ჩვენთან, აგარაკის მფლობელები სხვადასხვა ინტერესების მიხედვით ხშირად იკრიბებიან. გამიმართლა და გავიცანი მცენარეების მცოდნე და იშვიათი ბოსტნეულებიდან სამკურნალო კერძების მომზადების მოყვარული ხალხი. თავის წრეში მხოლოდ ავადმყოფ პენსიონერებს და დიასახლისებს უშვებდნენ, რომლებიც კულინარიით დაკავებულნი იყვნენ და იშვიათი კულტურიდან ახალ კერძებს ამზადებდნენ.
სამკურნალო მცენარეებით (მით უმეტეს მედიკამენტებით) თითქმის არ სარგებლობდნენ, ველური მცენარეების კერძები აშინებდათ, ხოლო კულტურული მცენარეებით მათ გაკვირვებას ვერ შევძლებდი. სწორედ ამიტომ მათთან დეგუსტაციაზე მისვლის ნება ვერასდროს ვითხოვე.
ერთი შემთხვევა დამეხმარა. გაზაფხულზე მათი გუნდის წევრმა დამინახა, რომ ტყეში სალათისთვის ჭინჭრის, ბაბუაწვერას, ორფერის, ბებრისკონას, მარიამსხალას და სხვა მცენარეების ფოთლებს ვაგროვებდი. ჯერ ჩუმად მიყურებდა, მაგრამ როცა დაინახა, რომ შხამიანი მცენარეებიც მოვკრიფე, მკითხა: „ეს რა არის, დედამთილისთვის? „არა, ჩემთვის“ – ვუპასუხე. 1 ხალისჩლიქას ფოთოლი მთელ მასაში შხამიანი არ იქნება, არამედ გულსა და ღვიძლს განკურნავს.
ჩემი მცენარეების კოლექციის გაგების შემდეგ, რომელიც უკვე 800-ზე მეტ დასახელებას მოიცავდა, თავის წრეში დამპატიჟა. სანამ ტყეში დავდიოდით, მათი წრის ისტორიის შესახებ მიამბო. მისი დამფუძნებლის დიაბეტის ამბით დაიწყო.
დიაბეტის შესახებ
კარტოფილის მცირე მოსავლის დროს მთელ ოჯახს დიდი რაოდენობით მიწავაშლას და ძირშავას ჭამა მოუწიათ. და უკვე 6 თვიანი იძულებული დიეტის შემდეგ შეამჩნია, რომ ინსულინის მიმართ მოთხოვნილება ორჯერ შეუმცირდა, ქავილი, წვა, შიმშილის მუდმივი გრძნობა და ტუალეტში ხშირი ვიზიტი აღარ აწუხებდა.
მეორე წელს მიწავაშლი და ძირშავა ცალ-ცალკე გამოიყენა და შედეგი თითქმის ერთნაირი იყო, მაგრამ ძირშავას კერძი უფრო გემრიელი და მრავალფეროვანია. შემდეგ სხვა ხალხიც იპოვეს, რომლებიც სამკურნალო დიეტების დროს სხვადასხვა ბოსტნეულს იყენებდნენ. ასე, მათი წრეც იზრდებოდა.
ნელ-ნელა მათი ნდობა და რეცეპტები მოვიპოვე. პატარა აღმოჩენაც კი გავაკეთე.
ხველა, დახრჩობა
ჩემმა ძველმა ნაცნობმა ძირშავას ერთთვიანი გამოყენებით შეამჩნია, რომ ხველა და დახრჩობის შეგრძნება მნიშვნელოვნად შეუმცირდა.
პოდაგრა, ღვიძლი, მარილი
მის დედამთილს ღვიძლთან და პოდაგრასთან დაკავშირებული პრობლემები ნაკლებად აწუხებდა.
კბილის ტკივილი, ეპილეფსია
მცენარის მოყვითალო ფესვი მტკივნეული კბილის მხარეს ლოყაზე დავიდე და ტკივილი გაქრა.
ორმა ადამიანმა მიამბო, რომ ძირშავას დახმარებით შვილიშვილებში ეპილეფსიებს შორის შუალედი მნიშვნელოვნად გაახანგრძლივეს. ისინი ძირშავას ფესვების და ღოლოსგან ნახარშს ამზადებდნენ: 1 ს/კ ნარევს 0,5 ლ წყალს ასხამდნენ და 10 წუთით ხარშავდნენ. შემდეგ 2 საათით აყენებდნენ და ბავშვებს 80-100 გრ ნახარშს დღეში 3-4-ჯერ ასვამდნენ.
ყაბზობა
ასე ცნობილია, რომ ფესვები ყაბზობის დროსაც დაგეხმარებათ.
როგორც ბიოქიმიიდან ვიცი, ინულინი (რომელიც ძირშავაში უხვადაა) პოლისაქარიდის მოლეკულების ჯაჭვია, რომელიც მჟავე გარემოში მონოსაქარიდებად იშლება (ტკბილი და უვნებელია დიაბეტის დროს).
მეგობრებს ძირშავას ფესვებისგან უშაქრო მურაბის გაკეთება შევთავაზე. ჩემ ბავშვებს ზეთში მოთუშული ძირშავა ძალიან მოსწონთ – ასე ნაზი და პიკანტური კერძი გამოდის. მე უფრო მარილიან წყალში მოხარშული და კარაქში შემწვარი მომეწონა. მას თეთრი სოკოს გემო აქვს.
ჩაი ავიტამინოზის დროს
ახალგაზრდა ფოთლებისგან სალათიც ვცადე და გემრიელი იყო. ზამთრისთვის ქვიშაში ვინახავთ ან ვახმობთ, შემდეგ კი წვნიანებს ვუმატებთ. ფესვების ნაწილს გაზაფხულზე ვიღებთ – ასე გაზაფხულის ავიტამინოზის დროს დაგეხმარებათ.
ძირშავას მოყვანა რთული არაა, მაგრამ ნაკვეთის არჩევის დროს უნდა გახსოვდეთ, რომ მცენარე მრავალწლიანია. ნიადაგი კარგად გათოხნილი და ნოყიერი უნდა იყოს – 1 ვედრო ძველი ჰუმუსი ან 30 გრ ამონიუმის ნიტრატი და 40 გრ სუპერფოსფატი და კალიუმის სასუქი 1 მ.კვ მ-ზე დაუმატეთ, რადგან ძირშავა ღრმად იზრდება და შესანიშნავ მოსავალს იძლევა.
ყველაზე დიდ მოსავალს მიიღებთ, თუ ნაადრევ გაზაფხულზე დარგავთ. თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა თესლი ივლისი-აგვისტოს პერიოდში დავრგე. შემოდგომაზე პატარა ფესვები ჰქონდა, მაგრამ უკვე მომავალ წელს აყვავილდნენ და კარგი მოსავალი მომცა.
1-2 სმ სიღრმეზე თესლი ჩარგეთ და რიგებს შორის 25-30 სმ მიწა ფეხით გათელეთ. როცა 3-4 ნამდვილი ფოთოლი გამოჩნდება – მცენარე 10 სმ-იანი დაშორებით გადარგეთ. მომავალში ისე მოუარეთ, როგორც სტაფილოს.