იმ დღეს ჩემი მეგობარი მესტუმრა, გრძნობები მომაწვა და მას ყველაფერი ვუამბე, მეორე დღეს ძალიან ვინანე 

927

ბავშვის აღზრდით პატარაობიდანვე მისი მშობლები უნდა იყვნენ დაკავებულნი. არც ქუჩა, არც მასწავლებლები და მით უმეტეს არც მრჩევლები ინტერნეტში. სწორედ მშობლები არიან ვალდებულნი, რომ აუხსნან, რა არის კარგი და რა არის ცუდი. მხოლოდ ასეთ პირობებში გაიზრდება ბავშვი ღირსეულ ადამიანად. ადამიანის თავმოყვარეობა კი, როგორც ყველამ ვიცით, ძვირად ფასობს.

სამწუხაროდ, ეს ყველას არ ესმის. საზოგადოებაში ზოგჯერ ზრდასრული ადამიანებიც კი აძლევენ საკუთარ თავს ზედმეტის უფლებას. თავხედური ქცევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მომსახურე პერსონალთან კამათი, ჭორაობა, ადამიანზე ზურგს უკან ლაპარაკი – ეს ყველაფერი ბევრზე მეტყველებს. ხშირად გარშემომყოფებს აქედან საკუთარი დასკვნები გამოაქვთ. და ხშირად შემაშფოთებელი.

ადამიანის თავმოყვარეობა

პატარა სოფელში ცხოვრება ნიშნავს, რომ ყველა ყოველთვის გხედავს. სანამ ბაზრიდან სახლში მიხვალ, ათიოდე ნაცნობს მაინც მიესალმები. იმისთვისაც უნდა იყო მზად, რომ შეიძლება უცხო ადამიანი მოგიახლოვდეს და მხარზე ხელი დაგარტყას. მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ის შენი რომელიღაცა შორეული ნათესავია.

ვიღაც ამას ეჩვევა, ვიღაც არა და საცხოვრებლად სადმე შორს გადადის. ჩვენმა ოჯახმა კი გადაწყვიტა, რომ ასეთ პირობებში თავისუფლად შეძლებდა არსებობას, მიუხედავად იმ შიდა პრობლემებისა, რომლებიც ჩვენ გაგვიჩნდა. კონკრეტულად კი – ქორწილის შემდეგ ჩემი ქმრის მუდმივი ღალატი.

თანამედროვე ჟურნალებში იწერება, რომ ასეთი მამაკაცი მაშინვე უნდა მიატოვო, რადაც არ უნდა დაგიჯდეს. მე კი მიყვარს და ძლიერი ოჯახის აშენება მსურს. ეს კი, ჩემი აზრით, დიადი შრომაა. მარტივი როდის არის? განსაკუთრებით საშინელია, როდესაც მისი მორიგი საყვარელი მირეკავს და ყურმილში სისინებს, რომ ჩემი ქმარი გავუშვა და მათ “მწვანე შუქი” ავუნთო. მეც ხომ ადამიანი ვარ, მეც ხომ გამაჩნია გრძნობები.

ჩვენი ოჯახის საიდუმლოს ორივე საგულდაგულოდ ვინახავდით. მე, რა თქმა უნდა, საერთოდ არ მქონდა სურვილი, რომ ვინმესთვის მეთქვა. ჩემი ქმარიც, მართალია ასე იქცეოდა, მაგრამ ენას კბილს აჭერდა. ის ყოველ ჯერზე იფიცებდა, რომ ეს მისი ბოლო შეცდომა იყო. აი, ასე ვცხოვრობდით.

მეგობრის ვიზიტი

სამსახურში რომ მიდის, მხოლოდ საღამოს ბრუნდება. კიდევ კარგი, რომ ხელფასი მაინც მოაქვს სახლში, ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ მაქვს. მე სახლში ვზივარ და არ ვიცი, რა ვიფიქრო. ზოგჯერ, როდესაც ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, ჩემს ყოფილ თანაკლასელს ვეძახდი. ჩემს სულიერ მეგობარს. ჩვენ დროდადრო ერთმანეთს ვხვდებოდით და ათას რამეზე ვლაპარაკობდით, უბრალოდ ფიქრების გასაფანტავად და სხვა მიმართულებით წარსამართავად.

და აი, იმ დღესაც დავპატიჟე. მან საჩუქარი მომიტანა. ადგილობრივ საავადმყოფოში ექთნებისთვის ხშირად მოაქვთ მადლიერების ნიშნად “მაღარიჩი”. მან გადაწყვიტა, რომ ჩემთვისაც ეწილადებინა. მოკლედ, იმ დღეს გრძნობები მომაწვა და თავი ვეღარ შევიკავე: ჩემს ქმარზე ვუამბე, მის საყვარლებზე და იმაზე, თუ როგორ მომწყინდა ეს ყველაფერი.

ჭორები სწრაფად ვრცელდება

მეორე დღეს ყველა ჩემს ოჯახზე ლაპარაკობდა. ქუჩაში უამრავი თანაგრძნობით აღსავსე მზერა მხვდებოდა. თავიდან, ვერც კი ვხვდებოდი, რა მოხდა. რატომ მიყურებენ ასე? იქნებ რაიმე უცნაურს ხედავენ ჩემს გარეგნობაში? მაგრამ მამაჩემის ზარმა ყველაფერს საკუთარი ადგილი მიუჩინა. მას აღშფოთებისგან ხმა უკანკალებდა. სტანდარტული მისალმებისა და დამშვიდობების ნაცვლად, მან მითხრა, რომ მალე ჩვენს სახლში მოვა და სიძე უმჯობესია ადგილზე დახვდეს.

შემდეგ იყო კონფლიქტი, ჩხუბი, პატარა შეხლა-შემოხლაც კი. მამაჩემი თავისი ასაკის მიუხედავად, პატივს სცემს სპორტს და ამიტომ, ჩემს ქმარს არავითარი შანსი არ ჰქონდა. მამაჩემი ისეთი გაბრაზებული იყო, რომ ყველას თანდასწრებით განაცხადა, რომ მას ჩემს გვერდით თუ კიდევ ერთხელ ნახავდა, თავის ყველა მეგობარს შეკრებდა და ცოცხალს არ დატოვებდა. მამაჩემი თავის სიტყვას რომ არ გატეხდა, ეს მთელმა ქალაქმა იცოდა,

ამის შემდეგ ჩემს ქმარს გავეყარე. მალევე მივიტანეთ ყველა საბუთი და ერთი თვით მოცდას, არანაირი აზრი არ ჰქონდა. ჩემი ქმარი ალბათ თავის რომელიმე საყვარელთან ერთად დარჩება. მე კი ასე ვიცხოვრებ, მარტო. მხოლოდ პასპორტში არასაჭირო ბეჭდისა და იმ იმედის გარეშე, რომ ოდესმე ყველაფერი გამოსწორდება. ჯერ-ჯერობით არსებობას ასეთ პირობებში ვაგრძელებ. კიდევ კარგი, რომ ჩემს მშობლებს მაინც აქვთ ფული და ისინი არ მივიწყებენ.

ჩემს მეგობართან ახლა ურთიერთობა აღარ მაქვს. მასთან ყველანაირი კონტაქტი შევწყვიტე. ის თავს იმართლებდა, რომ ჩემი საიდუმლო არავისთვის უთქვამს. ხალხმა რაღაცნაირად თავად გაიგოო. რა თქმა უნდა, მე მისი არ მჯერა. პირადად ის არის დამნაშავე იმაში, რომ ოჯახი დამენგრა. იქნებ, მომავალში რაიმე შეცვლილიყო, ხომ შეიძლებოდა?

ახლა ჩვენი ოჯახის საიდუმლოზე მთელი სოფელი ლაპარაკობს. ეს კი, ნომერ პირველი სალაპარაკო თემაა, სანამ რაიმე უფრო მნიშვნელოვანი არ მოხდება. პრობლემა ის არის, რომ პატარა სოფლებში საინტერესო ამბები იშვიათად ხდება. ჭორების გავრცელება – ერთია, მაგრამ როდესაც საქმე გადამოწმებულ ფაქტებს ეხება, ეს უკვე სხვაა.

ახლა აღარც კი ვოცნებობ, ვინმე ადგილობრივთან ურთიერთობის დაწყებაზე. მე ხომ მათთვის “ის ვარ, ვისი ქმარიც ყველასთან დადიოდა”. კარიკატურა, ადამიანი კი არა. შესაძლოა სხვაგან გადასვლა მომიწიოს, ან შეყვარებულის სოციალური ქსელის მეშვეობით პოვნა, რომ ის სხვა ქალაქიდან იყოს. ასეა თუ ისე, დადებითი ძალიან ცოტაა. ამ მოვლენების შემდეგ საერთოდ დავკარგე წარმოდგენა მეგობრობაზე. ენის ტრიალი მარჯვნივ და მარცხნივ, რა შეიძლება იყოს ამაზე უარესი, როდესაც ზრდასრული ადამიანი ხარ! მაგრამ, როგორც ჩანს, ასე მხოლოდ მე ვფიქრობ. დანარჩენებს კი – ეს ყველაფერი აწყობს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს