მრავალი წლის განმავლობაში ვშრომობდი, რათა ოჯახისთვის დიდი სახლი ამეშენებინა, მაგრამ ჩემი ოცნებები ჩემს წინააღმდეგ შემობრუნდა

0
1382

რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე დიდი ორსართულიანი სახლი ქალაქგარეთ? სუფთა ჰაერი, ბევრი სივრცე, არავითარი ხმაური. აქ თავისუფლად იცხოვრებს დიდი და მეგობრული ოჯახი. შესაძლებელია რამდენიმე შემოსასვლელის გაკეთება, რათა ყველასათვის მოსახერხებელი იყოს. გალამაზებული ეზო შენობის ირგვლივ, საქანელა ბავშვებისთვის და ფანჩატური. ნამდვილი ახდენილი ოცნებაა!

ბევრი ადამიანი სწორედ ასე ფიქრობს. რაც უფრო დიდია სახლი, მით უკეთესი. კერძო ბინებს დააკვირდით: თითქმის ყველა ღობის იქით ვიღაცის პატარა თანამედროვე ციხესიმაგრე იწონებს თავს. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ ასეთ სიამოვნება ძალიან ძვირი ჯდება და მის აშენებას დიდი დრო სჭირდება. ამხელა პერიოდის მანძილზე ცხოვრებაში შეიძლება ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს. როგორც ეს ერთ-ერთ ჩვენს მკითხველს დაემართა. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში დღეს მის ისტორიას გაგიზიაებთ.

დიდი ორსართულიანი სახლი

ბავშვობიდან არ აღვიქვამ ბინას, როგორც ადამიანის ნორმალურ საცხოვრებელს. ბეტონის ყუთი, ვიწრო, უჰაერო, მოუხერხებელი. ზევით და ქვევით ვიღაც სხვა ცხოვრობს. თქვენ გესმით, თუ როგორ ურთიერთობენ სამეზობლოში ადამიანები, როგორ ჩხუბობენ, როგორ დადიან. რაც კიდევ უფრო უარესია, მათ თქვენი ხმები ესმით. და როცა გარეთ გადიხარ ამ ყველაფრისგან დასასვენებლად, უკეთესად არ ხდები. გამწვანება არ არის, მხოლოდ ასფალტი და სხვისი მანქანები. ეს არის ცხოვრება?

მე დიდი დროის მანძილზე სოფლად ვცხოვრობდი. იქ კარგია: ტბა, ბაღი, ბოსტანი. ყველგან ბევრი სივრცე და გაცილებით ნაკლები ხალხი ვიდრე ქალაქში. სილამაზე! ჩვენი ოჯახი ქალაქგარეთ მაშინ გადავიდა, როცა 10 წლის ვიყავი და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში.

როცა გავიზარდე და მომავალ ქმართან დავიწყე ურთიერთობა, არ მომწონდა ის, რომ დათო ქალაქელი იყო. მას ჩემს მშობლებთან ერთად სოფელში ცხოვრება არ უნდოდა. ყველანაირი სამუშაო და პერსპექტივა ხომ ქალაქშია. უმაღლესი განათლება არ მქონდა, ამიტომ სოფლად ცხოვრება შესანიშნავ და ჩემთვის გასაგებ ვარიანტად მეჩვენებოდა. მაგრამ ახალგაზრდობა, სიყვარული… ქორწილის შემდეგ ქალაქის ბინაში გადმოსვლა მომიწია.

თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ გაირკვა, რომ ქალაქიც კი არ გაძლევთ სტაბილური სამსახურისა და ხარისხიანი ცხოვრების გარანტიას. მე დავორსულდი და ჩემს ქმარს ხელფასი შეუმცირდა. ეს ჩვენი პირველი შვილი იყო, ამიტომ ორივეს ნერვები ზღვარზე გვქონდა. ჩემი ქმარი სახლში პრაქტიკულად არ მოდიოდა, დაწყევლილივით დღე და ღამე მუშაობდა.

