდიანი იჯდა სკამზე და პირდაპირ მე მიყურებდა. ქმარს სიზმარი მოვუყევი და სამშობლოში გამგზავრება გადავწყვიტე. დიდი ხნით არა, ერთი კვირით, სიტუაციას გამოვიცვლიდი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სოფელი წავედი. სამწუხაროდ, ძალიან გვიან მივედი.

დედის სიყვარული შვილის მიმართ

დედა შემხვდა. ის იჯდა და მეზობელს ელაპარაკებოდა, პირქუშ ქალს, რომელიც ბავშვობიდან მახსოვს. დედაჩემმა რომ დამინახა, ძლივს წამოდგა და ჯერ მე ჩამეხუტა, მერე კი – ჩემს ქმარს. თავს უხერხულად ვგრძნობდი, რადგან მრავალი წლის შემდეგ პირველად ჩავედი, გაფრთხილების გარეშე, თუმცა საჩუქრებით. დავიწყე გამოკითხვა, რა იყო ახალი, დაქორწინდა თუ არა ჩემი ძმა.

დედაჩემმა აცრემლებულმა მიპასუხა, რომ აღარც ძმა იყო და არც მამა. ჩემი წასვლიდან წელიწადნახევრის შემდეგ ჩემი ძმა მორიგ შეყვარებულს დაშორდა. საშინლად დათვრა. მამა მის მოსაძებნად წავიდა მანქანით და მხოლოდ გვიან ღამით იპოვა ის ტბის სიახლოვეს მძინარე. უგრძნობი სხეული მანქანაში ჩასვა და წამოვიდა, მაგრამ კონტროლი დაკარგა, ამობრუნდა და კლდიდან გადავარდა. ასე, ერთ მომენტში დაიღუპა ორივე ერთდროულად.

წარმოვიდგინე როგორი იყო, ორი ყველაზე უახლოესი ადამიანის დატირება, სანამ მე გაუგებარი იყო სად ვიყავი. რა საშინელებაა. უბრალოდ კოშმარი. გიორგის ვთხოვე ქალაქში წასულიყო, სასტუმროში. თვითონ კი ღამე და თითქმის მთელი მეორე დღე დედასთან გავატარე. ბევრი ვისაუბრეთ, ვიტირეთ, გავიხსენეთ. სულ ვფიქრობდი, რამდენად ძლიერი შეიძლებოდა ყოფილიყო დედის სიყვარული შვილის მიმართ. მზად არის მაპატიოს? მაგრამ დრო გავიდა და ჩემი წასვლის დროც დადგა.

დედას დავპირდი, რომ მალე დავბრუნდებოდი და ჩვენთან წავიყვანდი, რათა მარტოს არ გეტარებინა სიცოცხლე მონათესავე სულის გარეშე. მაგრამ მან მითხრა, რომ მას ეს ყველაფერი არ სჭირდებოდა. მას იქ უნდოდა დარჩენა, სადაც ყველაფერი კარგად იცის და სადაც ნაცნობი სახეები ჰყავს. მან პატიება მთხოვა იმის გამო, რომ მაშინ არ შემაჩერა. დაგვლოცა მე და ჩემი ქმარი.

ასე მივხვდი, რომ ახლა ჩემი ოჯახი ჩემი ქმარი იყო. დედაჩემი ხომ ჩემგან შორს იქნება, ფიზიკურადაც და გონებრივადაც. არაფერია, ყველაფერი მესმის. მე საკუთარი არჩევანი ახლა კი არ გავაკეთე, არამედ მაშინ, როდესაც მამა და ძმა ცოცხლები იყვნენ. ცუდი ადამიანი ვარ და ჩავიდინე თუ არა სისულელე თავის დროზე? ეს ალბათ ჩემი განსასჯელი არ არის.

მაგრამ, გაკეთებულს ვეღარ გამოასწორებ და ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. ყველას აქვს რაიმე სახის ოჯახური დრამა. მე არ ვარ ისეთი ადამიანი, რომ დავნებდე. მაგრამ მას შემდეგ გულში თითქოს რაღაც მართლა გაქრა. რაღაც თბილი გრძნობა. ვწუხვარ, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ. თუმცა, ჩემი ცხოვრება გრძელდება და წინ უნდა ვიმოძრაო, უცნობი მომავლისკენ.