ელონ მასკი აღარ არის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი. Louis Vuitton-ის მფლობელი ბერნარ არნო, 2023 წელს როგორც პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი შეხვდა. ვარაუდობენ, რომ ფრანგი ბიზნესმენის ქონება ახლა 222 მილიარდ დოლარს აჭარბებს. Twitter-ის ახლი მფლობელი კი, რომელიც გასულ წელს განსაკუთრებით უცნაურად იქცეოდა, მას თავისი $193 მილიარდით ჩამორჩა.
თუმცა, ასეთი კოსმოსური თანხები – ეს არ არის ფული საფულეში, არამედ არის აქტივების მთლიანი ღირებულება, რომელიც მუდმივად მცირდება ან იზრდება აქციების კურსიდან გამომდინარე. 2021 წლის ნოემბერში ელონ მასკის ქონებამ 340 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, მაგრამ შემდეგ Tesla-ს აქციები დაეცა, რის გამოც ამერიკელ ბიზნესმენს 2022 წლის დეკემბერში მხოლოდ 140 მილიარდი ჰქონდა. მინუს 200 მილიარდი! ფული ვისაც აქვს, დასაკარგიც იმას აქვს!
2023 წლის ყველაზე მდიდარი ადამიანი მსოფლიოში
რა თქმა უნდა, მდიდარი ადამიანებისთვის მარტივია იმის თქმა, რომ “ფული მთავარი არ არის”. თუმცა, მათ ნამდვილად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ სიმდიდრის მიმართ, ისინი ფულში ხედავენ ინსტრუმენტს და არა უმაღლეს ღირებულებას. ამიტომაც ექცევიან შესაბამისად, არ ხარჯავენ სხვადასხვა სისულელეში. კონკრეტულად, რაში?
1. იმპულსური შენაძენი
მდიდარი ადამიანები თვლიან, რომ ყოველი შენაძენი რაღაცით უნდა იყოს გამართლებული. “თუ ყველაფერს ყიდულობ, რაც არ გჭირდება, მაშინ მალე იძულებული გახდები გაყიდო ყველაფერი, რაც შენთვის აუცილებელია”, – ასე განმარტა ერთხელ ეს პრინციპი უორენ ბაფეტმა.
ღარიბი ხალხი ხშირად აკეთებს გაუმართლებელ შესყიდვებს. ისინი შეიძლება დანებდნენ დაჟინებულ გამყიდველს, შეიძლება დაემორჩილონ წამიერ სურვილს, შეიძლება დაიჯერონ დიდი ფასდაკლების. შემდეგ კი არ იციან რაში გამოიყენონ ეს ნივთი და რისთვის არის საჭირო.
2. ძვირადღირებული უძრავი ქონება
მდიდარ ადამიანებს ურჩევნიათ იპოვონ იაფი უძრავი ქონება, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება მნიშვნელოვნად გაძვირდეს. ეს არის კარგად გააზრებული გრძელვადიანი ინვესტიცია. რიგითი მოქალაქეები დიდი სახლის ყიდვას ცდილობენ, რის საშუალებაც არც კი აქვთ. შედეგად, ასეთი საცხოვრებელი, ფულის წარმატებული ინვესტიციის ნაცვლად, ნამდვილ ტვირთად იქცევა.
მოდური ტანსაცმელი
რა თქმა უნდა, მილიონერს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ყველაზე მოდური ტანსაცმელი და ელიტარული ბრენდის ფეხსაცმელი, მაგრამ ხშირად ვხედავთ, როგორ ჩნდებიან მდიდრები საზოგადოებაში იაფფასიანი ტანსაცმლით. თითოეულმა ასეთმა ადამიანმა იცის, რომ მთავარი ფასეულობა არის თავად ის, მისი გამოცდილება და ცოდნა და არა მოდური კაბები და აქსესუარები.
ამიტომ, არავის უკვირს, როცა ბილ გეითსს 10 დოლარიანი მაჯის საათით ხედავს. ასევე, ქეით მიდლტონი თავის 50 ან 100 დოლარიან კაბებში გამოიყურება საოცრად, როგორც ეს ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის მეუღლეს შეეფერება.
4. ექსტრასენსებისა და მკითხავების მომსახურება
ჭკვიანი ადამიანები საკუთარ თავს და საკუთარ ანალიტიკურ შესაძლებლობებს ეყრდნობიან და არა ზოგიერთი ადამიანის საეჭვო უნარებს. და თუ ხარჯავენ ფულს დამხმარეებზე, მაშინ აქ საუბარია მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე, რომლებიც კარგად ასრულებენ კონკრეტულ დავალებებს (ხელს უწყობენ მათი ქონების გაზრდას).
5. პიროვნული ზრდის ტრენინგი
სწორედ გამდიდრების მსურველი ღარიბები იქცევიან ხოლმე სხვადასხვა “ქოუჩების“ მთავარ სამიზნედ. უკვე თითქმის ყველამ იცის, რომ ეს ტრენინგები უსარგებლოა. თუმცა, მაინც არიან ადამიანები, რომლებიც სესხს იღებენ იმისათვის, რომ იყიდონ “სუპერ მეგაკურსი ფასდაკლებით“ ან იყიდონ ბილეთი მორიგი გაპიარებული ყბედის “უნიკალური გამოსვლისთვის“.
6. ძვირადღირებული სათამაშოები ბავშვებისთვის
ხშირად საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანი დიდ თანხას დებს, რათა ბავშვი მორიგი მოდური სათამაშოთი გაახაროს. რამდენად გამართლებულია ასეთი ხარჯი? ხელს ხომ არ უშლის აღმზრდელობით პროცესს?
მდიდარი ადამიანი არ გაავსებს ბავშვის ოთახს ბევრი სათამაშოებით. ასე ბავშვი არცერთ მათგანს არ დააფასებს და მუდმივად ახალი სათამაშოს ყიდვას მოითხოვს. ბევრი სათამაშო მის ყურადღებას გადაიტანს სხვა საზრუნავისგან, სწავლისგან. ზომიერებისა და პასუხისმგებლობის გრძნობა ადრეული ბავშვობიდან უნდა იყოს ჩანერგილი.
7. დღესასწაულებზე ბევრი ფულის ხარჯვა
რა თქმა უნდა, მდიდრებსაც მოსწონთ დასვენება და დღესასწაულების აღნიშვნა, მაგრამ ისინი ცდილობენ, რომ ხმაურიანი წვეულებები, მაგალითად, სასარგებლო ნაცნობობისთვის ან არსებული კავშირების გასაძლიერებლად გამოიყენონ. ჩვეულებრივი ადამიანები კი, ხშირად ხარჯავენ დიდ თანხებს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვების შესაშურად კარგი დრო გაატარონ. შედეგად, ასეთმა ფლანგვამ შეიძლება სრული ფინანსური კოლაფსი გამოიწვიოს.