მავრიტანიაში პატარა გოგონები დღესი 16 000 კალორიას იღებენ. სულელურმა ტრადიციამ მსოფლიო მოსახლეობა შოკში ჩააგდო…

700

შემორჩენილ აბორიგენულ ტომთა უმეტესობაში, დღეს პატრიარქატი მეფობს, რის გამოც, არაადამიანური ტრადიციების მთელი ტვირთი დაუცველი გოგონების მხრებზე ძევს. მავრიტანიის ერთ-ერთ ტომში არსებობს ლებლოუს პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, ტომის ყოველი წევრი გოგონა მაქსიმალურად მსუქანი უნდა იყოს.

გოგონების საჭმლით გატენვა ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან იწყება: ლებლოუს გოგონებზე 5 წლიდან ცდიან. ბავშვებს აიძულებენ დღეში უამრავი საკვების მიღებას, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მკაცრად სჯიან.

15 წლის ასაკში, გოგონა არანაკლებ 80 კგ-ს უნდა იწონიდეს, ამისათვის კი საწყლებს დღეში 20 ლიტრამდე აქლემის რძისა და 2 კგ-მდე კარაქიანი ფაფის მირთმევა უხდებათ მიუხედავად გაუგონარი სისასტიკისა, “მზრუნველ” დედებს სჯერათ, რომ ეს ქალიშვილების სასარგებლოდ მოქმედებს.

უხუცესთა მტკიცებით, ფერხორციანი გოგონა მარტივად იპოვის ქმარს და ჯანმრთელ შვილებსაც გააჩენს. თავის მხრივ, გამხდარი გოგონები ტომიდან იდევნებიან და ერთგვარად არცხვენენ როგორც ოჯახს, ისე მთელ ტომს.

საკვების მიღების დროს, გოგონების ფეხები ჯოხებითაა შეკრული. მათ საკვების ყლაპვა ტკივილისა და ცრემლების გზით უწევთ, ხოლო ყველაზე მკაცრ ოჯახებში, საკვების მიღება მხოლოდ ღებინების შემდეგ სრულდება.

გოგონებს არავითარი კონტროლი არ აქვთ საკუთარ სხეულზე, რომ აღარაფერი ვთქვათ სიმსუქნით გამოწვეულ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემაზე. 20 წლისთვის, გოგონები უკვე საღმლის მომნელებელი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების დაავადებებით იტანჯებიან, ეს ყველაფერი კი “ბედნიერი” ქორწინებისთვის ხდება.

ხანდახან, გოგონებს აბაიას(კაბის) ქვეშ უწევთ საკვების დამალვა, რიტუალის შემდეგ კი მას ყრიან. ყველას არ შეუძლია ამ ეშმაკობის შესრულება: ხშირად, გოგონები დამკვირვებლების ქვეშ იმყოფებიან, გასუქებისთვის სპეციალურად მოწყობილ სახლებში.

იმედი მაქვს, ეს და სხვა მსგავსი უაზრო ტრადიციები მალე ამოიძირკვება და მხოლოდ ისტორიის წიგნებში დარჩება, ხოლო ველური ტომების წევრებს კულტურული პროგრესი შეეხება. ვერც კი ვხვდები, როგორ შეიძლებოდა ლებლოუს მსგავსი პრაქტიკა 21-ე საუკუნემდე შემონახულიყო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს