ოჯახში ათასი რამ ხდება. ხშირი ჩხუბიც, ხანგრძლივი განშორებაც და მშვიდობიანი თანაცხოვრებაც. მეუღლეებმა შეიძლება ცხოვრებაში კრიტიკული სიტუაციების უმეტესობა გადალახონ, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ რაღაც უმნიშვნელო წვრილმანში. მაგალითად, ქმარი ხმამაღლა ხვრინავს ან ცოლი გამაღიზიანებელია სატელეფონო საუბრებით. რატომ არის, რომ ეს ყველაფერი შორიდან სისულელედ გვეჩვენება, მაგრამ როდესაც საქმე თავად ჩვენ გვეხება, მაშინ მსგავსი წვრილმანები ნამდვილ ტანჯვად იქცევა ხოლმე?
სინამდვილეში, ამაში გასაკვირი არაფერია. ფსიქოლოგები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ყველაზე ძლიერი ურთიერთობაც კი შეიძლება გაფუჭდეს რაიმე წვრილმანის გამო, რასაც დიდი ხნის მანძილზე არავინ აქცევდა ყურადღებას. ფეხსაცმელში გაჭედილი პატარა კენჭის მსგავსად, მოუგვარებელი ოჯახური საკითხი მომავალში შეიძლება ძალიან დიდ უსიამოვნო პრობლემად იქცეს მოსიყვარულე მეუღლეებისათვის.
ცოლი მაღიზიანებს
პაპარაცის რედაქციას დაუკავშირდა მკითხველი, რომელსაც თავისი მეორე ნახევარი უყვარს, მაგრამ ამავდროულად იტანჯება მისი ზოგიერთი ჩვევის გამო. მამაკაცმა არ იცის, როგორ მოიქცეს მოცემულ სიტუაციაში და როგორც მამაკაცთა უმრავლესობა, მზად არის მიატოვოს ყველაფერი და დაიწყოს ახალი ისტორია, სუფთა ფურცლიდან. ჩვენ კი ამაში ღრმად დარწმუნებული არ ვართ.
მოგესალმებით. მინდა გაგიზიაროთ ჩემი ოჯახის სიტუაცია, პრობლემა, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ეს პრობლემა თავად გამოვიგონე, მარამ თავს ვერ ვერევი. გიამბობთ ყველაფერს, როგორც არის, შემდეგ კი – განმსჯით თუ მხარს დამიჭერთ, ეს უკვე სულ ერთია.
უკვე 4 წელია ჩემს ცოლთან ერთად ვცხოვრობ. ორი წელია, რაც ქორწინებაში ვიმყოფებით, იქამდე ორი წლის მანძილზე ერთდ ვცხოვრობდით. ზრდასრული ადამიანები ვართ, ორივე ვმუშაობთ, შვილები არ გვყავს. ფინანსურად არ გვიჭირს, დროდადრო შეგვიძლია საზღვარგარეთ წავიდეთ დასასვენებლად, ძვირფასი საჩუქრები ვაჩუქოთ ერთმანეთს, სიურპრიზებო მოვაწყოთ. ორივე სპორტით ვართ დაკავებული, ასე რომ, არ გეგონოთ, რომ ჩემი ცოლის მიმართ ფიზიკურად გავცივდი. მაგრამ მას ერთი დიდი მინუსი აქვს.
სერიოზული პრობლემა
ის საერთოდ არ აქცევს ყურადღებას იმას, თუ სად ტოვებს საკუთარ ნივთებს სახლში. ეს ძალიან მაღიზიანებს. იცით, მას ბინძურს ვერ ვუწოდებ, პირიქით. მაგრამ ტელევიზორის პულტი შეიძლება ნახოთ სააბაზანო ოთახში, მობილური ტელეფონი – აივანზე. მისი საცვლები ათასჯერ აღმომიჩენია კარადაში ჩემს თაროზე, მისთვის სულ ერთია, სად რას დადებს. ის ამას ყურადღებას არ აქცევს.
ამბობენ, რომ ყველა მამაკაცს უყრია დივნის ქვეშ ორი ან სამი წყვილი გასარეცხი წინდა. ჩემს ცოლს ალბათ უფრო მეტი ექნება და თანაც სხვადასხვა კომპლექტებიდან. მის მაისურებს კი დიდი ხანია უკავია ადგილი დივნის ზედაპირზე ან კარადის კარზე. მე ვთვლი, რომ ეს ნორმალური არ არის. მგონია, რომ ნივთები თავის ადგილზე უნდა ელაგოს. ფინჯნის დასადებამდე ჯერ საქმე არ მისულა, სისუფთავის მოყვარული მანიაკი არ ვარ, მაგრამ დამიჯერეთ, გარკვეული წესრიგი მინდა.
რაც ყველაზე მთავრია, ადრე მსგავსი პრობლემები არ ყოფილა. ჩვენ ხომ ადრეც ერთად ვცხოვრობდით და მახსოვს, რომ ის ასეთი არ იყო. ახლა, ყველა ჩემს პრეტენზიაზე პასუხობს, რომ მე რაღაცას ვიგონებ. უარყოფს, დამცინის, დაქალებსაც კი უყვება ტელეფონით. მე კი არ მეცინება, რადგან ეს მის პირად სისუსტედ მიმაჩნია. საქმე განქორწინებამდე ჯერ არ მისულა, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, არ ვიცი, რას ვიზამ. იქნებ, ვინმემ რაიმე გონივრული მირჩიოს ამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა.
ალექსი. 33 წლის.
ცოლი მაღიზიანებს: როგორ მოვიქცე
პირველ რიგში გვსურს მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მკითხველს კითხვისთვის და პრობლემის დროული გადაჭრა ვუსურვოთ. შესაძლოა, ეს უბრალო გაუგებრობაა, რომელიც მალევე მოგვარდება. მეორე მხრივ, გოგონა შეიძლება სპეციალურად ქმნიდეს სახლში პატარა არეულობას, რათა თავის პარტნიორს მიანიშნოს რაიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელსაც ის თავად ვერ ხედავს.
ან მას ნამდვილად ავიწყდება სად დებს თავის ნივთებს და ეს შეიძლება დიდი უბედურების პირველი ნიშანი იყოს. სამწუხაროდ, გაფანტულ სკლეროზს “ახალგაზრდების დაავადებასაც” უწოდებენ და ის დიაგნოზირებულია ოციდან ორმოც წლამდე ადამიანებში. მას სხვა სიმპტომებიც აქვს, არა მარტო დაბნეულობა და გულმავიწყობა. მის შესახებ უფრო დაწვრილებით ნებისმიერი გამოცდილი ნევროლოგი მოგიყვებათ.