სამრეცხაოს თანამშრომელმა გვაჩვენა, თუ როგორ უნდა გავრეცხოთ დიდი საბნები მანქანაში სირთულეებისა და შიშის გარეშე

709

აფრიკის ცხელ ქვეყნებში თუ არ ცხოვრობ, მაშინ გვერდით დიდი საბანი უნდა გქონდეს. ის ზამთარში გათბობს და სითბოს და კომფორტის შეგრძნებას ყველაზე თოვლიან პერიოდშიც კი გჩუქნის. გახსოვს ის გრძნობა, როცა არ გინდა გამოხვიდე ბუნაგიდან, რომელსაც საბანი ჰქვია? ზაფხულში ამის გახსენება სასიამოვნოა, თუმცა ნებისმიერი რამ მოითხოვს მოვლას და შენახვას. არც საბანი წარმოადგენს გამონაკლისს. პერიოდულად საჭიროა მისი გარეცხვა, წელიწადში ერთხელ მაინც და უკეთესი იქნება თუ ორჯერაც გარეცხავთ. საბანს მტვერი აჯდება და ის მის შიგნითაც ხვდება, რის გამოც შეიძლება მტვრის ტკიპაც გაჩნდეს.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიამბობთ, როგორ უნდა გარეცხოთ საბანი ისე, რომ დიდხანს გემსახუროთ.

დიდი საბანი

დღეს სასაქონლო ბაზარი სხვადასხვანაირი საბნებით არის გადატვირთული. ისინი ყველას გემოვნებისა და სურვილს მოერგება. საბნები არის ბუმბულის, ბამბუკის, სინტეპონის, შალის, ჰოლოფიბერის და კიდევ სხვა მრავალი განსხვავებული შემავსებელით. დღეს გიამბობთ, როგორ უნდა გარეცხოთ ასეთი საბნები სახლის პირობებში. სპეციალურად თქვენთვის საბნების რეცხვის შესანიშნავი ინსტრუქციები მოვამზადეთ.

პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ სარეცხის მაქსიმალური წონა, რომელიც შეიძლება თქვენს სარეცხ მანქანაში ჩაიტვირთოს. და, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა იცოდეთ თავად საბნის წონა. თუ მისი წონა არ აღემატება სარეცხი მანქანის დასაშვებ ნორმას, შეგიძლიათ უსაფრთხოდ გარეცხოთ. თუ ის აღემატება, მაშინ უმჯობესია საბანი ქიმწმენდაში წაიღოთ, რადგან ბარაბნის გადატვირთვა სამწუხარო შედეგებს გამოიწვევს.

გარეცხვის წინ მოსამზადებელი სამუშაოების მეორე ეტაპი. აუცილებელია შემოწმდეს არის თუ არა საბანზე რაიმე ნახვრეტი ან გარღვეული ნაკერი. საბანი უნდა იყოს მთელი და დაუზიანებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს შანსი, რომ მანქანიდან დახეული საბნის პირი ან ცალკე შემავსებელი ამოიღოთ. ამის შემდეგ საბანს ვეღარაფერი გადაარჩენს. მანქანაში დასაშვები წონის დადგენის და ყველა გარღვეული ნაკერის შეკერვის შემდეგ, მთავარია მისი სწორად დაკეცვა. ბარაბნის გადატვირთვისა და გადახრის თავიდან ასაცილებლად, რეცხვისას საბანი თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს მთელ ბარაბანზე.

ამიტომ საბანი სამჯერ უნდა გადავკეცოთ. უნდა მივიღოთ საბნის ოთხი ფენა. შემდეგ საბანი ძლიერად უნდა შეკუმშოთ, რულეტად დაახვიოთ და ისე მოათავსოთ სარეცხ მანქანაში. უკვე სარეცხ მანქანაში, ის თანაბრად გადანაწილდება ბარაბანზე. თუ საბანი ბუმბულის არის ან სინთეტიკური შემავსებლით, აუცილებლად მოათავსეთ ბარაბანში ჩოგბურთის ჩვეულებრივი ბურთები. ბურთები უნდა იყოს დიდი და მკვრივი. ასე რეცხვისას კარგად ნაწილდება შემავსებელი და ერთ ადგილას არ გროვდება.

სარეცხი საშუალების არჩევისას, რომლითაც საბანი უნდა გარეცხოთ, უპირატესობა მიანიჭეთ გელის სტრუქტურებს. ფხვნილი ბოლომდე ვერ გაიხსნება ასეთი მოცულობის სარეცხის შემთხვევაში და შესაძლოა გრანულები ან საპნის ლაქები დარჩეს საბანზე. ასეთ პირობებში გელი ბევრად უკეთესია. გარეცხვის შემდეგ აუცილებლად გაავლეთ 2-3-ჯერ, რათა სარეცხი საშუალების ნარჩენები სრულად ჩამოირეცხოს. შეარჩიეთ დელიკატური რეცხვის ან შალის ნივთების რეცხვის რეჟიმი. იდეალურია 40 გრადუსი და გაწურვა – 600-800 ბრ/წთ.

საბნის რეცხვის ბოლო და აუცილებელი პირობა – მისი გაშრობაა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საბნის გაშრობა ჩამოკიდებულ მდგომარეობაში. მთელი შიგთავსი დაბლა ჩავა და ძალიან რთული იქნება მისი გადანაწილება საბნის მთელ პერიმეტრზე. გაშრობა საუკეთესოა ღია ცის ქვეშ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. თან გამუდმებით უნდა ატრიალოთ, რათა არ დაობდეს და არ დალპეს. თუ გარეთ გაშრობის შესაძლებლობა არ გაქვთ, მაშინ უმჯობესია ამის გაკეთება აივანზე ფართოდ გაღებული ფანჯრებით და ხშირი გადატრიალებით. ბუმბულის საბანს პერიოდულად დაპენტვაც დასჭირდება, რათა შემავსებელი ერთ გროვად არ გაშრეს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს მარტივი წესები საბნების სისუფთავის დაცვაში დაგეხმარებათ. ეს ნივთი ხომ უბრალოდ აუცილებელია ჩვენი კლიმატის პირობებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს