ცოტა ხნის წინ შევნიშნე, რომ სახლიდან ნივთები იკარგებოდა, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გავიგე, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან

0
1667

თავად ცხოვრება გვკარნახობს, რომ არავის აქვს უფლება სხვის ნივთებზე. მაგალითად, ოჯახში ან სამსახურში. ჩვენ, ზრდასრული ადამიანები ვცდილობთ ამ წესის დაცვას და ქურდების რაც შეიძლება სწრაფად გამოვლენას. იქნება ეს ოფისის მაცივრიდან გამქრალი სენდვიჩი თუ გამქრალი შამპუნი სააბაზანო ოთახიდან.

პრაქტიკაში ჩნდება გარკვეული წინააღმდეგობები, რომლებიც გათვალისწინებულ უნდა იქნას. მაგალითად, შეიძლება ბავშვმა შეჭამოს თქვენი ტორტის ნაჭერი ან თქვენმა მეუღლემ თქვენი სავარცხელი გამოიყენოს. ამას არა უშავს. სხვა შემთხვევებში ჩვენ უშიშრად ვესხმით თავს პოტენციურ დამნაშავეს და ჩვენი ნივთების დაბრუნებას ვითხოვთ. მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს ურთიერთობის გაუარესება, მაგალითად, მეზობლებთან. ღირს კი ეს ამად.

უფლება სხვის ნივთებზე

რაღაც მომენტში სახლიდან სხვადასხვა წვრილმანები მეკარგებოდა. ხელსახოცები, ორცხობილა, მზესუმზირის ზეთი, კრემიც კი. არ ვამბობ, რომ ძალიან ძვირფასი ნივთები, მაგრამ თვალშისაცემი. ჩვენ სამნი ვცხოვრობთ: მე, ჩემი ვაჟი და ჩემი ქმარი. ჩემმა ქმარმა მაშინვე თქვა, რომ არაფერი აუღია, „მას ამ ოჯახში მხოლოდ შემოაქვს და სანაცვლოდ, არაფერი გააქვს“. გასაგებია, ხუმრობს. ესე იგი, ის არ არის.

ჩემმა შვილმაც იუარა. ის სკოლის მოსწავლეა. ყოველთვის სიმართლეს არ ამბობს, თუმცა ამ შემთხვევაში სუფთა იყო: ნივთები ისეთ დღესაც დაკარგულა, როდესაც ის მთელი დღის განმავლობაში სახლში არ ყოფილა. ეჭვმიტანილთა სიიდან საკუთარი თავი მაშინვე გამოვრიცხე, ამიტომ მხოლოდ ერთი ადამიანი რჩებოდა.

ჩემი დედამთილი. მასთან მოულოდნელად შევირბინე, დაუპატიჟებლად და მის სამზარეულოში დაკარგული ნივთები აღმოვაჩინე. ქაღალდის ხელსახოცები, ზეთი და კიდევ ზოგიერთი წვრილმანი. მისთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ სახლში რომ დავბრუნდი მეუღლეს ვუამბე. მას ჯერ გაუკვირდა, შემდეგ კი დამპირდა, რომ დედამისს დაელაპარაკებოდა, ყველაფერს გაარკვევდა.

ჩემი დედამთილი, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩვენთან ხშირად მოდიოდა. შვილიშვილს ეთამაშებოდა, სანამ ჩვენ სამსახურში ვიყავით. და ამ ვიზიტების გამო მე მისი მადლობელი ვარ. ჩემი ბიჭი ძალიან მიყვარს, მაგრამ ზოგჯერ ძლიან გამოვყავარ მდგომარეობიდან. ვთვლი, რომ ეს ნორმალურია. ასე რომ, ზოგჯერ მე, დედამისსაც, მჭირდება დასვენება საკუთარი შვილისგან.

ჩემი დედამთილისთვის ეს დღესასწაულია. ისინი ერთად კითხულობენ, საუბრობენ. ზოგჯერ ის სადილსაც ამზადებს და სახლსაც ალაგებს. ამ მხრივ მათი თაობა უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ჩვენი. ზოგჯერ მხოლოდ მიკროტალღურ ღუმელში სადილის გასაცხელებლად მყოფნის ძალა, სამაგიეროდ ჩემი დედამთილისთვის ეს მიუღებელია. გამუდმებით შინ მომზადებულ საჭმელზე და მანვე მიკრო ტალღებზე საუბრობს. ალბათ ასაკის ბრალია.

ჩემთვის უცნაური იყო იმის გაგება, რომ ჩვენი სახლიდან ნივთებს მისნაირი ქალი იპარავდა. კიდევ კარგი, რომ წვრილმანს. სახლში, სხვათა შორის, სამკაულებიც გვაქვს და ღია ადგილას მიდევს. თავის შვილთან საუბრის შემდეგ ჩემმა დედამთილმა დამირეკა და ჩვენს სახლში შეხვედრა მთხოვა. საჩუქრებით მოვიდა, ბოდიში მოიხადა და მითხრა, რომ ვერც კი შეუნიშნავს, როგორ ჩაუვარდა ეს ნივთები ჩანთაში. ალბათ, ჩვევის გამო. ჩემმა ქმარმა, რა საკვირველია აპატია. ვაპატიე მეც. თუმცა წყენა დამრჩა. მას უნდა დავლაპარაკებოდი. უბრალოდ, უნდა მეთქვა, რომ მეორედ აღარ მოერიდოს, იკითხოს და თუ ამის შესაძლებლობა იქნება, რა თქმა უნდა, მივცემთ ზოგიერთი ნივთების წაღების უფლებას. ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ცოტა მრცხვენია იმ ქალის გამო, რომელიც ახლახან გავიდა პენსიაზე. მაგრამ, როგორც ჩანს ეს ყველას გველოდება.

ამ ისტორიის მოყოლის შემდეგ ჩემმა კოლეგებმა ჩემი დედამთილის მხარე დაიჭირეს. მათ „საწყალი მოხუცი“ შეეცოდათ. თითქოს მე მოვპარე მას ნივთები. ყველამ მე გამამტყუნა, ამბობდნენ, რომ მე უნდა მოვუხადო ბოდიში. მე კი არ მესმის, რისთვის? ჩემი ნივთები სხვა ადამიანთან აღმოჩნდა და ეს მე თვითონ აღმოვაჩინე. ბოდიში რატომ უნდა მოვიხადო?

ჩვენს ოფისში ძირითადად ქალები მუშაობენ და მხოლოდ რამდენიმე მამაკაცია. გარდა ამისა, მათი უმეტესობა ჩემზე უფროსები არიან. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ჩემი დედამთილის მხარეს დადგნენ. კიდევ 5 – 10 წელი და ისინი იმავე ასაკის გახდებიან. ამიტომ მათი პოზიცია ჩემთვის გასაგებია.

ვერ გამიგია, რაში ვარ დამნაშავე, პოლიციისთვის არ მიმიმართავს და ამბავი სახლიდან გარეთ არ გამიტანია. პრობლემა ოჯახურ წრეში მოვაგვარე. მართლა მაინტერესებს, იმიტომ რომ საკუთარ დანაშაულს ვერ ვგრძნობ. მხოლოდ „კეთილშობილ“ დამცველებს ვხედავ, რომლებიც ზუსტად ასე და, შეიძლება, უარესადაც მოქცეულიყვნენ, ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყვნენ.