ჩემი ქალიშვილი ზარმაცი დიასახლისია, ამიტომ ხანდახან სახლს მე ვულაგებდი, მაგრამ ახლახან გამომიცხადა, რომ ჩემი დანახვა აღარ სურს თავის ბინაში

3768

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ მშობლების ჰიპერმზრუნველობა ასაკთან ერთად არსად არ ქრება. ზოგიერთ „წიწილას“ ბუდიდან დამოუკიდებლად გამოფრენის საშუალებას აძლევენ (ზოგიერთს ძალითაც კი აგდებენ), ზოგს კი – არა. და, სინამდვილეში, ეს შეიძლება ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდეს. ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს მომავალზე კარიერაზე და არა მარტო.

ჩვეულებრივ მშობლები გადაჭარბებულად ზრუნავენ თავიანთ ერთადერთ შვილზე. მით უმეტეს, თუ ის გვიან ქორწინებაში დაიბადა. მშობლებს უკვე აქვთ გარკვეული დანაზოგი, ცხოვრებისეული შეხედულებები და კარიერა. ამიტომ ისინი მთელ თავიანთ თავისუფალ დროს თავიანთ ერთადერთ შვილს უთმობენ, რომლიც, რა საკვირველია, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ლამაზი არსებაა. შეადარეთ ასეთი მშობლების დამოკიდებულება, იმ მშობლების დამოკიდებულებას, რომელთაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ. უბრალოდ ცა და დედამიწა.

მშობლების ჰიპერმზრუნველობა

ჩვენი ქალიშვილი ჩვენთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იყო. შვილები დიდხანს არ გვიჩნდებოდა და როდესაც გავიგეთ, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, თითქოს ხელახლა შეგვიყვარდა ერთმანეთი. ეს სერიალის ისტორია არ არის. უამრავი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ამ ამბავმა ისინი რაღაც დროით გადაფარა. ამის შემდეგ მე და კოტე ნაკლებად ვკამათობდით და ის სამსახურიდან უფრო ადრე ბრუნდებოდა.

მშობიარობა ძალიან რთული იყო. ექიმმა გვითხრა, რომ, სამწუხაროდ, სხვა შანსი აღარ გვექნება. ასე რომ, კირა, ჩემი ქალიშვილი, გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ნამდვილი სამედიცინო სასწაულია. ხოდა მეც, მთელი ცხოვრება მას სასწაულივით ვეპყრობოდი.

ერთადერთი ქალიშვილი

პირველი ორი წლის მანძილზე, როგორც ყველა გამოუცდელი დედა, მეც ვკანკალებდი მის ყოველ ნაბიჯზე და ყოველ ამოსუნთქვაზე. როდესაც მივხვდით, რომ ენას უკიდებდა, ჩემმა მეუღლემ მთელი ქალაქი შემოირბინა კარგი სპეციალისტის ძებნაში. ექვს თვეში მისი მეტყველება იდეალური გახდა. ყველას ვურჩევ, რომ ეს პრობლემა ადრეული ასაკიდან მოაგვაროს.

კირა კარგ სკოლაში შევიყვანეთ, მათემატიკური განხრით. ვიცი, რომ გოგონები ძირითადად სხვა საგნებს ირჩევენ, მაგრამ მე მინდოდა, რომ ის კარგი პედაგოგებისა და ზრდილობიანი ბავშვების გარემოცვაში ყოფილიყო. რეპეტიტორებთან დაგვყავდა, რათა ყოველთვის სათანადო ქულები ჰქონოდა და შემდეგ კლასში გადასულიყო. შემიძლია დავიკვეხნო კიდეც, რომ ის თავადაც კარგად უმკლავდებოდა. მაგრამ თავის დაზღვევა, ზედმეტი არასოდეს არ არის.

კირა ვიოლინოზეც დაგვყავდა და ჩოგბურთზეც. ჩემს ქმარს უნდოდა, რომ ცხენოსნობის გაკვეთილებზეც გვეტარებინა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ეს უკვე ნამეტანი იქნებოდა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი ბიუჯეტი შეუზღუდავი არ არის და ცოტა ცხენებიც გვაშინებდა. ვიღაც იტყვის, რომ ეს უკვე ჰიპერმზრუნველობაა, მაგრამ ჩვენ ასე არ ვთვლიდით.

მოკლედ, კირა პატარა ლედისავით იზრდებოდა, ჩვენ კი ყველაფერში მის დახმარებას ვცდილობდით. ჩემი ქმარი დღე და ღამ სამსახურში შრომობდა, მე კი – ოჯახის საქმეებს ვუძღვებოდი. ქალაქგარეთ ცხოვრება შრომას მოითხოვა, მე ამას ბავშვობიდანვე მიმაჩვიეს. ჩვენ ოთხი და ვართ, უფროსი მე ვიყავი და ყველაზე ვზრუნავდი, ასე რომ, ვიცი, როგორ ხდება სხვა ოჯახებში.

