ვრეკავ სახლში და ვიგებ, რომ დედაჩემი უბრალოდ გაუჩინარდა, არ უთქვამს სად მიდიოდა. არ ვიცი, რა ვქნა

1156

უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა ბავშვებმა მშობლებს შორის ურთიერთობის გარკვევაში? ოჯახური კრიზისი ხშირია, მაგრამ ზრდასრული ადამიანები ცდილობენ, რომ მათში სხვა არავინ ჩარიონ, ოჯახის სხვა წევრებიც კი. ჯერ ერთი, რაც მეტი აზრია, მით უფრო რთულია სიტუაციაში გარკვევა. მეორეც, ძნელია იყო სრულიად გულწრფელი საკუთარ შვილთან. არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკისაა ის.

მეორე მხრივ, ბავშვებსაც უჭირთ. მშობლები ხომ მათი უახლოესი ადამიანები არიან. ასეა თუ ისე, მათ დახმარება უნდა სცადონ. მაგრამ როგორ, როდესაც არავინ გისმენს? ამ საქმის სპეციალისტთან კი, მათ ვერასოდეს მიიყვან. ასე რომ, იქმნება სიტუცია, რომლიდან გამოსვლა ნეგატივის გარეშე, რომელიც არავის სჭირდება – რთული ამოცანაა.

ოჯახური კრიზისები

ხომ იცით, როგორც ამბობენ: “სოფლიდან ადამიანს გამოიყვან, მაგრამ სოფელს ადამიანიდან – ვერასოდეს“. ეს სიტყვები ზუსტად დედაჩემზეა. და ამას ყოველგვარი ნეგატივის გარეშე ვამბობ. უბრალოდ ეს სინამდვილეში ასეა. თითოეულ სიტყვაზე თავად ვარ პასუხისმგებელი.

ბავშვობაში ხშირად მივდიოდით ბებიაჩემთან, სოფელში. დედა ამას ყოველთვის დაჟინებით ითხოვდა, მამა კი თვალებს ატრიალებდა და კბილებში რაღაცას ცრიდა. მე ხმის ამოღების უფლება არ მქონდა, უბრალოდ ჩუმად ვეგუებოდი საკუთარ ხვედრს. ახლა მესმის, რომ ბებიასთან მისასვლელად დაახლოებით საათნახევარი გვჭირდებოდა. მაშინ კი, ჩემი წარმოდგენით ამას არანაკლებ მთელი დღე სჭირდებოდა.

ჯერ სადგურზე უნდა დაველოდებოდით ავტობუსს. ასეთივე უბედური ადამიანების კომპანიაში, რომლებიც უბრალოდ ჩუმად იდგნენ და ფეხებთან ჩანთები ელაგათ. ავტობუსის გაჩერებაზე რატომღაც სკამები არ იყო. ისიც კარგად მახსოვს, რომ რა დროსაც არ უნდა გავსულიყავით სახლიდან, ავტობუსს ყოველთვის ლოდინი სჭირდებოდა. თავის დროზე არასოდეს მოდიოდა.

შემდეგ ჩაჯდომა: ბენზინის, საკვების, თამბაქოს და სხვა ყველაფრის სუნი ავტობუსის ვიწრო სალონში ერთმანეთში ირეოდა. თუ გამიმართლებდა და დასაჯდომი ადგილი შემხვდებოდა, სულ ვცდილობდი, ისე დავმჯდარიყავი, რომ სახეზე მზეს არ შევეწუხებინე. ფეხზე დგომით თუ მიწევდა მგზავრობა, მაშინ ცალ ფეხზე ვიდექი, რადგან ჩემთვის, ბოსტნეულის ტომრების გამო, საკმარისი ადგილი არ იყო.

სამაგიეროდ, როგორ უხაროდა დედას, როდესაც ბებიაჩემის სახლში შევდიოდით. ის ქათმებთან და ბატებთანაც კი შედიოდა. მეზობლის ძაღლსაც კი აუცილებლად აჭმევდა, რომელიც ჯაჭვით იყო დაბმული. დედაჩემს ბებიასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. მამაჩემი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება სახლში არც კი შესულიყო. უბრალოდ ეზოში დახეტიალობდა და სხვის ნარგავებს ათვალიერებდა, ჭას აკვირდებოდა და ა.შ. სიდედრის სახლში მაშინ შედიოდა, როდესაც სხვა აღარაფერი რჩებოდა გასაკეთებელი.

სოფლიდან დაბრუნების შემდეგ ჩემი მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ. ხდება ხოლმე, ოჯახური კრიზისი. მამა ყოველ ჯერზე იფიცებდა, რომ უკანასკნელად შედგა ფეხი იმ სახლში. დედაჩემი კი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მხარს უჭერდა მას. თუმცა, მაღალ ტონებში. მშობლების გაგება რთულია, როდესაც ბავშვი ხარ. ახლა შემიძლია მივხვდე რაღაცას, მაგრამ მაშინ მათი ურთიერთობა ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო.

ახლა, როცა უკვე 60 წელს გადააბიჯეს, არავითარი სოფელში წასვლა აღარ სჭირდებათ. ბებიაჩემი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, მის სახლში კი დედაჩემის ძმის ოჯახი ცხოვრობს. ერთი შეხედვით, ეს საკითხი მოგვარებულია. მაგრამ, არა. უკვე ერთი კვირაა, რაც დედამ და მამამ იჩხუბეს, თანაც ისე, რომ დედაჩემმა ნივთები ჩაალაგა და სახლიდან წავიდა.

ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გავიგე და მაშინვე მამაჩემთან მივედი. ჩემს ყველა კითხვაზე ის მხოლოდ მელანქოლიურად ჭერს შესცქეროდა და რაღაცას ჩურჩულებდა. მხოლოდ იმის გარკვევა მოვახერხე, რომ მე ამაში დამნაშავე არ ვიყავი (ოჰ, მართლა? თორემ არ ვიცოდი). მითხრა, რომ სერიოზული არაფერი არ არის და დედა მალე დაბრუნდება. ის მას ძებნას არ დაუწყებს, რადგან ისინი ზრდასრული ადამიანები არიან.

ალბათ უკვე მიხვდით, რომ მაშინვე დედაჩემის მშობლების სახლი გამახსენდა. ადგილი ბევრია, ასე რომ მას შეეძლო უპრობლემოდ დარჩენილიყო ბიძაჩემის სახლში. დედაჩემს დავურეკე მობილურზე და რამდენჯერმე გარკვევით მომესმა ჩიტების ჭიკჭიკი, რომლის მოსმენა ჩვენს ქალაქში თითქმის შეუძლებელია: სიჩუმე მხოლოდ ღამით დგება, ჩიტებს ამ დროს, როგორც მოგეხსენებათ, სძინავთ.

ახლა ვფიქრობ, რომ დედაჩემთან ჩავიდე და ყველაფერი ვუთხრა, რაც დამიგროვდა. ის უკვე ზრდასრული ადამიანია, შემდგარი. როდემდე შეიძლება ნაწყენი გოგოს როლის თამაში? რაც არ უნდა გააკეთოს მამამ, ის ხომ მისი ქმარია. გასაგებია, იჩხუბეთ, მაგრამ ხომ შეიძლება დალაპარაკება და პრობლემის ადგილზე გადაწყვეტა. რა საჭიროა სადღაც გამგზავრება? თუ ისევ სოფლის მიმართ სიყვარულმა გამოიღვიძა?

დედაჩემი, რა თქმა უნდა, თავისებური ადამიანია, მაგრამ ის ასევე ივიწყებს იმასაც, რომ ბებიაა და საკუთარი მოვალეობები გააჩნია. ორი შვილიშვილი ჰყავს, რომლებიც ძალიან უნდოდა და უბრალოდ მეხვეწებოდა. ახლა კი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? საქმე გაკეთებულია და შეგიძლია ოჯახიდან გაიქცე?! არა, ასე არ გამოვა.

ჩვენს საუბარში მამას წამოსცდა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი შეიძლებოდა ერთ ქალთან დაკავშირებული გაუგებრობა ყოფილიყო. მაგრამ ეს ყველაფერი ადრეულ ახალგაზრდობაში იყო. როგორ შეიძლება ამან ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზე იქონიოს გავლენა? რაც არ უნდა იყოს, დედაჩემი ხომ ზრდასრული ადამიანია… წარსულში რაც იყო, ის წარსულში უნდა დარჩეს. ამ ყველაფრის ახლა გახსენება, როცა შვილიშვილების ძიძობის დროა, მაპატიეთ, სასაცილოა. ასეთი ოჯახური კრიზისები მათ ასაკს აღარ შეეფერება.

თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ოცნებები და სურვილები აქვს. მაგრამ ცხოვრება ხშირად ისე ეწყობა, რომ ზოგიერთ მათგანზე თვალის დახუჭვა გვიწევს. და აქ ასაკი არაფერ შუაშია. მეც აღარ ვარ პატარა გოგო, მაგრამ როდესაც საჭიროა ყველაფერს თავს ვანებებ, რათა გავიგო სად იმყოფება დედაჩემი და რატომ აძლევს თავს უფლებას, რომ ასე უშნოდ მოიქცეს. უბრალოდ, არ უნდა იყო ეგოისტი, სხვის გრძნობებზეც უნდა იფიქრო და არა მხოლოდ საკუთარზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს