ყავის ქვიშაზე მომზადების წესი. დეტალური რეცეპტი

0
154

ვინც ერთხელ მაინც ყოფილა თურქეთში, ალბათ ნახავდა ქვიშაზე ყავის მომზადების განსაკუთრებულ რიტუალს. ასეთი მომაჯადოებელი ქმედება ძალიან რთული ჩანს. თუმცა ამ გზით ყავის მომზადებისას განსაკუთრებული სირთულეები არ არსებობს, მთავარია, დაიმახსოვროთ ძირითადი ნიუანსები.

საკმარისია ერთხელ სცადოთ ყავის მადუღარას გაცხელება არა გაზქურაზე, არამედ ცხელ ქვიშაზე და კლასიკურად მომზადებული ცხელი სასმელის დალევა აღარ მოგინდებათ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ ნამდვილი თურქული ყავის რეცეპტს, რომლის არომატმა შეიძლება გაგაგიჟოთ.

ყავის ქვიშაზე მომზადების ყველა ნიუანსი

რა დაგჭირდებათ

  • ყავა. არომატული ცხელი სასმლის მოსამზადებლად სუფთა არაბიკა უნდა გამოიყენოთ. აუცილებელია წვრილად დაფქული ყავის გამოყენება.
  • ჭურჭელი. ამ მიზნით გამოიყენეთ ძველი ტაფა. მას არ უნდა ჰქონდეს ტეფლონის საფარი და ასევე მაღალი კიდე.
  • ქვიშა. თუ ჩვეულებრივ ქვიშას იყენებთ, აუცილებლად გაცერით, გარეცხეთ და შემდეგ გამოწვით. არ გაქვთ ამ ყველაფრის გაკეთების სურვილი? მაშინ სპეციალური კვარცის ქვიშის გამოყენებას გირჩევთ.
  • მარილი. ამ რეცეპტის მიხედვით ყავის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ჩვეულებრივი სუფრის მარილი (არ უნდა იყოს მსხვილი).
  • სითხე. შესანიშნავი ყავის მოსამზადებლად ძალიან ცივი წყალი უნდა გამოიყენოთ. მასში ყინულის კუბსაც კი აგდებენ.

ქვიშაზე ყავის მომზადების ინსტრუქცია

  • 1. ქვიშას შეურიეთ 3 ს.კ. სუფრის მარილი. მიღებული მასა ჩაყარეთ ტაფაში და თანაბრად გაანაწილეთ. ქვიშას მაღალ ცეცხლზე ვაცხელებთ, ყოველ 15-20 წამში მორევით.
  • 2. სუფთა ყავის მადუღარაში ვყრით წვრილად დაფქულ ყავას (ერთი პორციისთვის საკმარისია 1 სავსე ჩაის კოვზი). ვასხამთ ცივ წყალს. თქვენი სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატეთ შაქარი და სანელებლები. კარგად ურიეთ, სანამ ქაფი არ გაჩნდება.
  • 3. ყავის მადუღარას ვათავსებთ ქვიშაში, მისი ძირი ქვიშით უნდა დაიფაროს. ეს მნიშვნელოვანია! ჯეზვეს ძირი ტაფას არ უნდა ეხებოდეს. ჯეზვე ოდნავ უნდა ამოძრავოთ.
  • 4. ქაფის წარმოქმნის შემდეგ, მადუღარა ცოტა მაღლა უნდა ამოვწიოთ, უნდა ვეცადოთ, რომ ის ქვიშაში ძალიან ღრმად აღარ იყოს. ამ პროცესს სამჯერ ვიმეორებთ და ყავა ადუღებამდე მიგვყავს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ქაფი არ გადმოვიდეს.
  • 5. ვასხამთ ყავას ჭიქაში. ველოდებით 1 წუთს, სანამ მარცვლები არ დაილექება და შემდეგ ვიწყებთ დეგუსტაციას.

ამ გზით მომზადებულ ყავას, როგორც წესი, პატარა ჭიქებში მიირთმევენ, რომლებიც ჯერ ოდნავ უნდა გააცხელოთ. ამ შემთხვევაში ის დიდხანს რჩება ცხელ მდგომარეობაში და მისი გემოც უმჯობესდება. ასეთ ყავას ერთი ერთი ჭიქა ჩვეულებრივი ცივი წყალი უნდა დააყოლოთ. ეს საშუალებას მოგცემთ სრულად დააფასოთ ამ სასმლის გემო და არომატი.