საგარეო ფეხსაცმელს სახლში ნუ ჩაიცვამთ, შემოსასვლელ კართან დატოვეთ

439

ევროპის ბევრ ქვეყანაში მიღებულია, რომ საგარეო ფეხსაცმელს სახლში არ იხდიან. ზოგიერთი კი ცუდ ტონად მიიჩნევს, როდესაც სტუმრებს ფეხსაცმლის გახდას სთხოვენ. ვიღაც ჩუსტებს მეშჩანობის ნიშნად მიიჩნევს, ვიღაც კი სახლში სისუფთავის შენარჩუნებისათვის აუცილებელ საშუალებად. დღეს შევეცდებით იმის გარკვევას, თუ ვინ არის მართალი და სად უნდა იყოს საგარეო ფეხსაცმელი. პაპარაცის დღევანდელი სტატიის წაკითხვის შემდეგ აღარ გაგიჩნდებათ კითხვა, უნდა გაიხადოთ თუ არა საგარეო ფეხსაცმელი.

საშინაო ჩუსტები

ფილმებში ვხედავთ, როგორ დადიან გმირები სახლში საგარეო ფეხსაცმლით. ამის გამო ბევრს ისეთი შთაბეჭდილებაც კი ექმნება, რომ ევროპასა თუ ამერიკაში ასფალტი იმდენად სუფთაა, რომ მასზე ბაქტერიები არ არის.

სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარად არის. ბევრ ქვეყანაში საგარეო ფეხსაცმელს სახლში ან ბინაში შესვლისას იხდიან. საქმე მხოლოდ ჰიგიენური სტანდარტების დაცვას არ ეხება. ეს ასევე არის პატივისცემა სახლის მეპატრონეების მიმართ და მათი შრომის დაფასება. ამასთანავე, არც საკუთარ ბინაში გიჩნდება ხალიჩაზე საგარეო ფეხსაცმლით სიარულის სურვილი.

უფრო მეტიც, არც თუ ისე მცირეა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საგარეო ფეხსაცმელი შემოსასვლელ კარს მიღმა რჩება. ესენია, მაგალითად, არაბული ქვეყნები და თურქეთი, აზიის ქვეყნები და რუსეთი. ასევე ევროპის ქვეყნები: უკრაინა, პოლონეთი, შვედეთი, გერმანია და მრავალი სხვა.

საფრანგეთში საგარეო ფეხსაცმლის გახდა მიღებული არ არის. თუ სტუმარს ფეხსაცმლის გახდას სთხოვენ, ამან ის შეიძლება გაანაწყენოს. ამავე დროს, თავად პარიზს არ შეიძლება ეწოდოს ევროპის ყველაზე სუფთა დედაქალაქი. საფრანგეთს უერთდებიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ესპანეთი და იტალია. როგორც ჩანს, ამ ქვეყნების მცხოვრებთა ტემპერამენტი სახლში შესვლისას ფეხსაცმლის გახდის საშუალებას არ იძლევა.

რაც არ უნდა ფრთხილად მოვიქცეთ, შეუძლებელია საგარეო ფეხსაცმლის სისუფთავის სრულყოფილად შენარჩუნება. ბაქტერიების რაოდენობა, რომლებიც ჩვენს ფეხსაცმელზე ცხოვრობენ, შთამბეჭდავია. უფრო მეტიც, ესენი საკმაოდ საშიში და სერიოზული ბაქტერიებია.

თუმცა მათი რაოდენობა ფეხსაცმელზე არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადამიანს დიდი ზიანი მიაყენოს. მაგრამ თუ იატაკს რეგულარულად არ გაწმენდთ იატაკის საწმენდი საშუალებებით, შედეგები შეიძლება სერიოზული იყოს. ასევე, ბაქტერიებმა, რომლებიც ჩვენს სახლში საგარეო ფეხსაცმელთან ერთად შემოდის, შეიძლება ზიანი შინაურ ცხოველებს მიაყენოს.

თუ სახლში პატარა ბავშვები არიან, რომლებიც ახლახან სწავლობენ სიარულს ან სამყაროს შესწავლის ეტაპზე იმყოფებიან, მაშინ საგარეო ფეხსაცმელი შემოსასვლელ კარს მიღმა უნდა დარჩეს. სახლში იმ ფეხსაცმლით სიარული, რომელიც ახლახან ქუჩაში გეცვათ, მათი ჯანმრთელობისთვის საშიშია.

საგარეო ფეხსაცმელი უნდა ინახებოდეს სპეციალურ თაროზე, სადაც ბავშვები მას ვერ მისწვდებიან. ასეთი ადგილი უმჯობესია შემოსასვლელთან იყოს. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სახლის პატრონზეა, მაგრამ თუ არ მოგწონთ, რომ სტუმრები საგარეო ფეხსაცმლით დადიან, ნუ მოგერიდებათ ამის თქმა. იმიტომ, რომ სახლი – უპირველეს ყოვლისა უსაფრთხო უნდა იყოს მისი ყველა მაცხოვრებლისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს