მშობლებმა მემკვიდრეობით დიდი თანხა მიიღეს, მე დახმარება ვთხოვე, მათ კი ეს თავისებურად გაიგეს

39

ყველას სურს ბედნიერად და კომფორტულად ცხოვრება, ისე რომ არაფერი აკლდეს. მანქანა, უფრო სწორად რამდენიმე. მოგზაურობა – ექვს თვეში ერთხელ, ან თუნდაც ორ თვეში ერთხელ. მაგრამ თუ რომელიმე შეიხის მდიდარი მემკვიდრე არ ხარ, ამ ბრწყინვალებისკენ სწრაფვა მხოლოდ საკუთარი ძალებით მოგვიწევთ და რაც უფრო მალე გააცნობიერებთ ამას, მით უკეთესი.

არა, მშობლებსაც შეუძლიათ დახმარება, მაგალითად, შვილიშვილების მოვლა, რჩევის მიცემა. ფინანსურადაც კი დაგეხმარებიან, თუ ამის საშუალება ექნებათ. სხვა არაფერი… მხოლოდ მხატვრულ ფილმებში აქვთ პენსიონერებს მთელს მსოფლიოში მოგზაურობის საშუალება. სინამდვილეში, ყველაფერი ბევრად უფრო პროზაულია. ასეთია ცხოვრება.

მდიდარი მემკვიდრე

ქალაქელები ალბათ ვერ გამიგებენ, მაგრამ რომ იცოდეთ, ჩვენ სოფლელებსაც გვაქვს პრობლემები ჩვენს მშობლებთან. სოფელში მცხოვრებმა ბავშვებმა კარგად იციან, რა არის ფიზიკური შრომა. ადრეული ასაკიდანვე ვიცით ძროხის წველა; გვინახავს, როგორ კლავს დედა ბეღელთან ქათმებს; წყალი ჭიდან მოგვაქვს, რომლისკენ მიმავალ გზას საათზე მეტი დრო სჭირდება. და კიდევ, ბავშვობაში ერთი დიდი ოცნება მქონდა: სხვადასხვა ფერის საღეჭი რეზინების დიდი შეფუთვა, სატელევიზიო რეკლამიდან.

მაგრამ ბავშვები იზრდებიან და პრობლემებიც მატულობს. 20 წლის იუბილეს აღნიშვნის შემდეგ გადავწყვიტე, ცალკე გადავსულიყავი საცხოვრებლად. სოფლის ცხოვრება მომბეზრდა, გარდა ამისა, ყველა ჩემმა მეგობარმა მირჩია ქალაქში წასვლა. ასეც მოვიქეცი. დედამ და მამამ ცოტაოდენი ფული მომცეს, ჩანთაში ნივთების ჩადებაში დამეხმარნენ და დამლოცეს. დამშვიდობებისას მითხრეს, რომ ისინი ყოველთვის დაელოდებოდნენ ჩემს დაბრუნებას.

ქალაქში გამგზავრებამდე ლამაზ დიდ სახლში ვცხოვრობდი, რომელიც პაპაჩემმა და მამაჩემმა ააშენეს. ჩვენ თავს მდიდარ ოჯახად არ მივიჩნევდით, მაგრამ არც ღარიბები ვიყავით. ძლიერი საშუალო მაცხოვრებლები. მაგრამ, ეს ხომ არ არის იმის მიზეზი, რომ მთელი ცხოვრება ერთ ადგილზე იჯდე?! ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ უკვე ოთხი წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში ჩემი დამოკიდებულება მშობლების მიმართ საგრძნობლად გაუარესდა. ვეცდები, აგიხსნათ რატომ.

ქალაქში ჩამოსვლის შემდეგ, ჩემი და ჩემი მშობლების მიცემული ფული ერთად შევკრიბე და მივიღე თანხა, რომელიც 3 თვის ქირისთვის მეყო. ვიქირავე ერთოთახიანი ბინა, სადგურთან ახლოს. არაფერი აღსანიშნავი. მაშინვე დავიწყე სამსახურის ძებნა და მალევე მოვეწყვე მიმტანად პატარა კაფეში.

საქმე მაშინვე არ წავიდა, რადგან ყველაფერი თავიდან უნდა დამეწყო: კერძების და სასმელების პოზიციების გაცნობა, ფასები, დაწესებულების შიდა წესები. ყოველთვის კარგ განწყობაზე უნდა ვყოფილიყავი და ნებისმიერი კლიენტისთვის უნდა მომესმინა გაღიმებული სახით, თუნდაც თავი ძალიან ცუდად მეგრძნო. მაგრამ ახალგაზრდა ვიყავი და ძალიან მინდოდა ქალაქში დარჩენა, ასე რომ საქმე წინ წავიდა.

