შვილსა და მშობელს შორის კავშირი მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება, მაგრამ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი, რა თქმა უნდა, დასაწყისია. როდესაც მცირეწლოვან ბავშვებში მამის ან დედის სახე ჯერ კიდევ ყალიბდება, ისინი ადვილად იღებენ ყველა საჭირო და ახალ ინფორმაციას. მაგალითად, როდესაც ბავშვები მშობელთან ერთად ბანაობენ, თითქოს ხელახალ გადატვირთვას აკეთებნ, რადგან მათთვის ახალ პირობებში იმყოფებიან.
ამგვარად, დედა და მამა მათთვის კიდევ უფრო ახლობელი ხდება, რადგან ირგვლივ არავინ არის, არსებული პირობები კი ძალიან უჩვეულოა და ორიენტირება უკიდურესად რთულია. დიახ, ახალგაზრდა მშობლებო, გაითვალისწინეთ: შვილებთან ერთად ბანაობა სულიერ დაახლოებაში დაგეხმარებათ. და ამას მარტივი და გასაგები ახსნა აქვს.
ბავშვები აბაზანაში ბანაობენ
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვისთვის ყველაფერი ახალი მართლაც მკვეთრად აღიქმება. ასე რომ, მისი რეაქცია შესაბამისი იქნება. ყვირილი და ტირილი – ბედნიერი სიცილით და ყველაზე გულწრფელი ღიმილით შეიცვლება, ეს კი – ძვირად ფასობს. ასე რომ, თუ აბაზანაში თავიდანვე სწორი ტემპერატურა იქნება, პროცესი გაგიადვილდებათ.
არ ღირს მარილების ან არომატული ქაფების გამოყენება. ეს ბავშვს არ სჭირდება. უმჯობესია აიღოთ მისი საყვარელი სათამაშო, თუ ის ტენიანობას გაუძლებს და მისცეთ თქვენს შვილს. ამრიგად, მას შეექმნება მოდუნებისთვის სწორი გარემო. ხოლო თბილ, არამწველ წყალში ჩაწოლა, მისთვის ადვილი და უმტკივნეულო იქნება.
მეორეც, არ აუკრძალოთ ბავშვს წყალში თამაში. ის არ არის ზრდასრული და ასეთი შეზღუდვები მისთვის გაუგებარი იქნება. აბაზანის ნაჩქარევად გაწმენდა უფრო ადვილია, ვიდრე ის, რომ ბავშვს არაბუნებრივად ქცევა აიძულოთ. დაე, მან შეისწავლოს ახალი სივრცე, გაიხაროს და ითამაშოს. ეს სწორი რეაქციაა, გარდა ამისა, ეს ხელს უწყობს დიდი რაოდენობით ენერგიის დაწვას. ასე რომ, ბავშვს წყლის პროცედურების შემდეგ მშვიდად დაეძინება.
ძლიერი კავშირი
ჭკვიანი მშობელი შეიმუშავებს თამაშის რამდენიმე სცენარს, რომელშიც ის და მისი შვილი ერთად მიიღებენ მონაწილეობას. ეს გაამყარებს მათ შორის კავშირს და ბავშვი ქვეცნობიერად შეძლებს მიიღოს მამის ან დედის ლიდერის როლი. რომ აღარაფერი ვთქვათ ხელებისა და ფეხების მოტირიკის განვითარებაზე. დიახ, ბავშვებმა იციან, რომ იმისთვის, რომ წყალზე დარჩეთ, აქტიურად უნდა იმოძრავოთ. მათ სწავლება არ სჭირდებათ.
რაღაც მომენტში ბავშვს შეიძლება წყალი მოხვდეს თვალებში ან უბრალოდ დაიღალოს. ასეა თუ ისე, მას მოუწევს მშობელთან კომუნიკაცია, რათა აცნობოს საკუთრი პრობლემის შესახებ. თუ ბავშვმა უკვე იცის რამდენიმე სიტყვა, ეს კარგი სტიმული იქნება მისი სიტყვათა მარაგის გასამდიდრებლად. ან ის შეეცდება სხვანაირად ახსნას. ნებისმიერ შემთხვევაში, ყურადღებიანი უნდა იყოთ საკუთარი შვილის მიმართ.
შვილთან ერთად წყალში შესვლა, მას ეუბნება, რომ დიდი და ძლიერი მშობელი მის გვერდით იმყოფება. და რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს მას საფრთხისგან. ამრიგად, თქვენ ხდებით უფრო ახლობლები, იღებთ უფრო მეტ სანდო ემოციებს და, უფრო მეტიც, ასეთი პოზიტიური გამოცდილება მომავლისთვის მუშაობს. ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი უფრო მეტად ზუსტად იმ მშობელს ენდობა, რომელიც მას ადრეულ ასაკში აბანავებდა. ამას სტატისტიკა გვეუბნება.
და, ალბათ, ყველაზე ზარმაცი არგუმენტი: ეს უბრალოდ სასიამოვნოა. თბილი წყალი, საკუთარი შვილი, სასიამოვნო ემოციები. სწორედ ეს არის საჭირო იმისათვის, რომ განიტვირთოთ და მოდუნდეთ ხვალინდელი დღის წინ. ბუნებრივია, ბავშვის მიმართ ძალიან ყურადღებიანი უნდა იყოთ, მაგრამ არ უნდა გადააჭარბოთ. მშობელი უნდა გახდეს მფარველი, ყველაფრის მაკონტროლებელი, მეგობარი. მაგრამ არა ზედამხედველი.
დასასრულს გეტყვით, რომ მშობლებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ერთად ბანაობა არა მხოლოდ ჰიგიენის ფიზიკური პროცესია, არამედ მათ შორის ურთიერთგაგებისა და კავშირების განმტკიცების ძლიერი საშუალება. ამას თან ახლავს ახლო ურთიერთობა და სინაზეს, ხელს უწყობს თამაშს და ურთიერთობას, ავითარებს მეტყველებას და კომუნიკაციას, აძლიერებს ნდობას და უსაფრთხოებას და ასევე იძლევა განსაკუთრებულ დროს ოჯახური ურთიერთობისთვის. ერთად ბანაობა – ეს არის ღირებული რიტუალი, რომელის ჩართვაც შეიძლება ოჯახის ყოველდღიურ რუტინაში, რათა განმტკიცდეს ემოციური კავშირები და ბავშვებთან ურთიერთობა გახდეს უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი.