ბავშვებს უნდა დავეხმაროთ, მაგრამ არა უკანასკნელი ძალებით, არამედ შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ფსიქოლოგების აზრით, როდესაც მშობლები შვილებს ყვლაფერს აძლევენ, ამით ისინი მათ სიღარიბისთვის სწირავენ, თავად კი უმიზეზოდ ავად ხდებიან და მათი ჯანმრთელობა უარესდება. მაგრამ დედების უმეტესობა ხელმძღვანელობს გულის ძახილით და არა გონებით, როდესაც საქმე ეხება რთულ სიტუაციას, რომელშიც მათი საყვარელი შვილი აღმოჩნდა.
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ერთი ოჯახის ისტორიას გიამბობთ. დასკვნები თავად გამოიტანეთ.
შვილებს უნდა დავეხმაროთ
ელენე ოჯახში უმცროსი შვილი იყო და ძლიერ გოგოდ იზრდებოდა. სოფელში ცხოვრება არ უნდოდა და ამიტომ სკოლის დამთავრების შემდეგ ქალაქში წავიდა და გამყიდველად დაიწყო მუშაობა. პირველი პროფესიული გამოცდილება წარუმატებელი აღმოჩნდა: მაღაზიის გამგემ ფული მიითვისა და დანაკლისი ახალ თანამშრომელს მიაწერა. ელენე სრულ დაბნეულობაში აღმოჩნდა და თავისი გაჭირვება მშობლებს გაუზიარა.
“არ იყო საჭირო თავის იქ ჩაყოფა” – მოუჭრა მამამ. დედამ კი მტკიცედ გააპროტესტა: “ქალიშვილს უნდა დავეხმაროთ!” საერთო ძალისხმევით დანაკლისი აანაზღაურეს და გოგონამ პირობა დადო, რომ მსგავს სიტუაციაში აღარ მოხვდებოდა.
ცოტა ხანში ელენე გათხოვდა და ვაჟი შეეძინა, რომელსაც ალექსი დაარქვეს. მისი ქმარი სოფლიდან იყო, ამიტომ ისინი თავიდან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. მოგვიანებით კი ახალგაზრდა ოჯახმა ოროთახიანი ბინა შეიძინა დასახლებაში, რომელიც ქალაქიდან არც ისე შორს იყო. ცხოვრობდნენ და მომავლის გეგმებს ადგენდნენ. ალექსი ლამაზი და ჭკვიანი ბიჭი იყო, დედა მისთვის ყველაფერს აკეთებდა. თუმცა მამამ ალკოჰოლური სასმელების ბოროტად გამოყენება დაიწყო. არაფხიზელ მდგომარეობაში ის საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა და ოჯახში ხშირად ხდებოდა კონფლიქტები.
ზრდასრული ვაჟი
ალექსი გაიზარდა და დაქორწინდა. ახალდაქორწინებულებმა ცალკე ცხოვრება მოინდომეს და ქალაქში გადავიდნენ, საერთო საცხოვრებელში. მას მკაცრი ცოლი შეხვდა და ნელ-ნელა დაიწყო მამაკაცის საკუთარ ჭკუაზე ტარება. ქალიშვილის დაბადების შემდეგ ოჯახს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ჭირვეული რძალი მაინც კატეგორიულ უარს აცხადებდა დედამთილთან ერთად ცხოვრებაზე.
ამ დროისთვის ელენეს ურთიერობა თავის მსმელ მეუღლესთან საბოლოოდ გაფუჭდა. მისი მეუღლე გარდაიცვალა, ქალი კი მარტო დარჩა, რადგან ახალგაზრდებს მოსწონდათ დამოუკიდებლად ცხოვრება, მშობლის კონტროლის გარეშე. ახალგაზრდა ოჯახი ქალაქში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.
“შვილებს უნდა დავეხმარო”, – გადაწყვიტა ელენემ და თავისი ბინის გაყიდვა გადაწყვიტა. მიღებული ფულის ნაწილით პატარა სახლის ნახევარი იყიდა, დანარჩენი თანხა კი თავის ვაჟს გადასცა, რათა მას ქალაქში ბინის ყიდვა შესძლებოდა. ალექსიმ საკუთარი სახლი შეიძინა და მისი მატერიალური მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა. დედა შვილს სულ უფრო იშვიათად ხედავდა. ელენეს ესმოდა: ალექსის საკუთარი ოჯახი ჰყავს, ქალიშვილი ეზრდება, სამსახურშიც მოემატა საქმე. ჯიუტი რძალი კი დედამთილის მიმართ პატივისცემას არ იჩენდა და მას ზედმეტად არ მოინახულებდა ხოლმე.
ლამაზი ქალიშვილი
ალექსის ქალიშვილი გაიზარდა და ულამაზესი საპატარძლო დადგა. მისი არჩევანი შეჩერდა სერიოზულ ახალგაზრდაზე, რომელსაც საკუთარი ბედი დაუკავშირა. მშობლებმა გოგონას ღირსეული ქორწილი გადაუხადეს. თავიანთ ერთადერთ ქალიშვილს! ელენე ბებომ შვილიშვილი დალოცა, მისი ბედნიერება ძალიან გაუხარდა, მაგრამ ამის შემდეგ დიდხანს აღარ უცხოვრია.
მშობლიურ ქალაქში ახალდაქორწინებულთათვის დიდ პერსპექტივებს ვერავინ ხედავდა და ამიტომ დედაქალაქში გადასვლაზე ფიქრობდნენ: იქ ხელფასები უფრო მაღალია და ცხოვრების დონეც უკეთესია. “ქალიშვილს უნდა დავეხმაროთ!” – დაეთანხმა ალექსი თავის ცოლს და სესხი აიღო, რადგან დედაქალაქში ბინები ძვირია და ბებიის სახლის გაყიდვის შემდეგაც არ ჰყოფნიდათ ფული. შვილისთვის დედაქალაქში ბინის ყიდვის შემდეგ მშობლებმა მეორე სესხი აიღეს, რათა იქ წესიერი რემონტი გაეკეთებინათ.
თავად კი მარტო დარჩნენ, ვალების სწრაფი და წარმატებული დაფარვის იმედით. ღირდა თუ არა – ამას დრო გვიჩვენებს!