ექვსი თვის შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი გავიცანი, ერთმანეთს ვხვდებოდით და ცოტა ხნის შემდეგ საცხოვრებლად მასთან გადავედი. რომანი დიდხანს არ გაგრძელებულა და ექვსი თვის შემდეგ ისევ ჩემს ნაქირავებ ბინაში დავბრუნდი, რომლის მეპატრონეებმაც ჩემს არ ყოფნაში ქირის მომატება მოახერხეს. გამარჯობა ზრდასრულო ცხოვრებავ.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მშობლებს ვეკონტაქტებოდი. ჩემს ამბებს ვუყვებოდი. ხშირად მივანიშნებდი, რომ ერთადერთი, რაც მაკლდა, ჩემი საკუთარი ბინა იყო. თუნდაც პატარა, რემონტის გარეშე, მაგრამ საკუთარი, რომ ქირა არ მეხადა, რაც მთელ თავისუფალ ფულს მართმევდა.

ჩემს მშობლებს თავი ისე ეჭირათ, თითქოს ვერ ხვდებოდნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ფული ჰქონდათ, მაგრამ ისინი ჯიუტად მთავაზობდნენ, რომ სახლში დავბრუნებულიყავი, სადაც სუფთა ჰაერი იყო და ბევრი ნაცნობ-ნათესავი. და ასევე პერსპექტივის, ინფრასტრუქტურისა და ნორმალური გზების ნაკლებობა. არა, მართალია მანქანის ტარება არ ვიცი, მაგრამ არ მიყვარს, როდესაც ახალი ფეხსაცმლით გარეთ გადიხარ და ორი დღის შემდეგ ის უკვე გაცვეთილია.

და მაინც, ყველაზე დიდი წყენა, შიგ გულში, ჩემმა საყვარელმა დედამ და მამამ მომაყენეს მას შემდეგ, რაც მემკვიდრეობა მიიღეს ნახევრად დავიწყებული ნათესავისგან. შორეული ბებიისგან, რომელიც 93 წლის ასაკში კანადაში გარდაიცვალა. მან 19000 დოლარი დატოვა. არა კანადური, არამედ ამერიკელი. მას სამშობლოში ნათესავი არ ჰყავდა და ამიტომ ჩვენს ოჯახს დაუკავშირდნენ.

ამ ყველაფრის შესახებ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გავიგე. მშობლებმა დამირეკეს და სიტუაცია მოკლედ აღწერეს. მეორე დღესვე წავედი ჩემს მშობლიურ სოფელში, რათა შევხვეწებოდი დედას და მამას, რომ ეს ფული ჩემთვის მოეცათ მეზობელ ბეტონის ჯუნგლებში საკუთარი კუთხის საყიდლად. რადგან იმ დროისთვის ბინის ქირის გადახდა, ჩემში უკვე ნერვულ წიკს იწვევდა.

ამის სანაცვლოდ, ჩვენი სახლის სიახლოვეს ამოთხრილი საძირკველი დავინახე. აღმოჩნდა, რომ მშობლებმა ჩემი თხოვნა თავისებურად გაიგეს. მათ ეგონათ, რომ უბრალოდ მათთან ერთად არ მინდოდა ერთ სახლში ცხოვრება. ახლა კი, მათი აზრით, მე არაფერი შემიშლის ხელს ცალკე ცხოვრებაში, ჩვენი სახლიდან 50 მეტრის მოშორებით. მერე რა რომ სოფელში და არა ქალაქში. სამაგიეროდ, დედა და მამა ახლოს იქნებიან და კიდევ მალე გაზის შემოყვანასაც დაგვპირდნენ.

ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ, რამდენიმე დღე დამჭირდა, რომ გონს მოვსულიყავი. ალბათ ერთგვარი ნერვული აშლილობა მქონდა. გული მერეოდა და თავი მტკიოდა. მაგრამ, ძალა არ მქონდა, რომ მეყვირა. რამდენიმე დღე ნაქირავებ ბინაში ვიწექი და თავს დავპირდი, რომ მშობლებს აღარაფერს ვთხოვდი. ექვს თვეში ერთხელ სტუმრად ჩასვლა – კი ბატონო. ვინმეს დაბადების დღის აღნიშვნა – კი ბატონო. მაგრამ, აღარავითარი თხოვნა – არც ჩემი და არც მათი მხრიდან.

ზრდასრული ბარტყები მშობლიური ბუდიდან უნდა გაფრინდნენ. ასეა მოწყობილი ბუნება და მე, ბოლოს და ბოლოს, მივხვდი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს