სად უნდა შევინახოთ ფული სახლში: 5 ადგილი, რომელიც სიმდიდრეს იზიდავს

2480

ფული ჩვენი ცხოვრების საკმაოდ კაპრიზული სფეროა. თუ ფულს სათანადოდ არ მოვექცევით, ფინანსურ წარმატებას არ უნდა ველოდოთ. ფულის საცავი უნდა იყოს უსაფრთხო და დაცული. ამიტომ, ფული უნდა ინახებოდეს იქ, სადაც უარყოფითი ენერგია მინიმალურია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი დანაზოგი აუცილებლად შთანთქავს მას და შეწყვეტს „მუშაობას“ თქვენს სასარგებლოდ. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ ეზოთერიკოსების აზრს, თუ სად უნდა შეინახოთ ფული, რომ ის უფრო და უფრო მეტი გქონდეთ. სქემა ეფექტურია, ასე რომ, გაითვალისწინეთ.

სად უნდა შევინახოთ ფული სახლში

ეზოთერიკოსები ერთხმად ამტკიცებენ, რომ მცირე თანხასაც კი სახლში დადებითი ენერგია შემოაქვს და იზიდავს მატერიალურ სიმდიდრეს. ამიტომ, სადაც მუდმივად ცხოვრობთ, აუცილებლად უნდა იყოს მცირე რაოდენობით მაინც ნაღდი ფული. ფულის სწორად დაზოგვისა და შეგროვების მიზნით, მნიშვნელოვანია შემდეგი წესებისა და რიტუალების დაცვა.

  • 1.შეარჩიეთ ადგილი თქვენი დანაზოგისთვის, რომლის შესახებაც არავინ ან ცოტამ თუ იცის. კარგი იქნება, თუ ფულს სამკაულებთან და საბანკო ბარათებთან ერთად შეინახავთ. ამისთვის, საუკეთესოა სეიფის შეძენა. უკიდურეს შემთხვევაში, თქვენი ფინანსებისთვის სპეციალური ხის ან ლითონის ყუთი შეიძინეთ. აუცილებლად გასაღებით! ის შეიძლება იყოს სიმბოლური. აქ მნიშვნელოვანია, რომ ფული ჩაკეტილში იყოს: ასეთი რიტუალი ზედმეტი ან გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაგიხსნით.
  • 2. თუ თქვენ მიჩვეული ხართ ფულის დასტებით შენახვას, მაშინ თითოეულ მათგანში აუცილებლად კუპიურების ლუწი რაოდენობა უნდა იყოს. თუ ამ მარტივ წესს არ დაიცავთ, შესაძლოა, ფული ძალიან სწრაფად დაგეხარჯოთ. გამომუშავებული ფული უნდა შეინახოთ დასტებად, რომლებშიც 20, 80 და 100 კუპიურა იქნება.
  • 3. ნაღდი ფულის შესანახად „ენერგიულად დაცულ“ ადგილებად ითვლება სამზარეულო და შემოსასვლელი. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ სამალავი განთავსდეს რაც შეიძლება მაღლა იატაკიდან და პროდუქტებისგან შორს.
  • 4. ფენ შუის მიხედვით ფულის სტიქიად მიწა და ლითონი ითვლება: მათი თანდასწრებით ფულადი ნაკადები მაქსიმალურად აქტიურდება. ამიტომ, სანამ შეინახავთ, ფული ლითონის სამაგრით ან ჩვეულებრივი ქაღალდის სამაგრებით დაამაგრეთ, რათა ფულის ენერგია მუდამ მოძრაობაში იყოს.
  • 5. მიჰყევით ძველ კარგ ნიშანს: ვინც სუფრის ქვეშ ფულს ინახავს, სუფრაზე სიუხვე და სახლში წესრიგი ექნება. არ აქვს მნიშვნელობა რა ნომინალის იქნება ეს კუპიურა, მთავარია, რომ ის სრულიად ახალი იყოს.

სად არ შეიძლება ფულის შენახვა

ბევრი ადამიანი არ ენდობა ბანკებს და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს და დიდი რაოდენობით ფულს სახლში ინახავს. ჩვენ შევადგინეთ იმ ადგილების სია, სადაც არასდროს არ უნდა შეინახოთ ფული.

საძინებელი

ითვლება, რომ სწორედ ამ ოთახში იწყება ფულის “გაზარმაცება”, რადგან საძინებელი, პირველ რიგში, დასასვენებელი ადგილია. ფულს კი მოძრაობა უყვარს. როდესაც ფული უბრალოდ დევს, ის კარგავს ძალას და წყვეტს მუშაობას თავისი მფლობელისთვის. გარდა ამისა, ნაღდი ფული დროთა განმავლობაში იწყებს წინა მფლობელების მთელი უარყოფითი ენერგიის გაცემას. ამან შეიძლება პირდაპირ იმოქმედოს მფლობელების ჯანმრთელობაზე. თუ ადამიანი მიჩვეულია ფულის შენახვას ლეიბის, ბალიშის ან თეთრეულის ქვეშ, შესაძლებელია, რომ უძილობა ან მუდმივი თავის ტკივილი აწუხებდეს.

უნიტაზის ავზი

დამეთანხმეთ, რომ ფილმებში ძალიან ხშირად გინახავთ სცენები, სადაც ამა თუ იმ გმირს დანაზოგი უნიტაზის ავზში დაუმალია. ამრიგად, შენახვის ეს მეთოდი პოპულარული გახდა. დამიჯერეთ, რომ ეს სულაც არ არის საუკეთესო ვარიანტი. ასეთ “დაფარულ” ადგილას ყოველთვის ნესტი და სისველეა, რაც უარყოფითად აისახება ბანკნოტების მდგომარეობაზე, განსაკუთრებით თუ ისინი არ არის ჰერმეტულად შეფუთული. და ქურდებისთვის, ასეთი სამალავი შეიძლება ძალიან მარტივი მისაგნები იყოს. იგივე ეხება საყინულეს და გაზქურის ღუმელს. ძალიან დაბალი ან მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება აუცილებლად მიაყენებს ზიანს თქვენს დანაზოგს.

პროდუქტებს შორის

რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ბევრი საკუთარ დანაზოგს ქილებში ინახავს. ამ შემთხვევაში ფული საკვებს არა მხოლოდ უარყოფითი ენერგიით კვებავს, არამედ ეს სხვა საფრთხესაც შეიცავს. საქმე ისაა, რომ კუპიურები ათობით ან ასობით ხელში გადადის. ეს ნიშნავს, რომ მათზე პათოგენური მიკრობების უზარმაზარი რაოდენობა გროვდება. საკვებთან ერთად ჩვენს ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, მათ მრავალი უსიამოვნო დაავადების გამოწვევა შეუძლიათ.

და ბოლოს, გეტყვით, რომ ფულადი ენერგია უნდა “ედინებოდეს”, ასე რომ კუპიურებს დროდადრო ადგილი შეუცვალეთ. ყოველ ჯერზე, როცა ხელფასს ან ფულს სხვა წყაროდან იღებთ, შეეცადეთ არ დახარჯოთ ის ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ამის შემდეგ, სამალავში ძველი კუპიურები ახლებით ჩაანაცვლეთ, რითაც მოძრაობის ეფექტს შექმნით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს