არასერიოზულობას და გაუფრთხილებლობას ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების დანგრევა შეუძლია. თანაც, საკუთარი საქციელით ადამიანი ვნებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ გარშემომყოფებსაც. პირველ რიგში კი ამას განიცდიან მისი ახლობელი ადამიანები და მისი ოჯახი.
პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გიზიარებთ მამაკაცის ისტორიას, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მის მეუღლეს არაფერი მოკლებოდა. ის პორტუგალიაშიც კი გაემგზავრა სამუშაოდ, სადაც არც ისე ცოტა დრო გაატარა. თუმცა, სახლში დაბრუნების შემდეგ მამაკაცი საკმაოდ უსიამოვნო მდგომარეობაში აღმოჩნდა.
არასერიოზულობა და გაუფრთხილებლობა
მე და ჩემს ცოლს ფუფუნებაში არასოდეს გვიცხოვრია. მე უმაღლესი განათლება არ მაქვს, ამიტომ ყოველთვის ან მშენებლობაზე ვმუშაობდი ან ქარხანაში, ხან კი რაიმე დროებითი სამსახურით ვიყავი დაკავებული. ელენემ ინსტიტუტი დაამთავრა, მაგრამ თავისი პროფესიით არ უმუშავია. უკვე მრავალი წელია, კონსულტანტად მუშაობს პარფიუმერიის მაღაზიაში”, – გვიამბობს დიმიტრი.
“ფასები მუდმივად იზრდება, ფული სულ უფრო ბევრი და ბევრი გვჭირდება. ქალიშვილი იზრდება, მალე სკოლაში დაიწყებს სიარულს, გარკვეული თანხის გადადება გვჭირდება. სახლიც გასარემონტებელია, ავეჯი შესაცვლელი. ამასაც ფული სჭირდება. საიდან მოვიტანოთ, როდესაც ჩვენი ხელფასები ყოველთვუიურად ბოლომდე გვეხარჯება?
აქედან გამომდინარე გამიჩნდა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის იდეა. ჩემი ნაცნობი ჩამოვიდა პორტუგალიიდან და ტრაბახობდა, რომ ქარხანაში კარგი თანხა გამოიმუშავა. ის ამბობდა, რომ იქ სამსახურები არ ჭირდა, მთავარია გემუშავა. ენის ცოდნაც კი არ იყო აუცილებელი. ჩემს დაყოლიებას დიდი დრო არ დასჭირვებია. არც ელენე ყოფილა წინააღმდეგი. ასე რომ, მთელი 6 თვით პორტუგალიაში გავემგზავრე”.
“რა თქმა უნდა. ჩემთვის უჩვეულო და რთული იყო. სამუშაო ბევრი იყო, ვიწრო ოთახებში ვცხოვრობდით. წესიერად დღეში მხოლოდ ერთხელ ვჭამდით და პროდუქტებში ფულს ზედმეტად არ ვხარჯავდით. თანაც, არც ისე ადვილია დააძალო თავს იმ ევროების დახარჯვა, რომელსაც ასეთი მძიმე შრომით გამოიმუშავებ”.
“ჩემი მეუღლე დასაწყისში ხშირად მირეკავდა, სამსახურის ამბებს მეკითხებოდა, მამხნევებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ეს ზარები უფრო იშვიათი გახდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მხოლოდ მე მენატრებოდა. და როდესაც 6 თვის შემდეგ სახლში დავბრუნდი, ეს შეგრძნება მხოლოდ გამიუარესდა”.
სახლში დაბრუნება
“არა, ელენეს გაუხარდა ჩემი ჩამოსვლა, მაგრამ მომეჩვენა, რომ მას ის ფული უფრო გაუხარდა, რომელიც მე ჩამოვიტანე. მისი არასერიოზულობა და მაღაზიებში ყოველდღიური სიარული – ჩემთვის არასასიამოვნო აღმოჩენად იქცა. არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ის ასე ადვილად დახარჯავდა ჩვენს ფულს ათას სისულელეში.
ვცდილობდი მის გონზე მოყვანას, მაგრამ ამან არავითარი შედეგი არ გამოიღო, მხოლოდ ჩხუბი. და ეს უკვე ჩემი დაბრუნების პირველივე კვირაში. ახლა კი, ჩემმა ცოლმა გამომიცხადა, რომ პორტუგალიაში დაბრუნების დროა, სანამ ჩემი ადგილი სხვას არ დაუკავებია და დრო არ უნდა დავკარგო. ასეთი ფულიანი საქმე დიდხანს არ დაგელოდებაო”.
მე არსად წასვლას არ ვგეგმავდი. გადავწყვიტე, რემონტის გაკეთება დამეწყო, ცოტა დამესვენა და მოგვიანებით რაიმე სამსახური მენახა ჩვენს ქალაქში. ახლა კი, რა მესმის… მე წავალ, ის სახლს არ გაარემონტებს, ფულს კი – ქარს გაატანს. რისთვის? რათა ყველაფერი ექვს თვეში სრული სიზუსტით განმეორდეს?” – შეშფოთებული კითხულობს დიმიტრი.
იქნებ, ამჯერად ცოლის დროა, რომ საზღვარგარეთ “ფულიანი” სამუშაოს საპოვნელად წავიდეს? რადგან, თუ მას მძიმე შრომა არასოდეს უნახავს, ის თავისი ქმრის შრომას ვერ დააფასებს…