კირას გათხოვების შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ძალიან შეიცვალა. ჩვენ ახალგაზრდებს ბინა ვაჩუქეთ, მძახლებმა კი ის ბინა კარგად გაარემონტეს. ამის შემდეგ ჩვენი ქალიშვილი თითქოს გაგვირბოდა. განსაკუთრებით მე. არ ვიცი, ასე რატომ მოხდა.

დედა-შვილის ურთიერთობა

პირველი ექვსი თვის მანძილზე ყველაფერი შედარებით კარგად იყო. მე მასთან მივდიოდი, ინტერიერისთვის სხვადასხვა იდეებს ვთავაზობდი. მაგალითად, ვუთხარი, რომ სამზარეულო თეთრი არ უნდა იყოს. ეს ლამაზია, მაგრამ არაპრაქტიკული. ვიკამათეთ. მას თეთრი სამზარეულო უნდოდა. და ყოველ კვირა მას ვინ გაწმენდს?

შემდეგ კედლების ჯერი დადგა. მე მას მდოგვისფერ ვარიანტს ვურჩევდი, როგორც ჩვენს სახლშია. თვალსაც სიამოვნებს და ლაქებიც არ ეტყობა. ბავშვები რომ გაჩნდებიან, ეს გარდაუვალია. მახსოვს, ბავშვობაში როგორ მოხატა კირამ მთელი კედლები. ჩვენ მასზე არ გვიყვირია, მაგრამ მაშინ რამდენიმე რულონი შპალიერის ყიდვა დიდ პრობლემას წარმოადგენდა. რატომ არ შეიძლება, რომ ახლა მაინც მოვიქცეთ გონივრულად?

კიდევ ერთი კონფლიქტი გვქონდა სააბაზანო ოთახის გამო. ჩვენ მას საშხაპე კაბინა ვურჩიეთ, მას კი აბაზანა უნდოდა. არ მესმის ადამიანების, რომლებიც საათობით აბაზანაში წვანან. ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ. ახლა მორჩა, უამრავი საქმეა!

რემონტის დასრულების შემდეგ ნელ-ნელა შევრიგდით. მე მაშინ მივხვდი, რომ კირას იმის ჩვენება უნდოდა, რომ ის ჭკვიანია და ყველაფერი იცის. ისწავლა და ახლა მშობლების რჩევები არ სჭირდება. კიდევ კარგი, რომ მუშებმა ყველაფერი კეთილსინდისიერად გააკეთეს. ვერ დავიჩივლებ.

მუდმივი ვიზიტები

მთელი ცხოვრება ვდიასახლისობდი, ამიტომ ძალიან კარგად ვიცი სახლის დალაგება, იატაკის მოწმენდა, მტვრის მოშორება, დაუთოება, დაკეცვა, რეცხვა. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ყველაფერი მარტივია, მაგრამ სინამდვილეში უამრავი ნიუანსია. ის კი არა, რომ ხალიჩის ქვეშიდან მტვერი არ აიღო და გეგონოს, რომ ვერავინ შეამჩნევს.

მესმის, რომ კირა შრომისმოყვარე არ არის და მისი ქმარი მით უმეტეს. ასე რომ, ხანდახან, მათთან სტუმრად მივდივარ და თუ საჭიროა ვალაგებ. ყოველ ჯერზე ერთი და იმავეს ვხედავ: კარადაში ნივთები უწესრიგოდ არის მოთავსებული. ფანჯრებზე ლაქებია. სამზარეულოში გაზქურაზე მუდამ ცხიმის სქელი ფენაა. სააბაზანო ოთახზე აღარაფერს ვამბობ.

მოხუცი არ ვარ, ჯანმრთელობა ხელს მიწყობა, ასე რომ, მივდივარ და ვეხმარები ამ ორ ზარმაცს. ისინი თავიან საქმეებს აკეთებენ, მე არ ვხმაურობ. მეტი რა უნდათ? მაგრამ არა, ჩემი ქალიშვილი მეჩხუბა და თავის ბინაში მისვლა ამიკრძალა. ბინაში, რომელიც მე ვაჩუქე. მე და ჩემმა ქმარმა. და რომელსაც საკუთარი ინიციატივით ვალაგებდი, რომ თავი კომფორტულად ეგრძნოთ, წარმოგიდგენიათ?

კირამ და ჩემმა სიძემ ახლა პირობა წამომიყენეს: დარეკვის გარეშე მათთან არ უნდა მივიდე. ისინი დაკავებულები არიან. კი, როგორ არა. კვირაში ორი უქმე დღე აქვთ და შვილები არ ჰყავთ. თვითონ არაფერს აკეთებენ სახლში და მეც არ მიშვებენ. უკვე ზრდასრული ადამიანები არიან.

სიძეზე არ ვბრაზდები. ვინ ვარ მისთვის? მაგრამ, როდესაც ქალიშვილი ექცევა ასე საკუთარ დედას… სირცხვილია. არც კი ვიცი, რა სიტყვა შევარჩიო. არადა რა კეთილი და გონიერი ბავშვი იყო. კარგად მახსოვს, ახლა კი? მშობლების უპატივისმცემლობა და სრული იგნორი. რით დავიმსახურეთ? მართალს ამბობენ: ახლანდელი თაობა არ ვარგა. ახლა ამას მეც ვეთანხმები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს