წვეულების ბოლოს გადავწყვიტე, რომ ჩემი დედამთილისთვის მადლობა გადამეხადა გამასპინძლებისთვის, მაგრამ შემთხვევით დავინახე, როგორ აძლევდა ფულს თავის ქალიშვილს

0
1860

შვილების მიმართ უსამართლო საქციელი შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ როდესაც ეს შვილები გაიზრდებიან, მშობლების მიმართ მათი საქციელი შეიძლება იყო სრულიად არადამაკმაყოფილებელი. ასეა მოწყობილი ჩვენი ტვინი: ის იმახსოვრებს ბავშვობის დროინდელ ფსიქლლოგიურ ტრავმებსა და წყენებს. ჩვენ შეიძლება აღარც გვახსოვდეს, მაგრამ ქვეცნობიერს ვერაფერს ვუზამთ.

მეორე მხრივ, ზრდასრულ ბავშვებს უკვე ყველაფერი ძალიან კარგად ესმით და მათ უკვე ვეღარ მოატყუებთ. მათ მშვენივრად იციან, ვინ არის მათ ოჯახში საყვარელი შვილი და ვის აფასებენ მშობლები ყველაზე ნაკლებად. დიახ, დიდ ოჯახებში ასეთი რამეები ხდება. ამიტომ, რომელიღაცა მემკვიდრე სიამოვნებით რჩება მშობლების სახლში თმის გაჭაღარავებამდე, ვიღაც კი ჯერ კიდევ სკოლის დამთავრებამდე ცალკე ცხოვრებისკენ მიისწრაფვის.

ადამიანთა უსამართლობა

სხვების განსჯა – ცუდია. ამიტომ, მოდი ამის გარეშე ვისაუბროთ. ვეცადოთ პოზიტიურები ვიყოთ, რადგან ჩვენს დროში ეს ნამდვილად არ იქნება ზედმეტი. მითუმეტეს, რომ უფროსების განსჯა, ალბათ, არასწორია. მიუხედავად იმისა, იმსახურებენ თუ არა ამას.

მაშ ასე, ჩემს ქმარს უმცროსი და ჰყავს. სასიამოვნო გოგონა, რომელიც წყლის ორი წვეთივით ჰგავს თავის ძმას. მე მას ცუდ ადამიანად არ ვთვლი, თუმცა მესმის, რომ ის ცოტა არასწორად აღზარდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით ასეა. გოგონა, რა თქმა უნდა, გოგონასავით უნდა მოიქცეს, მაგრამ ცოტა მაინც უნდა გაიზარდო, როდესაც უკვე 30-ის ხარ. სულ ცოტა მაინც…

ლიკა ზრდასრული ადამიანივით მოქცევას არ აპირებს. მართლაც, რისთვის? მას ჰყავს მეუღლე, მაღალი ქერათმიანი მამაკაცი, მოდური ვარცხნილობით. მას საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს, ამიტომ ლიკას შეუძლია იჯდეს სახლში და თავისი საყვარელი გატაცებით იყოს დაკავებული: ჩაასხას არომატული საპონი თავის ფორმებში და თითქოს ყველა კმაყოფილია.

მშობლებმა ლიკას და აკაკისაც, ჩემს ქმარს, თითო ბინა უყიდეს. ჩემი აზრით, ოჯახური ცხოვრებისთვის ცუდი დასაწყისი არ იყო. მე, მაგალითად, ჩემმა მშობლებმა ქორწილში ბედნიერრბა მისურვეს და საბჭოთა კავშირის დროინდელი ჭურჭლის კომპლექტი მაჩუქეს. ამაზეც მადლობა. ასე რომ, ჩემს დედამთილთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ყოველთვის ვაძალებ აკაკის ოჯახის წვეულებეზე სიარულს, რაც მას მაინცდამაინც არ უყვარს და გაურბის.

აკაკის მშობლებმა ქალაქგარეთ აიშენეს ბინა, პატარა მეურნეობა აქვთ, საკუთარი სიამოვნებისთვის, პატარა ბაღი. ალბათ იმისთვის, რომ სოფლად გატარებული ბავშვობა გაეხსენებინათ და ძალიან არ დაღლილიყვნენ. მათ ოც-ოცი წელი საზღვარგარეთ მუშაობაში გაატარეს, რათა მათ და მათ შვილებს ნორმალური ცხოვრება ჰქონოდათ. ჩემი აზრით, ღირსეული საქციელია. ახლა კი ისვენებენ და ეს შესანიშნავია!

როგორც უკვე გითხარით, დედამთილთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ხშირად ვსაუბრობთ ტელეფონით, მაღაზიებში დავდივართ ერთად. ის ბევრს მიყვება თავის ცხოვრებაზე, როგორ მუშაობდნენ და აგროვრბდნენ ამ ფულს, როგორ აღწევდნენ წარმატებას სამსახურში. მოსმენაც კი მიჭირს, არათუ მათ ადგილას ყოფნა. მას მეც ვუზიარებ ჩვენი ოჯახის ამბებს. შეიძლება ითქვას, რომ კარგი მეგობრები ვართ.

სახლის გარემონტება

როდესაც მშობლებმა სახლის გარემონტება გადაწყვიტეს, მე პირველი გავეშურე მათ დასახმარებლად. აკაკისაც დავაძალე მონაწილეობის მიღება. თავად რამონტის არაფერი გამეგება, მაგრამ “წაიღე მოიტანე” შემიძლია. ამ საქმეს ჩვენი უქმე დღეების გარკვეული რაონენობა დავუთმეთ, სამაგიეროდ დრო ერთად გავატარეთ, ერთმანეთს დავეხმარეთ. ეს ხომ კარგია!

სამწუხაროდ, ლიკას ამაში მონაწილეობა არ მიუღია. არც თვითონ მოსულა და არც მუსი ქერათმიანი ქმარი. უცნაურია, ესენი ხომ მისი მშობლები არიან. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ყველაფერს ყველას მაგიერ მე ვაკეთებდი. როგორც ჩანს, მათ ასეთი ტემპერამენტი აქვთ.

რემონტის დასრულების შემდეგ, მშობლენმა ჩვენი გახარება გადაწყვიტეს და მწვადებზე დაგვპატიჟეს. მათ ყველა დაპატიჟეს, მიუხედავად იმისა, რომ მარტო მე და აკაკი ვმუშაობდით. ლიკა და მისი ქმარი ხელცარიელები მოვიდნენ. მინდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ თავი შევიკავე.

საღამოს ბოლოს, როდესაც სტუმრებმა წასვლა დააპირეს, გადავწყვიტე, რომ ჩემს დედამთილთან მივსულიყავი და მადლობა გადამეხადა გამასპინძლებისთვის. მაგრამ ის მარტო არ იყო, მასთან ერთად იყო ლიკაც. ჩემმა დედამთილმა, ჩუმად, ისე რომ არავის ენახა, თავის ქალიშვილს ფულის დასტა გადასცა, ალბათ რამდენიმე ათასი დოლარი. ლიკამ კი, ეს ფული ყოველგვარი ემოციის გარეშე მიიღო, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო.

სახლში, ჩემს ქმართან მარტო რომ დავრჩი, ეს მომენტი გავიხსენე და ჩემს ქმარს მოვუყევი. მისი რეაქცია იყო… უემოციო. აღმოჩნდა, რომ მან ამის შესახებ იცოდა. გარდა ამისა, თურმე დედა ლიკას ხშირად აძლევდა ფულს და მათ ოჯახში ეს ყველამ იცოდა. უბრალოდ, ამაზე ყურადღებას არავინ ამახვილებდა. საყვარელი ქალიშვილი, უმცროსი შვილი. რატომ არ უნდა დაეხმარონ, როდესაც ამის შესაძლებლობა არის? აი, ასე ვლინდება ადამიანთა უსამართლობა.

შედარებისთვის და უკეთ გასაგებად, გეტყვით, რომ აკაკის წინა დაბადების დღეზე კაშნე აჩუქეს. კარგი კაშნე, ქაშმირის. მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ღებულობს ჩემი მული რამდენიმე თვეში ერთხელ! ახლა მივხვდი, რატომ აქვს ჩემს ქამარს ასეთი ცივი დამოკიდებულება თავის მშობლების მიმართ და რატომ არ უყვარს სიარული ოჯახურ შეხვედრებზე.

გამოდის, დამნაშავე ვარ, რომ მას იქ წასვლას ვაძალებდი.უცნაური შეგრძნება მაქვს. ერთი მხრივ, ნამდვილად მომწონს დედამთილთან დროის გატარება და ჩემი მამამთილიც ძალიან კარგი ადამიანია. მათ ყოველთვის უხარიათ ჩემი ნახვა, მიღიმიან. მათგან არასოდეს მიგრძვნია ნეგატივი. მაგრამ, მე მათზე კი არ ვარ გათხოვილი, არამედ მათ ვაჟზე, რომელსაც, ჩემი აზრით, უსამართლოდ ექცევიან.

ახლა, არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე. დავივიწყო ყველაფერი და ძველებურად გავაგრძელო ნათესავებთან ურთიერთობა? ამ შემთხვევაში ცუდი მეუღლე ვიქნები, რადგან ჩემი ქმარი არ იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას. თუ ჩავიკეტო და მის მშობლებთან აღარ ვიარო? მაგრამ რატომ, პირადად ჩემთვის ცუდი რა გაუკეთებიათ? არა, ასეც არ შეიძლება. მორალური დოლემის წინაშე ვდგავარ და როგორ გამოვიდე აქედან, ჯერ-ჯერობით, არ ვიცი…