მამაკაცმა რესტორანში დამპატიჟა, მაგრამ გადახდის დრო რომ მოვიდა, რაღაცნაირად ანერვიულდა. გადავწყვიტე, თავად გადამეხადა

0
1037

პაემანზე მამაკაცმა უნდა გადაიხადოს. ამ აზრს იზიარებს ბევრი გოგონა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან. რომანტიკული შეხვედრა, განსაკუთრებით თუ ის პირველია, პატარა დღესასწაულად უნდა იქცეს. მოვლენად, რომლის შესახებაც გოგონა მეგობრებს მოუყვება და სოციალურ ქსელებში იტრაბახებს.

ეს, რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში. დაე, გერმანელმა და სხვა ევროპელმა გოგონებმა გადაიხადონ სანახევროდ, სხვა საქმე თუ არ აქვთ. ჩვენთან კი, გოგონას შეუძლია, რომ ჩანთით მხოლოდ კოსმეტიკა და მობილური ტელეფონო ატაროს. სხვანაირად როგორ დაპოსტავს სოციალურ ქსელებში ახალი დახვეწილი კერძის ფოტოს?!

მამაკაცმა უნდა გადაიხადოს

რაც უფრო ასაკოვანი ხდება თავისუფალი გოგონა, მით უკეთ იცის საკუთარი თავის ფასი. ასე რომ, 30-ს გადავაბიჯე და ახლახან დავიწყე თამაშის წესების გააზრება, რომელსაც პაემანი ჰქვია. მანამდე სულ არ მაინტერესებდა ბიჭი ჩემთან რა მანქანით მოვიდოდა. ექნებოდა თუ არა თან ყვავილები? როგორი შესახედი იქნებოდა და როგორი სუნი ექნებოდა მის ტანსაცმელს. მე საკუთარ გრძნობებს ვენდობოდი.

მაგრამ ცხოვრებას ასეთი შეცდომები არ მოსწონს და დროთა განმავლობაში მომიწია ყურადღებით დავკვირვებოდი ჩემს ახალ თაყვანისმცემლებს. ჩვენი ქალაქი პატარაა, ამიტომ ზედმეტად თავის დაფასება არ ღირდა. მეორე მხრივ კი, აქ ყველა იცნობს ერთმანეთს. თუ შეუფერებელი მამაკაცის გარემოცვაში გნახავენ, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ რამდენიმე დღის შემდეგ აუცილებლად დაიწყებდნენ ლაპარაკს. ამ შემთხვევაში ვერაფერს ვერ იზამ.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რამდენიმე პაემანზე ვიყავი და სამმა მათგანმა თავისებურად გამაოცა. ჩვენს დროში მამაკაცები საერთოდ არ ცდილობენ გოგოებზე შთაბეჭდილების მოხდენას. ვიღაცამ დაარწმუნათ, რომ ყურადღების გამოჩენა და მატერიალური ხარჯები სადღაც წარსულში დარჩა, თითქმის შუა საუკუნეებში. თანამედროვე “რაინდებს” კი მხოლოდ სულელურად ხუმრობა შეუძლიათ, საუბრის თემის შეცვლა, როდესაც უბრალოდ პასუხის გაცემა არ შეუძლიათ.

პირველი პაემანი: გაუგებარი არჩევანი

ოცდაათი წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ლამაზ ყავისფერ ქურთუკში, სათვალეებში და მოდური ვარცხნილობით. ერთმანეთს დანიშნულ ადგილას შევხვდით და სასეირნოდ ქალაქის ძველ უბანში წავედით. დიმამ დიდი ენთუზიაზმით მიამბო თავისი ცხოვრების, სამსახურის და რამდენიმე გატაცების შესახებ. აშკარა იყო, რომ ცოტა უხერხულად გრძნობდა თავს, მაგრამ მაინც სურდა, რომ ჩემთვის თავი მოეწონებინა.

უქმე დღე მქონდა, ამიტომ კარგ განწყობაზე ვიყავი. ჩემი საყვარელი სპორტული ფეხსაცმელი და თავისუფალი კოსტუმი მეცვა. ასე რომ, დიდხანს სიარულში ხელს არაფერი მიშლიდა. მაგრამ ცოტა ხანში ძალიან დაცხა და ჩემი თანამგზავრის სახე ოფლით დაიფარა. პიჯაკის გახდა ვერ გაბედა, ასე რომ, მალევე შემომთავაზა სადმე დაჯდომა და დასვენება.

