რა შედის ქალის ვალდებულებებში

0
67

ძირითადად, საყოფაცხოვრებო მოვალეობები უნივერსალურია, რადგან მამაკაცსაც და ქალსაც ერთნაირად შეუძლია მათთან გამკლავება. თუმცა არის რამდენიმე საოჯახო საქმე, რომელიც აუცილებლად უნდა გადაეცეს მეუღლეს. ეს ეხება ისეთ საქმეებს, სადაც ფიზიკური სიძლიერეა საჭირო: სასურსათო პროდუქტების მძიმე ჩანთების სახლში შემოტანა ან გაფუჭებული კარის შეკეთება.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში შევეცდებით გავარკვიოთ, რა შედის ქალის მოვალეობებში და საბოლოოდ დავუსვათ წერტილი მრავალწლიან უთანხმოებას. შემდეგ გავარკვევთ, თუ როგორ განვასხვავოთ საყოფაცხოვრებო ვალდებულებები, რა შედის საოჯახო საქმეების ჩამონათვალში და როგორ შევთანხმდეთ პასუხისმგებლობების სამართლიან განაწილებაზე.

საყოფაცხოვრებო მოვალეობები

პირველ რიგში, ეს არის საქმეები, რომელიც მოითხოვს ყურადღებას, სიფრთხილეს და თავისუფალ დროს. და ის, ვინც ფლობს ასეთ რესურსს, ხშირად საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებებს უმეტეს ნაწილს.

და ზოგადად, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო მოვალეობა არის პირადი შეთანხმებები კონკრეტულ ოჯახში კონკრეტულ ადამიანებს შორის. უპირველეს ყოვლისა, თქვენ ამას ისე აკეთებთ, როგორც თქვენთვის და თქვენი რჩეულისთვის არის მოსახერხებელი. ამიტომ, თითოეულმა წყვილმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, ვინ გაიტანს ნაგავს, ვინ გაასეირნებს ძაღლს, ვინ მოამზადებს საუზმეს და ვინ გარეცხავს ჭურჭელს. ამასთან, წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა გამოუთქმელი წესები, რომლებიც ამა თუ იმ ხალხის ბუნებამ და წეს-ჩვეულებებმა დააწესა.

ქალისა და მამაკაცის საყოფაცხოვრებო მოვალეობები

როგორც წესი, ქალის პასუხისმგებლობა მოიცავს შემდეგს:

  • ბავშვების მოვლასა და განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;
  • საყოფაცხოვრებო პრობლემების აღმოფხვრა: ხელოსნის გამოძახება, გადასახადების გადახდა;
  • სახლში სიმყუდროვის შექმნა (ტექსტილის,დეკორის ყიდვა);
  • მცირე ორგანიზაციული საკითხები (დღესასწაულებისთვის მზადება, პროდუქტების შეძენა);
  • საოჯახო საქმე: დასუფთავება, საჭმლის მომზადება და ა.შ.

ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თანამედროვე ქალი არის დიასახლისიც, მზარეულიც, მდივანიც, ძიძაც, სტილისტიც და მედდაც. უნდა აკეთოს თუ არა ქალმა ეს ყველაფერი? ამას თითოეული ქალი თუ გოგონა საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტს. თუ კონკრეტულად თქვენს ოჯახში ეს ნორმად ითვლება და არავის აწუხებს, რატომაც არა?

მამაკაცის მოვალეობები

უძველესი დროიდან მამაკაცის მთავარი მოვალეობა იყო ნანადირევის მოტანა ოჯახის გამოკვების მიზნით. დღევანდელ რეალობაში ეს არის ფულის გამომუშავება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეუღლემ უნდა უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობა ოჯახის თითოეული წევრისთვის.

არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ფიზიკური უსაფრთხოება. მამაკაცს მისი რჩეული და შთამომავლები შესაძლო საფრთხეებისგან უნდა დაეცვა. თუ ქმარი ამ ფუნქციებს ასრულებდა, მაშინ ცოლი მისი ზურგი უნდა გამხდარიყო. ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ასეთი გადანაწილება უსამართლოა. მაგრამ თუ ქალი მზრუნველ, დიდსულოვან და ჭკვიან მამაკაცს ამოირჩევს, მაშინ საოჯახო საქმეების კეთება მას მხოლოდ სიამოვნებას მოუტანს.

მით უმეტეს, რომ თანამედროვე რეალობაში საყოფაცხოვრებო სამუშაოების ნაწილი შეიძლება გადაეცეს სხვებს: დასუფთავება – დასუფთავების სამსახურს, ბავშვების აღზრდა – ძიძას, სასურსათო პროდუქტების შეძენა – მიტანის სერვისებს. ამ შემთხვევაში ქალს აუცილებლად ექნება ძალა თვითგანვითარებისთვის. თუ ქმარი ცოლისთვის საიმედო საყრდენია, მაშინ ის მისთვის მუზა და ნამდვილი დიასახლისი გახდება. ეს კი უკვე ნამდვილი კარგად კოორდინირებული გუნდია, რომელსაც ბევრის მიღწევა შეუძლია.

ამ საკითხში მთავარია პრიორიტეტების სწორად დადგენა და დასვენების არ დავიწყება. გახსოვდეთ, რომ პირველ ადგილზე საკუთარი თავი უნდა დააყენოთ, დანარჩენი კი მოიცდის. თუ დაივიწყებთ თქვენს მოთხოვნილებებს, მაშინ ძალიან მალე დაიღლებით, დაკარგავთ ქალურ რესურსს და სიცოცხლის ხალისს. ამას კი, თავის მხრივ, შეიძლება მოჰყვეს პრობლემები, დანაკარგები და დაავადებებიც კი.

როგორ უნდა მოიქცეთ, როცა ყველაფერს საკუთარ თავზე იღებთ და ზოგჯერ ნერვული აშლილობის ზღვარზე ხართ? და თუ თქვენი რჩეული შორს არის იდეალისაგან? ხდება, რომ ცოლი და ქმარი გვიანობამდე მუშაობენ, ამ შემთხვევაში რა ხდება? გაიყავით საოჯახო საქმეები თანაბრად, ისაუბრეთ და მოილაპარაკეთ, შეეცადეთ პრობლემის მოგვარებას კონფლიქტის გარეშე.

როგორ უნდა გადანაწილდეს ვალდებულებები

გახსოვდეთ, რომ შეთანხმება არის მოლაპარაკება და არა მოთხოვნა. დიახ, ზოგჯერ ეს შეიძლება იყოს რთული, შეურაცხმყოფელი და უსიამოვნო. მაგრამ, დამიჯერეთ, თუ ბრაზი და პრეტენზიები დაგიგროვდებათ, დროთა განმავლობაში ყველაფერი მხოლოდ გაუარესდება.

თუ გრძნობთ, რომ თავისუფალი დროის გამონახვის დროა პირადი საჭიროებისთვის (სპორტდარბაზი, კინოში სიარული, ბუნებაში სეირნობა), ნუ გაჩუმდებით. შეადგინეთ საყოფაცხოვრებო დავალებების სია, რომლებიც გსურთ მეუღლეს გადასცეთ და ეს ყველაფერი მშვიდ ატმოსფეროში განიხილეთ.

როგორ უნდა აწარმოოთ მოლაპარაკება სწორად

  • 1. გაახმოვანეთ თქვენი საჭიროებები და სურვილები. მაგალითად: “ძვირფასო, კარგი იქნება, თუ ხანდახან სახლის მოწესრიგებაში დამეხმარები”.
  • 2. შემდეგ ახსენით, რატომ არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი. მაგალითად: “ისე დავიღალე გაუთავებელი კერძების მომზადებით და ბავშვების კაპრიზებით, რომ მტვრის გაწმენდასაც ვერ ვახერხებ. ერთად ამას ძალიან სწრაფად გავაკეთებთ. დროც კი დაგვრჩება ჩვენი საყვარელი სერიალის საყურებლად.
  • 3. დაელოდეთ რეაქციას და განიხილეთ ყველა ნიუანსი.

მნიშვნელოვანი პირობა, რომელის შესახებაც არ უნდა დაივიწყოთ:

ასეთ მოლაპარაკებებისას იფლირტავეთ, ქათინაური უთხარით, იყავით ქალური და გაგებული. ასეთ ვითარებაში, მამაკაცს თავად მოუნდება, რომ მოგცეთ ის, რასაც სთხოვთ. თუ დაიწყებთ ზეწოლას, მოთხოვნას და საყვედურების თქმას, მთელი საუბარი პროტესტში გადაიზრდება, რაც ადრე თუ გვიან სერიოზულ კონფლიქტს გამოიწვევს.

გამოუმუშავეთ მოლაპარაკების ჩვევა. წარმატებულ ოჯახებში ყოველთვის ისმენენ ერთმანეთის აზრს. მოსიყვარულე მეუღლეებს ერთი მიზანი უნდა ჰქონდეთ – ოჯახის ყველა წევრის ინტერესების დაცვა. იმის გაცნობიერება, რომ თქვენ ერთად ლახავთ ყველა სირთულეს გლობალური მიზნებისათვის, ძალიან აახლოებს. დაფიქრდით ამაზე.