მე და ჩემი ქმარი სიღარიბეში არ ვცხოვრობთ, ცოტას მშობლებსაც ვეხმარებით, მაგრამ ცოტა ხნის წინ მათ თავიანთი თხოვნით გამანაწყენეს

2434

ტიპური პრობლემა ოჯახში: უნდა მისცენ თუ არა შვილებს ფული თავიანთი „სურვილებისთვის“? ყველა თავისებურად ფიქრობს, მაგრამ ყველაზე ხშირად პასუხი ოჯახის ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ბავშვები იზრდებიან და მათი მოთხოვნები მხოლოდ “ძვირდება”. როდესაც მშობლები თავად ვერ უმკლავდებიან, ძმებს შეუძლიათ მიმართონ დებს ან პირიქით. რა უნდა ვუპასუხოთ ზრდასრულ ნათესავებს ასეთ თხოვნებზე?

პასუხები შეიძლება იყოს ყველაზე არადელიკატური. მართლაც, თუ ადრე და-ძმა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა, ახლა, როდესაც თითოეულს საკუთარი ცხოვრება აქვს, ვალდებულებები ისევ აიძულებთ ერთმანეთის დახმარებას? ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ალბათ, დიახ. მაგრამ, სხვა მხრივ… ყველა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. თქვენ დაეხმარებოდით ძმას ან დას, რომელთანაც დიდი ხანია არ გქონიათ ურთიერთობა?

ჩვეულებრივი ოჯახი გვქონდა. დედა, მამა, მე და ჩემი ძმა, ლაშა. პრინციპში, ბავშვობაზე ბევრი არაფერი მაქვს მოსაყოლი. სკოლაში დავდიოდი, ბიჭები მიყვარდებოდა. დაქალიც მყავდა, ვისთან ერთადაც სერიალებს განვიხილავდით. მგონი, სულ ეს იყო.

ჩემი ძმა ჩემზე 4 წლით უფროსია. ზოგადად ამბობენ, რომ კარგია, როდესაც და უფრო გვიან იბადება. ვითომდა, ის გოგოა და ძმამ უნდა დაიცვას. მე კი გეტყვით, როგორ იყო ჩემს შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ერთი გვარი გვაქვს, ცოტამ თუ იცოდა, რომ ჩვენ და-ძმა ვიყავით.

გაკვეთილზე თმებში საღეჭი რეზინით რომ მივედი, ყველა დამცინოდა. მე მშვენივრად ვიცოდი, საიდან მქონდა ეს საღეჭი რეზინი. ჩემმა ძმამ არ დამიცვა. იმიტომ კი არა, რომ ეშინოდა ან არ იცოდა. მას უბრალოდ არ აინტერესებდა. მერა რა, უმცროსკლასელები არიან.. მე კი ეს კარგად დამამახსოვრდა, რადგან მაშინ საერთოდ არავინ დამიცვა.

ან, აი კიდევ ერთი მაგალითი. ზაფხულის არდადეგების დროს ერთი ბიჭი გადამეკიდა. მაშინ ლაშა მას ძალიან კარგად იცნობდა. ვკითხე, ვინ არის, როგორი ადამიანია? ბოლოს და ბოლოს, გამუდმებით მირეკავდა და დამდევდა. ჩემმა ძმამ არაფერი მითხრა, მხოლოდ ის თქვა, რომ იმედი არ უნდა მქონოდა, რომ ჩვენ კარგი წყვილი გავხდებოდით. და ეს იმიტომ, რომ მე მასზე ბევრად სულელი ვარ, ის კი ყველაზე მოუხერხებელია მათ კომპანიაში. მოკლედ, არაფერი მირჩია და დამატებით დამამცირა კიდეც.

მერე აღმოჩნდა, რომ მას ნამდვილად მოვწონდი. მაგრამ რა ვქნა, ახალგაზრდები ვიყავით, სულელები. შემდეგ ის კერძო სკოლაში გადავიდა. ახლა საკუთარი ბიზნესი აქვს. წარმოიდგინეთ, სულელს…

თუმცა, მე თვითონაც, ასე ვთქვათ, სიღარიბეში არ ვცხოვრობ. 23 წლის ასაკში გავთხოვდი. შემდეგ ყველაფერი სტანდარტის მიხედვით. შვილები შეგვეძინა, ბინა შევიძინეთ იპოთეკით. მანქანაც გვყავს. სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ ჩემს ქმარს შტატებში მოუწია წასვლა სამუშაოდ. დროდადრო ჩამოდის, ჩვენთან ყველაფერი კარგადაა. მაგრამ მაინც, მანძილი – დიდი პრობლემაა.

