“ფუფუნებაში” ცხოვრება ყოველთვის ახდენდა გავლენას ადამიანის სტატუსზე. ასეთი ცხოვრება მას საშუალებას აძლევდა, რომ გარკვეული სოციალური წრის ნაწილი გამხდარიყო ან უბრალოდ გარშემომყოფებზე მოეხდინა შთაბეჭდილება. დღეს ყველაფერი ცოტათი შეიცვალა, თუმცა მაინც ყველას აღელვებს, რა არის მოდაში ახლა. “ფუფუნების ჩვენება“ ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ისეთი ტრენდი, როგორიცაა “ანონიმური სიმდიდრე“ ან “მშვიდი ფუფუნება“.
რას წარმოადგენს ეს ტრენდი? ამის გარკვევას, პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შევეცდებით.
რა არის ახლა მოდაში
პირველად მოდის ექსპერტებმა ახალი ტრენდის გამოვლინება მდიდარ ადამიანებში გვინეტ პელტროუს სასამართლო პროცესის დროს შენიშნეს. ყოველ ჯერზე, როდესაც ის სასამართლო დარბაზში ჩნდებოდა, მოდის სტილისტები მისი იმიჯის თავშეკავებულობას და სიმშვიდეს აღნიშნავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მას ისეთი ძვირადღირებული ბრენდების სამოსი ეცვა, როგორებიცაა The Row, Loro Piana, Brunello Cucinelli და G. Label By Goop – ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, თავად გვინეტის ბრენდია.
ფარული სიმდიდრის ახალ ტენდენციას უკვე stealth wealth, ან quiet luxury (ჩუმი ფუფუნება) უწოდეს. როგორც ექსპერტები განმარტავენ, ახალი ტენდენციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო მდიდარია ადამიანი, მით უფრო რთულია მისი ბრბოსგან გამორჩევა. ფარული სიმდიდრის ტრენდის კონცეფცია არის ის, რომ ცხოვრებაში მთავარია იყო და არა ჩანდე. და მხოლოდ ის, ვინც თავად იცავს ამ კონცეფციას, შეძლებს ამოიცნოს “ჩუმი ფუფუნების” ბრენდი სხვა ადამიანზე. ინგლისურად ამას ჰქვია “If you know, you know” – “თუ იცი, იცი”.
ნამდვილი ფუფუნება
ჯერ კიდევ 1899 წელს ტორშტეინ ვებლენმა თავის წიგნში “უსაქმური კლასის თეორია“ დაამკვიდრა ტერმინი “დემონსტრაციული მოხმარება“. ეს ტერმინი ნიშნავს სიმდიდრის საჩვენებლად დემონსტრირებას საზოგადოებაში სტატუსისა და რეპუტაციის მოსაპოვებლად. როგორც წესი, ასე იქცევა ის, ვინც ცუდად იცნობს სიმდიდრეს. ამაოდ ხომ არ ამბობენ: ”ის, ვისაც ყველაზე ნაკლებად ჩათვლით მილიარდერად, სწორედ ის იქნება მილიარდერი”.
დღეს ისეთი ბრენდები, როგორიცაა Loro Piana, Prada, Brunello Cucinelli, Goop, Kiton, The Row, Valextra, Maison Collection, Delvaux, Max Mara, Khaite, Hermes, Malo სულ უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებენ “ფარული ფუფუნების” ტენდენციას.
ექსპერტები ასევე თვლიან, რომ ამ ტრენდის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ფინანსურმა კრიზისმა და პანდემიამ. ბრენდები აყალიბებენ ტონს, რომ არ არის დრო, იამაყოთ საკუთარი სიმდიდრით, როდესაც ადამიანების უმეტესობას კომუნალური გადასახადების გადადაც კი არ შეუძლია. ასევე, აუცილებელმა იზოლაციამ ყურადღება ნათელი და ეპატაჟური იმიჯებიდან – თავშეკავებულ, ლაკონურ სამოსზე გადაიტანა. მაგრამ პანდემიის დასასრული შეცვლის ქუჩისა და სპორტული სამოსის სტილზე წარმოდგენას. ხალხი დაიღალა მუდმივად სპორტული კოსტუმებით და მალე მათ ნათელი, ეფექტური სამოსი ჩაანაცვლებს.
დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს გონივრულ მოხმარებაზე და მოდის ტენდენციებიც აქეთ იხრება. ადამიანები წყვეტენ ფულის უაზროდ ხარჯვას ისეთ რამეში, რაც მხოლოდ ერთ სეზონზე გამოადგებათ. ისინი უპირატესობას ანიჭებენ უფრო ძვირ, მაგრამ უფრო მაღალი ხარისხის ნივთებს, რომლებიც უფრო დიდხანს გაძლებს.
დღეს პოპულარობის პიკზე – ფუნქციონალურობა, პრაქტიკულობა და სიმშვიდეა. რამდენ ხანს გაგრძელდება? ამას დრო გვიჩვენებს, ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ დატკბეთ მშვიდი ტონებით – მოდის სახლების ახალ კოლექციებში.