ირლანდიაზე თუ ვისაუბრებთ, მაშინ ბევრისთვის სიახლე იქნება ის ფაქტი, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის ფართობი დაახლოებით 70 ათასი კვადრატული კილომეტრია. მოსახლეობა მხოლოდ 5 მილიონი ადამიანია. საინტერესოა ისიც, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაახლოებით 45 მილიონი ირლანდიელი ცხოვრობს.
თუმცა, მოკრძალებულმა შესაძლებლობებმა ხელი არ შეუშალა დასავლეთ ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყანას, რომ 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა გამხდარიყო. დღეს აქ 1000-ზე მეტი ტრანსნაციონალური კორპორაციაა.
ჯერ კიდევ 70-იან წლებში ირლანდია უიმედოდ ქვეყანად ითვლებოდა: ცივი კლიმატი, ინფრასტრუქტურის ნაკლებობა, ახალგაზრდების მასობრივი გადინება საზღვარგარეთ, მინიმალური ბუნებრივი რესურსები. მაგრამ ირლანდიელებმა შეძლეს მდიდარი, უსაფრთხო და მთელი მსოფლიოსთვის ღია ქვეყნის აშენება, სადაც ინვესტორები სიამოვნებით აბანდებენ დიდ ფულს.
ირლანდიის შესახებ
ირლანდიაში, რა თქმა უნდა, ადამიანები პოსტსაბჭოთა სივრციდანაც ჩადიან. სხვა ყველაფერთან ერთად მათ აოცებთ ის, თუ რაოდენ განსხვავებულია აქ განათლება. თანაც ეს განსხვავებები მათთვის ძალიან საინტერესოა, რადგან ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში სწორედ განათლებას ეთმობა განსაკუთრებული ყურადღება.
“ჩემი 13 წლის ქალიშვილი სექტემბერში ირლანდიურ სკოლაში დაიწყებს სიარულს, დუბლინში. მაისში ჩვენ მშობელთა კრებაზე ვიყავით. ჩვენ საშუალო სკოლა დაგვათვალიერებინეს. შემოვიარეთ კლასები, გავესაუბრეთ მასწავლებლებს და უფროსკლასელებს. ჩვენ გულთბილად აგვიხსნეს, რა უნდა გვესწავლა და რა ფორმით”, – ამბობს ნინა.
“შესამჩნევია, რომ თითოეული მასწავლებელი ცდილობს გამონახოს უნიკალური მიდგომა, რათა საგნის შესწავლა მაქსიმალურად საინტერესო გახდეს ბავშვებისთვის. მე მომწონს ირლანდიური მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ბავშვები გახდნენ დაინტერესებულები, ცნობისმოყვარეები და ბედნიერები.
აღვნიშნავ, რომ ირლანდიაში სასკოლო განათლებას 12 წელი ეთმობა. სასწავლო წელი დაყოფილია სამ ტრიმესტრად და სწავლა დილის 9 საათიდან საღამოს 4 საათამდე გრძელდება. უფრო მეტიც, ბავშვები საშუალო სკოლაში 12 წლის ასაკში გადადიან. აქ სწავლა დაყოფილია უმცროს კლასებად (Junior Cycle), ერთწლიან სასწავლო პროგრამად (გარდამავალი წელი) და უფროს კლასებად (Senior Cycle).
რისთვის არის საჭირო “გარდამავალი წელი”
Transition Year – განსაკუთრებით საინტერესო წელია. ეს ერთწლიანი კურსი არის იმისთვის, რომ ბავშვს მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმაროს. ამ პერიოდში აქტიურად ავითარებენ უნარებს და მოსწავლის ნიჭს ავლენენ, ეხმარებიან მას საშუალო სკოლაში სწავლისთვის შესაფერისი საგნების შერჩევაში.
თუ მოსწავლეს Transition Year – არ სჭირდება, მას შეუძლია ის გამოტოვოს და პირდაპირ Senior Cycle-ზე გადავიდეს. ჩამოსულთათვის ეს “გარდამავალი წელი” ძალიან სასარგებლოა, რადგან ის ეხმარება ადაპტაციაში და ინგლისურის გაუმჯობესებაში.
ჩვენი მშობლები მიჩვეული არიან იმას, რომ ბავშვისთვის მთავარია ნიშნები და გამოცდები. თანაც, ჩვენთან სასწავლო პროგრამა უფრო რთულია, ვიდრე ირლანდიაში. მაგრამ, მე დიდ პლუსს ვხედავ იმაში, რომ საშუალო სკოლა მეხუთე კლასიდან არ იწყება (როგორც ჩვენთან), არამედ მეშვიდედან. მეშვიდეკლასელები უფრო ჭკვიანები და პასუხისმგებლიანები არიან. სკოლას რომ ვიხსენებ, სწორედ 5 – 6 კლასები იყო ყველაზე სტრესული და რთული.
დიახ, ირლანდიელი მოსწავლეების მშობლებსაც გააჩნიათ საკუთარი ვალდებულებები. ისინი მშობელთა კრებებზეც დადიან და საშინაო დავალებებსაც ამოწმებენ. მაგრამ მთავარი, რაც მშობელმა უნდა გააკეთოს, ეს არის ბავშვისთვის ძილისა და კვების სწორი რეჟიმის შექმნა. და კიდევ იმის უზრუნველყოფა, რომ მოსწავლის ცხოვრებაში იყოს საკმარისი დასვენება, აქტივობა და გამხნევება. და ეს ძალიან სწორი მიდგომაა” – ამბობს ნინა.