მეც და ჩემი ქმარიც 22 წლისები ვართ. 3 თვეა, რაც დავქორწინდით. იქამდე, 4 წლის მანძილზე ვხვდებოდით ერთმანეთს. მე უმაღლესი დავამთავრე და უკვე ერთი წელია ძალიან კარგ კომპანიაში ვმუშაობ. ჩემი ქმარი მეზღვაურია, ასე რომ, ჩვენი ასაკისთვის ფინანსური მდგომარეობა არც თუ ისე ცუდი გვაქვს. ქორწილის შემდეგ, პირველივე თვეში დავორსულდი და ახლა 6 კვირის ორსული ვარ.
ჩემს ქმარს ჰყავს და, რომელიც 26 წლის არის. მას ოთხი წელია შვილი არ უჩნდება. როგორც თავად ამბობს, ორივე მათგანს ყველაფერი წესრიგში აქვს, მაგრამ ორსულობა არ დგება. ის ყოველთვე იტარებს გამოკვლევებს. გუშინ ოჯახური ვახშამი გვქონდა (ჩემი ქმრის მშობლები, ჩვენ, ჩემი მული და მისი ქმარი). ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩემი ორსულობის ამბავი ყველასთვის გვეთქვა.
მშობლები იღიმებოდნენ, ჩანდა, რომ ძალიან უხაროდათ, ჩემს მულს კი სახე გაბრაზებული და სევდიანი გაუხდა, ატირდა და ოთახიდან გავიდა. ჩემი დედამთილი მის დასამშვიდებლად გავიდა. მან მთელი საღამო ოთახში გაატარა. შედეგად, კარგ განწყობაზე აღარავინ იყო და რაღაცნაირი უხერხულობა იგრძნობოდა.
ძალიან უსიამოვნო იყო ასეთი რეაქციის დანახვა. ანუ ახლობელი ადამიანის სიხარულის გაზიარების ნაცვლად, ის დაღონდა და განწყობა გაუფუჭა ყველას. ჩემი ქმარი მამშვიდებს, ამბობს, რომ ეს მისთვის მტკივნეული თემაა და ამიტომ ატირდა და არა იმიტომ, რომ მე ვარ ფეხმძიმედ. მაგრამ, ჩემთვის ასეთი რეაქცია სრულიად გაუგებარია და რაღაცნაირად მასთან ურთიერთობა აღარ მინდა. მეშინია, რომ რამე საზიზღრობა არ ჩაიდინოს. სხვა როგორ შეიძლებოდა ასეთი რეაქციის შეფასება? ახლა არ ვიცი როგორ მოვექცე ამ ადამიანს.
ჩემი აზრით, ჩვენ ცუდი არფერი გაგვიკეთებია. ეს ამბავი მისთვის არ უნდა გვეთქვა, მაშინაც კი, როდესაც ბავშვი დაიბადებოდა? მე არ ვიცოდი, რომ ეს მისთვის მტკივნეული თემა იყო. ჩემს მეგობარს ერთი წელია შვილი არ უჩნდება, მაგრამ ის არ განიცდის. არც ჩემს მულს გამოუვლენია აქამდე არაადეკვატურობა. მეგონა, რომ მას თავისი ძმის ბედნიერება გაუხარდებოდა.
ახლა თავადაც ვნანობ, რომ ვუთხარი. ჩემმა ნაცნობმა ორსულობის დიდ ვადაზე ბავშვი დაკარგა. მისმა ბიძაშვილმა თავისი ცოლის ორსულობის ამბავი ყველას უამბო, მის გარდა. ჩემი ნაცნობი კი, თავის ბიძაშვილზე დღემდე ძალიან ნაწყენია. ახლა მისი ბიძაშვილის ძალიან კარგად მესმის. ალბათ ადამიანებს არ შეუძლიათ სხვისი სიხარულის გულწრფელად გაზიარება.
მისგან ნორმალურ რეაქციას ველოდი, თუნდაც იმიტომ, რომ ეს მისი ძმის ოჯახია, ანუ პრაქტიკულად მისი ოჯახი. მისი ძმისშვილი მისი ახლობელი ადამიანი იქნება, ვისთანაც მას მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ჰქონდეს ურთიერთობა. ის კი ისტერიკაში ჩავარდა. მომავალში მოვუყვები ჩემს შვილს, მამიდამისს როგორ “გაუხარდა”.