ლაშა სხვა გზით წავიდა. ის დაქორწინდა და 2 წლის შემდეგ დაშორდა. საშინელი სკანდალი იყო, მისმა ყოფილმა სოციალურ ქსელშიც კი მომწერა, რომ ძალიან იმედგაცრუებული იყო ჩვენს ოჯახზე, მასზე და ზოგადად ყველაფერზე. შემდეგ, ჩემი ძმა მეორედ დაქორწინდა და შედეგი მსგავსი იყო. ისევ განქორწინება, მაგრამ ყველაფერი წყნარად, მშვიდად და სინამდვილეში, რაღაცნაირად მოსაწყენადაც კი.

ახლა უცოლოა, ალიმენტს იხდის, წარმოებაში მუშაობს და ყველაფერში სხვას ადანაშაულებს და არა თავის სულელურ ხასიათს. სხვათა შორის, ის მშობლებთან ერთად ცხოვრობს. ახლა ცალკე საცხოვრებლის ფული არ აქვს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ საერთოდ არ დავუახლოვდით ერთმანეთს და მესმის რატომაც.

ბავშვობაში არ ვყოფილვართ საკმარისად ახლოს და ახლა, ამ არეულობაში… მე მესმის მისი. რომელ დაზეა საუბარი, როდესაც ცხოვრებაში ასეთი არეულობა გაქვს? ჩემი გაგებაც შეიძლება. რა დახმარებაზე შეიძლება იყოს საუბარი, ასეთი ურთიერთობის შემთხვევაში?

ჩვენი მშობლები პენსიონერები არიან. დროდადრო მათ ფინანსურად ვეხმარები. ჩემს ოჯახს ამის პრობლემა არ აქვს. მეუღლეს კარგი ხელფასი აქვს, მეც ვმუშაობ, ყველაფერი კარგადაა. განა, რამდენი სჭირდებათ მათ? მამას ორი გატაცება აქვს – თევზაობა და ძველი ჟიგულის შეკეთება, რომელიც გადასაგდები უფროა, ვიდრე შესაკეთებელი.

დედა დიასახლისია, მაგრამ ხანდახან წიგნების ყიდვა უყვარს. შეიძლება არც კი წაიკითხოს, მაგრამ თავად პროცესი და კარგი ეგზემპლიარების შენახვა მოსწონს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს მისი ჰობია. მე მას ამაში ვეხმარები. შემიძლია უბრალოდ მივიდე და მივუტანო იშვიათი ნაწარმოებების კარგი კრებული, თუკი მსგავს რამეს ვიპოვი ინტერნეტში. სულ ესაა, საკვების და ტანსაცმლისთვის ფული ჰყოფნით.

მაგრამ ცოტა ხნის წინ ჩემს ძმას მანქანა გაუფუჭდა, დიდი თანხა სჭირდება. ბოლო დროს ის ამ მანქანით მუშაობდა, ამიტომ პრობლემა საკმაოდ კრიტიკულია. მას ფული არ აქვს. ამხელა თანხა არც ჩემს მშობლებს აქვთ. რა თქმა უნდა, იმ მომენტში ყველას მე გავახსენდი.

თავიდან დედამ მიმანიშნა, რომ დავხმარებოდი. მერე მამაჩემმა დარეკა. ლაშამაც მომწერა, რომ ჩემთან შეხვედრა და საუბარი უნდოდა. მშვენივრად ვიცი, რა თემაზე უნდა საუბარი, მაგრამ არ მაინტერესებს.

სწორად გამიგეთ, მესმის, რომ ადამიანს ცხოვრებაში შავი ზოლი აქვს და რომ ის ჩემი ძმაა, მაგრამ ეს მხოლოდ ქაღალდზეა ასე. სინამდვილეში, ის არის უცხო ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მაიგნორებს და არაფრად მაგდებს. ახლა რა ვქნა, ყველაფერი მივატოვო და მის დასახმარებლად გავიქცე? რატომ?

მინდა სიმტკიცე გამოვიჩინო და უბრალოდ უარი ვუთხრა. მესმის, რომ ჩემი მშობლებისთვის ეს ღალატი იქნება და ისინი, რა თქმა უნდა, მის მხარეს დაიკავებენ. ისინი ხომ მასთან ერთად ცხოვრობენ და ის მათთან უფრო ახლოსაა. თანაც ის მათი მემკვიდრეა. მე ვინ ვარ? ქალიშვილი, რომელიც ახლა ცალკე ცხოვრობს და თავისი ოჯახი აქვს… საქმე სულაც არ ეხება ფულს, არამედ დამოკიდებულებას. და კიდევ პრინციპებს…

რა შეიძლება გამოიწვიოს ამან მომავალში? დრო გავა და ვნახავთ. მე ვაპირებ, რომ ჩემი პოზიცია შევინარჩუნო და გავაკეთო ის, რასაც ჩემი საღი აზრი მკარნახობს. სწორედ ისე ვუპასუხებ ახლა, როგორც ადრე მექცეოდნენ. რა ვქნათ, ცხოვრება ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს