გავიგე, რომ მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად და ჩემი ქმრის მშობლებს ბინების გაცვლა შევთავაზე. უკვე 6 თვის ორსული ვარ, ისინი კი ისევ იმ სახლში არიან

0
791

რით განსხვავდება ორი შვილის დედა დედისგან, რომელმაც პირველი შვილი ახლახან გააჩინა? მართალია. დაღლილობით და თავისუფალი დროის რაოდენობით. თუ ოჯახს საშუალო შემოსავალი აქვს ან უფრო დაბალი, მაშინ ერთდროულად ორი შვილის გაზრდა არც ისე მარტივია. მოთხოვნილებები პრაქტიკულად ყველაფერში იზრდება.

საჭირო ხდება უფრო მეტი სივრცის არსებობა. ახალი ტანსაცმელი, საკვები ბავშვებისთვის, სათამაშოები. თუ პირველი ბიჭი იბადება, შემდეგ კი – გოგო, ჩათვალე, რომ ისევ ხშირად მოგიწევს ბავშვთა მაღაზიების მონახულება. ძველი ნივთებიდან მხოლოდ ეტლი თუ გამოგადგებათ. ამიტომ, სანამ მეორე ბავშვის გააჩენთ, კარგად დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა მის ფინანსურად უზრუნველყოფას. რაც არ უნდა იყოს, ეს საქმე ძალიან საპასუხისმგებლოა.

ორი შვილის დედა

რაც არ უნდა ძლიერი სიყვარული იყოს მეუღლეებს შორის, ცხოვრება ზღაპარი არ იქნება, თუ ბარათზე საჭირო თანხა არ ექნებათ. ყოველდღიური ცხოვრება და რუტინა ანადგურებს მთელ რომანტიკას. ამის მიზეზი კი ეკონომია და უფულობაა.

ამ ყველაფრის შესახებ რომ მცოდნოდა, ათჯერ დავფიქრდებოდი, სანამ პირველ შვილს გავაჩენდი. ორსულობა ბევრ ძალას, ჯანმრთელობას და ფულს გართმევს. ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირად ცხოვრებაზეც. უზარმაზარი მუცლით დიდად ვერ იფლირტავებ, თუნდაც საკუთარ ქმართან. თანაც, არც ამის განწყობა გაქვს. მაგრამ არა უშავს, მშობიარობის შემდეგ, ხომ ყველაფერი მოგვარდება?

პირველი შვილის დაბადების შემდეგ, მახსოვს, რომ ყველაფერი ძალიან უცნაური იყო. ახალი ადამიანი. თუმცა მან არ იცის ლაპარაკი ან კითხვა, საკუთარი თავიც კი ვერ დაუჭერია. მაგრამ, ეს მომავლი პიროვნებაა. შენი პატარა შვილი. ახლა, რაღაც ჯადოსნობის მსგავსად, შენი ყველა ინსტიქტი მხოლოდ იმაზე მუშაობს, რომ ეს ვარდისფერ ლოყებიანი გუნდა დაიცვას. და ეს ყოველთვის ასე იქნება. ვაღიარებ, გიგანტური პასუხისმგელობა იგრძნობა.

ქმართან ყველა წყენა და კამათი მეორეხარისხოვანო ხდება. ურთიერთობა მართლაც იცვლება. ორივე დამთმობი ხდებით. მაგრამ ხარჯები იზრდება და დრო და ძალები სულ უფრო მცირდება. თავად კი თავს უცნაურად და არც თუ ისე სასიამოვნოდ გრძნობ. მშობიარობის შემდეგ ძალების მოკრება გჭირდება. სერიოზული. ამის ახსნა რთულია, მაგრამ ქალები აუცილებლად გამიგებენ.

მოულოდნელი ამბავი

როდესაც ჩვენი ბიჭი წლინახევრის გახდა, მე და ჩემი ქმარი ფინანსურად ძლივს გავედით იმ დონეზე, როდესაც ფულის დაზოგვა აღარ გვჭირდებოდა. მე ვისწავლე ცხოვრება შვილთან და ქმართან ერთად, ერთოთახიან ბინაში. თუმცა, ვაღიარებ, რომ როდესაც საკმარისი სივრცე არ არის, ეს ძალიან მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. გამიგია, რომ ამას ზოოპარკის ცხოველებიც კი განიცდიან. მით უმეტეს, ადამიანები. კიდევ კარგი, რომ ჩემი ქმარი მუდმივად სამსახურშია და უმეტესად მხოლოდ უქმეებზე ვკამათობთ.

სწორედ იმ პერიოდში გავიგეთ, რომ მეორე შვილს ველოდებოდით. აი ასე, თავადაც არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ ფაქტია. ისევ ორსულობა, მუცელი, ჰორმონები, ნერვები და ასე შემდეგ. სქესის გასაგებად ჯერ კიდევ ძალიან ადრე იყო, მაგრამ მთელი გულით ვიმედოვნებდი, რომ ბიჭი დაიბადებოდა.

რა უნდა გვექნა? ადგილი კატასტროფულად არ გვყოფნიდა. ფულზე აღარაფერს ვამბობ. მზად ვიყავი საკუთარ თავზე დამეზოგა, ნორმალურად საჭმელიც კი არ მეჭამა. მაგრამ, ეს არაფერია. უფროსი ბავშვი სად უნდა დავაწვინო დასაძინებლად, სააბაზანო ოთახში? ჩემი ქმარი სამსახურშიც რომ დარჩეს, სიტუაცია მაინც ძალიან კრიტიკული იქნება. ეს ყველაფერი ორივეს მშვენივრად გვესმოდა. ამიტომ, რამე უნდა მოგვეფიქრებინა.

მშობლების დახმარება

ჩემი მშობლები დღემდე სოფელში ცხოვრობენ და ამ სიტუაციაში ვერანაირად ვერ დაგვეხმარებოდნენ. ბანკი სესხს არ გვაძლევდა, მდიდარი მეგობრები კი, სამწუხაროდ, არ გვყავს. თავად გესმით, ოჯახია. როდესაც წვეულებებზე აღარ დადიხართ, ყველა დაუოჯახებელი მეგობარი სადღაც იკარგება. ისინი კი, ვისაც შვილები ჰყავთ, თითოეულ გროშს თავად ითვლიან.

ვინ დარჩა? დედამთილი და მამამთილი. და ეს სინამდვილეში ძალიან სამწუხარო რეალობაა. იმიტომ, რომ ახლა უკვე 6 თვის ორსული ვარ და მათ ჩვენთვის კონკრეტული პასუხი ჯერ არ გაუციათ. საქმე ისაა, რომ ჩემი ქმრის მშობლები ჩვენი ქალაქის კარგ უბანში ცხოვრობენ, ოროთახიან ბინაში. ისინი პენსიონრები არიან და მათთვის, პრინციპში, სულ ერთია სად იცხოვრებენ. მე ასე მგონია.

მაგრამ თავად განსაზღვრეთ: არსად არ მუშაობენ, სახლში ზიან ან ეზოში სკამზე. ხანდახან ფოსტაში მიდიან პენსიის ასაღებად ან მაღაზიაში. მორჩა. რა მნიშვნელობა აქვს, სხვადასხვა ოთახებში იცხოვრებენ თუ ერთში? თანაც ჩვენთან ახლოს პარკიც არის და ტბაც. მაღაზიები ძალიან ახლოს არის და ინფრასტრუქტურაც კარგად განვითარებულია. რემონტსაც კი გავაკეთებ, ოღონდ დამეთანხმონ ბინების გაცვლაზე.

მაგრამ არა, ამ ჯიუტ წყვილს არაფრით არ უნდა გადმოსვლა. ორივე რაღაც გასამართლებელ მიზეზს იგონებს. იქ მეგობრები ჰყავთ და ყვავილები აქვთ დარგული ფანჯრების ქვეშ. წარმოგიდგენიათ? ანუ მათმა შვილმა და შვილიშვილებმა ერთოთახიან ბინაში უნდა იცხოვრონ, მათ კი ყვავილები ჰქონდეთ? მე ეს არ მესმის.

ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ გოგო გვეყოლება. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენი ბიჭის პატარა ტანსაცმელი შეგვიძლია გადავყაროთ. ახლავე უნდა დავიწყოთ კაბებისა და კომბინეზონების, კოლგოტებისა და ფეხსაცმლის ყიდვა. ეს სიამოვნება კი – იაფი არ ჯდება. თანაც, როგორც ჩანს ჩემი ქმარიც დაიღალა. ქმრის მშობლების ბინის გარდა, სხვა ვარიანტი ჩვენ არ გაგვაჩნია.

როგორ მოვახდინოთ გავლენა ორ მოხუცზე? როგორ დაველაპარაკო, იმის გათვალისწინებით, რომ მათი შვილის ცოლი ვარ, ანუ ცუდი ადამიანი, ზარმაცი და საერთოდ, ჯადოქარი? თუ ჩემმა სიტყვებმა ვინმე შეაშინა, გთხოვთ, ნუ შეგეშინდებათ. უბრალოდ სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები და ყველაფერი კარგად იქნება!