ოჯახური ცხოვრება

საშინაო საქმეებს მაინც ვაკეთებდი, მიუხედავად იმისა, რომ მუცელი ყოველდღე მეზრდებოდა. თუმცა, ვაჟის დაბადება ღირდა მთელ ამ ძალისხმევად. კოტე გოლიათი დაიბადა, 5 კილოგრამს იწონიდა. მე ნელ-ნელა ძალები აღვიდგინე, ჩემი ქმარიც დამშვიდდა. მაშინ მომეჩვენა, რომ ყველაფერი არც ისე ცუდად იყო. იქნებ ამ ჩიტის ბუდეში ბედნიერი ცხოვრება გველოდება? სივიწროვეში, მაგრამ სიყვარულში, ასე არ არის?

არა, ასე არ არის. ერთი წლის შემდეგ, როცა მეორედ დავორსულდი, ბინაში ადგილი კატასტროფულად არ გვყოფნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ორი ოთახი გვქონდა და ვიცოდი, რომ ზოგიერთი ჩემი მეზობელი მსგავს პირობებში ცხოვრობდა, სუნთქვა მაინც მიჭირდა. ვიხრჩობოდი და ცუდად ვიყავი. თავს ვერ ვერეოდი. სხვაგან გადასვლის ფული არ გვქონდა, ასე რომ ოთხივეს 40 კვადრატულ მეტრში უნდა გვეცხოვრა: ჩემთვის ეს განაჩენი იყო.

რამდენიმე წლიანი რეცხვის, მომზადების, ბეტონის ყუთში დაუთოების შემდეგ ვეღარ გავუძელი და ალტერნატივების ძებნა დავიწყე. მე მიყვარდა ჩემი ოჯახი, მაგრამ საკუთარ ბუნებას წინ ვერ აღუდგები. და ცოტა ხანში გადაწყდა, რომ საზღვარგარეთ უნდა წავსულიყავი. ჩემი ქმარი შვილებთან რჩებოდა. ჩემთვის დაპირებული ხელფასი სახლის ხარჯებისთვის საკმარისი უნდა ყოფილიყო და უფრო მეტიც. კენკრის კრეფა თუ ბოსტნის დაბარვა: სულ ერთია, მთავარია ამ კოშმარიდან გამოვძვრე.

იტალიური ნეტარება

გამიმართლა და ბედმა დიდ კერძო სახლში მიმიყვანა. იტალიელები მათ “ვილებს” უწოდებენ. ცალკე ოთახი გამომიყვეს და დღის მანძილზე ხანდაზმული „სინიორასთვის“ უნდა მიმეხედა. მას სიარულიც შეძლო და სირბილიც კი, მაგრამ მზრუნველ ბავშვებს არ სურდათ მოხუცი ქალის მარტო დატოვება. სასიამოვნო ქალი იყო და ცოტა ხანში დავმეგობრდით კიდეც.

დამსაქმებლები კარგ ხელფასს მიხდიდნენ, მე კი ადგილობრივი ბუნებით ვტკბებოდი. რა ლამაზი და მზიანი იყო იქაურობა! დროდადრო მე და სინიორა სანაპიროზე მივდიოდით. ან ადგილობრივი კაფეტერიების რაიონში ვსეირნობდით. გიყვართ იტალიური სამზარეულო? მე ძალიან! ყველა ეს იქაური სოუსები, პასტა და ყველი. ჩვენ მსგავსი არაფერი გვქონია, ამიტომ, ბოლოს და ბოლოს, ცხოვრების გემო ვიგრძენი.

ამასობაში, ჩემი ფულით ჩემი ოცნების სახლი შენდებოდა. სპეციალურად ორი სართული მინდოდა, რომ იქ ადგილი ყველასთვის ყოფილიყო. ქმარი წინააღმდეგი არ იყო, ფული გვყოფნიდა. ბავშვები კი სიამოვნებით თავად მირეკავდნენ, ამიტომ არ ვნერვიულობდი, რომ გადამეჩვეოდნენ. ძირითადად დისტანციური ურთიერთობა იყო, მაგრამ დროდადრო სახლში მოვფრინავდი. მართალია, დიდი ხნით არა, მაგრამ მაინც შემეძლო ჩემი შვილებისა და ქმრის მონახულება. საწუწუნო არაფერი მქონდა.

ვერც კი მივხვდი 17 წელი როგორ გავიდა. ალბათ, ასეც განვაგრძობდი ცხოვრებას ორ ქვეყანაში, მაგრამ უცებ ერთ პერიოდში ძალიან ბევრი რამ მოხდა, რამაც, ბოლოს და ბოლოს, მიწაზე ჩამომსვა. ჯერ სინიორამ დაგვტოვა. უბრალოდ, ერთ დღეს არ გაიღვიძა. ეს ძალიან ადვილი წასვლა და იყი და ყველა მისი ახლობელი მადლობას მიხდიდა იმის გამო, რომ მასთან ამდენი დრო გავატარე. მისთვის პრაქტიკულად ახლობელი ადამიანი გავხდი.

სახლის მშენებლობა დასრულდა. დრო შეუმჩნევლად გავიდა. უკვე მიჩვეული ვიყავი ვილას, ზღვის ჰაერს, ზეთისხილისა და ლიმონის ხეებს სახლთან ახლოს. ჩემი საუზმე ახალი მიდიებით, ყველითა ზეითუნის ზეთით – ჩვეულებრივი ამბავი იყო. ეს ყველაფერი უპრობლემოდ მქონდა, თუმცა, რა თქმა უნდა, რაიმე განსაკუთრებული ფული არ გამაჩნდა.

და კიდევ, ამ პერიოდისთვის ჩემი უფროსი ქალიშვილი აპირებდა გათხოვებას. სწორედ ეს იქცა ჩემი ჩამოსვლის მთავარ მიზეზად. ჩემი გეგმა შემდეგი იყო: ჩემს ქალიშვილს სიძე ჩვენთან უნდა წამოეყვანა და მე, ჩემი ქმარი და ჩემი ვაჟიც აქვე ვიცხოვრებდით. ეს იყო ის, რის გამოც ამდენი ვიმუშავე.

მაგრამ, როდესაც ადამიანი რაიმეს გეგმავს, ცხოვრება მხოლოდ დასცინის. თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი ბევრად პროზაული აღმოჩნდა. ჩემმა ქალიშვილმა, ისევე როგორც მე, ერთ დროს, უარი თქვა ჩვენთან ცხოვრებაზე და ქალაქი არჩია. რა თქმა უნდა, ჩემი სიძის გამო. ჩემმა ვაჟმა, პირიქით, ჩვენთან ცხოვრება მოინდომა. მაგრამ ამან დამაფიქრა: ის მთელ დროს თავის ოთახში კომპიუტერთან ატარებს. ჩემთვის კი, ასეთი მამაკაცი – მამაკაცი არ არის. სად არის ცხოვრებისეული მისწრაფებები და მიზნები?

ნიღაბი ჩემმა ქმარმაც მოიხსნა. აღმოჩნდა, რომ უკვე მრავალი წლის მანძილზე მას სხვა ქალთან ჰქონდა რომანი. და ეს რამდენად სერიოზულია, მან თავადაც არ იცის. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ცოლი გვერდით არ ჰყავთ.

შედეგად, მე ვცხოვრობ უზარმაზარ ცარიელ სახლში უსაქმურ ვაჟთან ერთად. ზოგჯერ ქმარი მოდის, ზის და იატაკს უყურებს. ჩვენ ვურთიერთობთ, მაგრამ როგორც კარგი მეგობრები. სხვა არაფერი. გადასახადები მოდის და ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა გადავიხადო. ჩემი ოცნება გადაიქცა ღუზად, რომელიც დღითიდღე სულ უფრო მითრევს უფსკრულისკენ.