ფაქტიურად გზაგასაყართან ვიდექით. მარცხნივ ლამაზი რესტორანი იყო, ლამაზად მოჩუქურთმებული კარებით. მარჯვნივ კი პლასტმასის მაგიდები და სკამები უზარმაზარი ქოლგების ქვეშ, რომლებზეც უზარმაზარი ასოებით რომელიღაც იაფფასიანი ლუდის რეკლამა იყო გამოსახული. სწორედ იქ წამიყვანა დიმამ. შეუკვეთა თხილი, კალმარის რგოლები და სწორედ ის პროდუქტი, რომლის რეკლამაც ახლა ჩვენს ზემოთ იწონებდა თავს.

ამის შემდეგ ცოტა ხანს კიდევ ვისეირნეთ, მაგრამ მხარდაჭერის გარეშე ჩემმა მორცხვმა თანამგზავრმა მონოლოგი აქტიურად ვეღარ გააგრძელა. მადლობა გადავუხადე სეირნობისთვის და სახლში წავედი დასასვენებლად. მლაშე კალმარის გემო უნდა მომეშორებინა.

მეორე პაემანი: მამაკაცმა უნდა გადაიხადოს

ლევანმა როგორღაც მოახერხა ჩემი დარწმუნება, რომ ხუთშაბათს მასთან პაემანზე წავსულიყავი. ვერც კი ვხვდები, როგორ მოახერხა ეს. ერთი სიტყვით, დამიყოლია. მახსოვს, სამსახურიდან ახალი გამოსული ვიყავი და თავი სხვადასხვა ციფრებით მქონდა სავსე. რომელ რომანტიულ განწყობაზეა საუბარი. და კიდევ, ძალიან ვნანობდი, რომ თან გამოსაცვლელი ფეხსაცმელი არ მქონდა.

მოკლედ, საკმაოდ კარგ დაწესებულებაში წავედით რაღაც საინტერესო სახელით. ლევანს ვუთხარი, რომ თავისუფალი დრო მხოლოდ საათნახევარი მქონდა, რადგან ხუთშაბათობით გარკვეულ მასალას ვამზადებდი ხოლმე, მეორე დღისთვის. დატვირთული საღამო პარასკევის წინ – უბრალოდ წმინდაა. ასე რომ, აშკარა იყო, რომ ჩემი თაყვანისმცემელი სწრაფი პაემნისა და უაზრო საუბრებისთვის იყო მზად.

მაგრამ იმ დღეს იმდენად დაღლილი ვიყავი და მეზობელი მაგიდებიდან ისეთი მომხიბვლელი სურნელი მოდიოდა, რომ გადავწყვიტე არსად მეჩქარა. ფეხები საშინლად მიზუზუნებდა და დიეტაზე ყოფნის გულუბრყვილო გადაწყვეტილება იმ მომენტში ყველაზე დიდ სისულელედ მეჩვენებოდა. ასე რომ, აღარ დავწვრილმანებულვარ.

ჩემმა თაყვანისმცემელმა თავისთვის რაღაც სასმელი შეუკვეთა და მთელი საღამო სვამდა. მე მიმტანს ვთხოვე მოეტანა მწვადი, გარნირი, ზღვის პროდუქტები და ნაყინი. მაპატიეთ, თუ ვინმეს ვაწყენინებ, მაგრამ თავი ჩვენი ბუღალტერიის ტიპიურ თანამშრომლად ვიგრძენი. დიახ, ყველამ იცის, რომ ისინი სადილზე მხოლოდ ასეთ პორციებს უკვეთავენ.

მოკლედ, საღამოს ბოლოს ლევანის მზერა ცოტა შეშფოთებული და ნერვიული გახდა. ეს შესამჩნევი იყო არა მარტო ჩემთვის, არამედ ოფიციანტისთვისაც კი, რომელმაც ანგარიში მოგვიტანა. გადავწყვიტე არ მეწამებინა უდრეკი მამაკაცი და შევთავაზე, რომ სანახევროდ გადაგვეხადა. ის შემეწინააღმდეგა, მაგრამ ბოლოს მაინც დამთანხმდა.

