თავში ხმაური და მაღალი წნევა, თირკმლებისა და შარდის ბუშტის დაავადებები – ამ ყველაფერს უბრალო ბალახი მოერევა

6460

ჩვენ ხშირად გვესმის, თუ როგორ უჩივიან ჩვენი ნათესავები თუ მეგობრები ხმაურს თავში ან ყურებში. ცოტა თუ ხვდება, რომ ეს სიმპტომები თავის ტვინის სისხლძარღვების სკლეროზით დაავადებაზე მეტყველებს.

ასევე, უნდა იცოდეთ ისიც, რომ მსგავსი ხმაური ნორმალური არტერიული წნევის დროს არ იჩენს თავს. უფრო სწორად, სკლეროზი ყველაზე ხშირად ჰიპერტონიკებს აწუხებთ. ამ შემთხვევაში კი სისხლძარღვებიც ზიანდება. შევიწროებული, დაბინძურებული, ელასტიურობადაკარგული კედლებით, ისინი ადამიანის ორგანიზმის შესაფერის უჯერედებსა და მონაკვეთებს სისხლით ვერ უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ასეთ ადამიანებში მხედველობის დაქვეითებაც აღინიშნება-ხოლმე. დილით, გაღვიძებისას, თვალები ცრემლითაა სავსე. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ დარღვეულია თვალშიდა წნევა და იწყება მძიმე დაავადება – გლაუკომა.

მნიშვნელოვანია, ამ პირველი სიმპტომების გაჩენის დროს, მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ შესაფერისი მკურნალობის კურსი. დღეს არსებობს უამრავი ჰიპოტენზური, ანტისკლეროტული პრეპარატი, თუმცა ისინი მხოლოდ წნევას ამცირებს, ჰიპერტონიის წარმოქმნის მიზეზი კი უცვლელი რჩება. გარდა ამისა, აბები, დროთა განმავლობაში, აზიანებს სხვა ორგანოებს, ორგანიზმი ეჩვევა ამ სამედიცინო პრეპარატებს.

სისხლძარღვებისთვის ელასტიურობის დაბრუნება აბების გარეშე

არსებობს სისხლძარღვების გაწმენდის, მისთვის ელასტიურობის დაბრუნების მეთოდი, რომელიც არ მოითხოვს სამედიცინო საშუალებებს. ამაში დაგეხმარებათ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მცენარე, რომელსაც თითქმის ყოველდღე ვხედავთ – წიწმატურა.

მისი სამკურნალო თვისებები ჩვენმა წინაპრებმა დიდი ხნის წინ შენიშნეს, როცა გაზაფხულზე მცენარის პირველი ფოთლები გასინჯეს და იგრძნეს კუჭის მოქმედებისა და ნაწლავების მოტორიკის გაუმჯობესება, წნების შემცირება და თავის ტკივილების გქრობა. ჩვენი ბაბუები და დიდი ბაბუები იმასაც ამჩნევდნენ, რომ წიწმატურას ფოთლების წვენი ახორცებდა ჭრილობებს, აღადგენდა სისხლის მიმოქცევას.

მცენარე გვეხმარება ორგანიზმის ინტოქსიკაციის თავიდან აცილებაში, როცა სისხლი ღვიძლის მარჯვენა ნაწილშია შეკავებული და ჩნდება ე.წ. სისხლის დამპალი ტბა, წმენდს ნაღვლის ბუშტს, არეგულირებს ნაღვლის მიმოქცევას, შლის და გამოაქვს კენჭები ორგანიზმიდან.

როგორც უკვე აღინიშნა, წიწმატურა კურნავს თირკმლებსაც. მცენარე მათგან ქვიშასა და წყალს დევნის, რისი დამსახურებითაც ადამიანი წონაშიც იკლებს, ეჭიმება მუცელი, აღარ იღლება ადრინდელივით სწრაფად.

წიწმატურით მკურნალობა

  1. 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებს საღამოს დაასხით 1 ჭიქა გაციებული გადადუღებული ან წყაროს წყალი. დააყენეთ მთელი ღამით – დილით ნაყენი მზად იქნება. მიიღეთ 1-2 ს.კ. დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ასევე, შეგიძლიათ მიიღოთ 1/4 ჭიქა დღეში ოთხჯერ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
  2. 1 ჩ.კ. დაქუცმაცებულ ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20-30 წუთით. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, ხოლო მეოთხე ნაწილი – ძილის წინ,

სხვა მცენარეები ყურებში ხმაურის წინააღმდეგ

  • თავში ხმაური აღარ შეგაწუხებთ, თუ 1 ს.კ. გამომშრალ და დაფქულ მწვანე ლობიოს პარკებს დაასხამთ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, დააყენებთ 30 წუთით თავსახურის ქვეშ, გადაწურავთ და მიიღებთ თითო ს.კ. ნაყენს დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ყოველ ორ დღეში გააკეთეთ ორდღიანი შესვენება. მკურნალობის კურსი 1-2 კვირას უნდა მოიცავდეს;
  • გირჩევთ, დააქუცმაცოთ და შეურიოთ 5 ს.კ. წიწვები, 2-2 ს.კ. ასკილის ნაყოფი და ხახვის ქერქი. დაასხით მასას 0.5 ლ წყალი, აადუღეთ, ხარშეთ 3 წუთით ნელ ცეცხლზე, დააყემეთ 2-3 საათით თბილ ადგილას, გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში სამჯერ.
  • ხმაური ყურებში, მსხვრევა თავში აღარ შეგაწუხებთ, თუ წითელი სამყურას ნაყენს მიიღებთ – 100 გ დღეში ორჯერ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს