ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ დაქორწინებულ მამაკაცზე ცოლის მხრიდან ძალადობის ალბათობა ისეთივეა, როგორც გათხოვილ ქალზე მამაკაცის მხრიდან?
დაქორწინებული ადამიანი
როგორც წესი, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ადამიანები ყოველთვის არ ითხოვენ დახმარებას და მომხდარზე არ საუბრობენ. გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, კანადაში, აშშ-ში და ახალ ზელანდიაში ჩატარებული კვლევები ადასტურებს ძალადობის გენდერულ სიმეტრიას. ორივე სქესის აგრესორები ერთი და იგივე მოტივებით ხელმძღვანელობენ – პარტნიორზე ძალაუფლების დამტკიცების სურვილი და ქმრის ან ცოლის მაქსიმალურად გაკონტროლების სურვილი.
თუმცა, ქალები უფრო მეტად ხდებიან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი, ვიდრე მამაკაცები. სხვაობა ამ საკითხში დაზარალებული ქალებისა და მამაკაცების რეგისტრირებული მიმართვების რაოდენობას შორის დაახლოებით 6%-ია. თუმცა, არ არის დადგენილი, რამდენმა გადაწყვიტა გაჩუმებულიყო, ეპატიებინა და “კიდევ ერთი” შანსი მიეცა.
როდესაც საქმე ფსიქოლოგიურ ძალადობას ეხება, აქ მამაკაცებს ქალები ჯობნიან: მეგობრის წარმატებულ ქმართან შედარებაში, მიზანმიმართულ იგნორირებაში, ოჯახში დიქტატით, ახირებებით, უთქმელობით, მანიპულაციებით, ისტერიკებით – ჩვენი არსენალი უფრო მდიდარია.
ცხოვრებისეული ისტორია
წარმოიდგინეთ სიუჟეტი: მეორედ დაქორწინებული მამაკაცი, გელა, ცდილობს დაიძინოს, მაგრამ მის გვერდით გამაღიზიანებლად ხვრინავს მისი ცოლი, ამიტომ ის ამ დროს ფიქრებში იძირება, თუ როგორ წავიდეს თამილასგან მანანასთან. მას ამაზე სხვა დროსაც უფიქრია, უბრალოდ გელა გუშინდლამდე დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი ძალიან მალე მოგვარდებოდა. ერთი წლის წინაც ხომ ზუსტად ასე იყო. მან ნათიას უთხრა, რომ თამილა შეუყვარდა, ცოლი კი – წვრილმანებით არ დაინტერესებულა, უბრალოდ უთხრა:
-თუ გინდა, წადი, მაგრამ თუ წახვალ და მერე გადაიფიქრებ, იცოდე, აღარ შემოგიშვებ, – და დასაძინებლად ბავშვის ოთახში გავიდა, ხუთი წლის ნინისთან.
ახალმა ქორწინებამ ის აღტაცება არ მოუტანა, რომელსაც ელოდა. თამილამ პირველივე დღეს განაცხადა, რომ მისი წესებით იცხოვრებდნენ, რადგან ისინი მისი მშობლების სახლში ცხოვრობდნენ. ათიოდე დღის შემდეგ მან მის ქცევებში, მეგობრებში, გემოვნებაში, ჩვევებში ნაკლოვანებები შენიშნა. რეკავს, კითხულობს, სად არის, ვისთან ერთად არის. თითქმის არც ერთხელ არ დაეთანხმა გელას გეგმებს უქმეებისთვის. ნათიაც კი არ აწუხებდა ასე. თანაც კუპეში დამგზავრებულ მგზავრზე უარესად ხვრინავს…
ის ძალიან კარგი მზარეულია, ყოველთვის საუკეთესოდ გამოიყურება, მდგომარეობიდან არასოდეს გამოდის, ძალიან გაწონასწორებულია… ერთხელ მამაკაცმა ვახშმის წინ თავი ვერ შეიკავა და უთხრა, რომ ისინი უნდა დაშორებულიყვნენ.
დაქორწინებული მამაკაცი კვლავ ცდილობს წასვლას
ცოლმა მშვიდად უპასუხა, რომ ასე არ თვლიდა. მან სიმართლის თქმა გადაწყვიტა: – გესმის, აღმოჩნდა, რომ თურმე არ მიყვარხარ. სხვა შემიყვარდა. ერთად ყოფნა რისთვის გვჭირდება? თანაც, მე ხომ თავისუფალი ადამიანი ვარ…
-შენ თავისუფალი კი არა, დაქორწინებული ადამიანი ხარ. შენი თავისუფლება შენი ცოლის თავისუფლებასთან უნდა იყოს ჰარმონიაში. ანუ ჩემს თავისუფლებასთან. ჩვენი კავშირი ძლიერი უნდა იყოს. ახალი სიყვარული? როგორც შეგიყვარდა, ისევე გადაიყვარებ. მით უმეტეს, რომ ამაში გამოცდილი ხარ. – არ გაგიშვებ, – უთხრა თამილამ.
-როგორ თუ არ გამიშვებ?! სად არის შენი სიამაყე? არ დაგავიწყდეს, რომ ჩვენ განქორწინების უფლებაც გვაქვს! – თავი ვერ შეიკავა გელამ.
-განქორწინების უფლება და რისკი ისე მესმის, რომ ქორწინებაში, ცხოვრების მაქმანი ლამაზად უნდა მოქსოვო, ბოდიში პათოსისთვის. განქორწინება არის ხვრელი მაქმანის ქსოვილში. არა, არ გაგიშვებ! ვგრძნობ, რომ შენ თვითონ, დაფიქრების შემდეგ, დარჩენას გადაწყვეტ. რადგან შენ თუ მიატოვებ, ვიღაც შენც მიგატოვებს, ვიღაც შენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი. და შესაძლოა სამუდამოდ. წავა იქ, საიდანაც ვერავინ ბრუნდება. როგორ შეძლებ ცხოვრებას იმ ფიქრით, რომ უბედურების მიზეზი შესაძლოა შენი საქციელი, შენი “თავისუფლების” არჩევანი გამხდარიყო?
მანიპულაცია თუ სიმართლე?
-მემუქრები?
-რატომ გემუქრები? გახსენებ პასუხისმგებლობას და ბედის შესაძლო პასუხებს. ყველაფერი შეიძლება მოხდეს…
ახლა კი გელას ძილი აღარ ეკარება. წევს და ფიქრობს: “მაქმანები! მაქმანებს კი არა ობობას ქსელს ქსოვს… შიგ კარმას აქსოვს. რაღაც სერიალს ჰგავს…”
რთულია გელასთვის, ვერ იკამათებ. პირველი ცოლი და შვილი მიატოვა, ადვილად გამოექცათ. მეორეს კი, როგორ ჩანს, თავიდან ვერ იშორებს. ნუთუ კარმა წამოეწია?