სახლში დავბრუნდი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და შევამჩნიე, რომ ჩემი ტელეფონი წაუკითხავი შეტყობინებებისაგან გაცხელებულიყო. ლევანმა უამრავი კომპლიმენტი მომწერა და კითხვები დამისვა ჩვენი სამომავლო გეგმების შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო იყო. მაგრამ, თავად გესმით. მამაკაცი, რომელთან ერთადაც ჩემს წილს თავად გადავიხდი? არა, რას ამბობთ. როგორ შეძლებს ის ცოლ-შვილის გამოკვებას? საღამოს შემწვარი ხორცის ჭამა მე მარტოც შემიძლია. შუამავალი რაში მჭირდება?

მესამე პაემანი: ასაკი მხოლოდ ციფრები არ არის

მიხეილი მაშინვე მომეჩვენა გამოცდილ ადამიანად, რომელსაც ვერ მოატყუებდი. ის წინა წელს გამოშვებული უცხოური მანქანით მოვიდა. ვაღიარებ, ორჯერ ახალგაზრდა რომ ყოფილიყო… ან მის ადგილას მისი სიმპათიური ვაჟი რომ ყოფილიყო… მაგრამ, სამწუხაროდ, ის იყო 50 წელს გადაცილებული მამაკაცი, ნაჩქარევად შეღებილი ულვაშებითა და სიმელოტეთ, რომელსაც შვილები არ ჰყავდა. უბრალოდ, ის ჩემი შესაფერისი ვერ იქნებოდა. ეს პირველივე წამიდან გავაცნობიერე, მაგრამ ძრავის ცხოველურ ღრიალს ჩემი ფიქრები სადღაც არასწორი მიმართულებით მიჰყავდა.

ღამის ქალაქში გავისეირნეთ, თითქმის ლაპარაკის გარშე, უბრალოდ გზას ვუყურებდით. მადლობა ღმერთს, მიხეილი ჯენტლმენი იყო და ხელები მკაცრად საჭეზე ელაგა, როგორც მისი ასაკის ყურადღებიან მძღოლს შეეფერებოდა. შემდეგ მეზობელ სავარძელში მჯდომმა ულვაშებიანმა მამაკაცმა ვახშამზე დამპატიჟა.

მყუდრო რესტორანი, სასიამოვნო ცოცხალი მუსიკით. რატომ თვლიან ჩემი თანატოლები ასეთ ადგილებს ძველმოდურად? აქ ხომ თითქმის ყოველთვის დაბინდული განათებაა და მსგავს განათებაზე ჭაღარა და ზედაპირული ნაოჭები სადღაც ქრება, რაც ერთგვარ ჯადოქრობად გეჩვენება. საინტერესოა, მე რამდენი წლისად გამოვიყურები?

მაგრამ, ისევ ჩემს პაემანს დავუბრუნდეთ. მიხეილი გულმოდგინედ მიყვებოდა ისტორიებს საკუთარი ცხოვრებიდან, რაც, რა თქმა უნდა, ოდნავ უფროსი ასაკის ქალბატონზე უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა. ჩემთვის ეს ისტორიები ჩვეულებრივ სულელურ გაუგებრობას ჰგავდა, რომელთა გამოსწორებაც შესაძლებელი იქნებოდა, თუ ხელში თანამედროვე სმარტფონი გეჭირებოდა. მაგრამ ის სხვა ეპოქაა, უნდა გესმოდეს.

საღამო მაჟორულ ნოტაზე დასრულდა. მე ვუღიმოდი, მიხეილიც კმაყოფილი ჩანდა. ორივესთვის ნათელი იყო, რომ ჩვენი ისტორია ამით დასრულდებოდა. მიხეილმა ოფიციანტს გადაუხადა და ზედმეტი თანხაც დაუტოვა. მერე კი სახლში წამიყვანა. ლოყაზე კოცნა მან სრულიად დამსახურებულად მიიღო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასაკი არ არის მხოლოდ ციფრები პასპორტში.

ამ ზღაპრის მორალი კი ასეთია: თანამედროვე მამაკაცების მორალი საერთოდ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ისინი ცდილობენ ფულის დაზოგვას ჩვენზე, გოგოებზე. თუმცა, სხვა სად უნდა დახარჯოთ ფული? დიახ, უფროსი თაობა ჯერ კიდევ ასე იქცევა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ საკუთარი ნაკლოვანებები აქვთ. ჩვენ კი, რა დაგვრჩენია გოგოებო? რატომ არის ყველაფერი ასე რთული? ეჰ, სასიყვარულო რომანებში ხომ ყველაფერი გაცილებით მარტივი იყო…