დილით საწოლში წოლისას, ეს კუნთი დაჭიმეთ. თქვენ იგრძნობთ, როგორ გიბრუნდებათ ახალგაზრდობა და სილამაზე

769

ყველა ქალი ოცნებობს, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა. რა თქმა უნდა, შეგვიძლია მივმართოთ პლასტიკურ ქირურგიას, კოსმეტიკურ საშუალებებს და სხვა. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც ახალგაზრდობის შენარჩუნებაც გვინდა და ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვაც? ქალმა თავის მოვლა ახალგაზრდობიდან უნდა დაიწყოს. რაც უფრო ადრე დაიწყებთ საკუთარ თავზე ზრუნვას, მით უფრო გვიან დაიწყება დაბერების პროცესი. ამიტომ უნდა მიეჩვიოთ ყოველდღიურ პროცედურებს, რომლებიც ახალგაზრდობისა და მხნეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში – თავის მოვლის ყველაზე მარტივ მეთოდს გაგიზიარებთ. ამას დიდი დრო და ძალისხმევა არ დასჭირდება და ამასთანავე, ახალგაზრდობას დაგიბრუნებთ. წესად აქციეთ ამ ვარჯიშის შესრულება ყოველ დილით. ძალიან მოკლე დროში შეამჩნევთ, თუ როგორ გაახალგაზრდავდა თქვენი სახე. გარდა ამისა, ეს ვარჯიში დაგეხმარებათ, რომ მთელი დღის მანძილზე ენერგიული იყოთ. თქვენ ახალი ძალები და შთაგონებები გაგიჩნდებათ!

როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე

ამ ვარჯიშის მეშვეობით ხდება ზემოქმედება ე.წ. ახალგაზრდობის კუნთზე. ის მდებარეობს კისერზე – წინა მხარეს. სწორედ ამ კუნთის ტონუსზეა დამოკიდებული თქვენი სახის ოვალი და სხეულის ახალგაზრდობა.

დილით გაღვიძებისთანავე დაწექით სწორად. უნდა იწვეთ ზურგზე, ხელები უნდა იყოს გვერდებზე და უნდა დაიწყოთ მკლავების ქვემოთ გაჭიმვა, რაც შეიძლება ძლიერად. ამავდროულად, თავი მთელი ძალით უნდა აწიოთ ზევით, მაგრამ ისე, რომ არ გეტკინოთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში 4-5 წამის განმავლობაში, შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ ეს ვარჯიში 7-8 ჯერ.

ამის შემდეგ ადექით საწოლიდან და სახე დაიბანეთ. როდესაც ხელისგულები წყლით შეივსება შემდეგი სიტყვები წარმოთქვით: „სუფთა წყალი მაძლიერებს და ახალგაზრდობას მიბრუნებს“. სახე ამ წყლით დაიბანეთ.

თუ ამ ვარჯიშს რეგულარულად შეასრულებთ, პირველ შედეგს 3 კვირის შემდეგ დაინახავთ. თქვენ არა მხოლოდ გაახალგაზრდავდებით, არამედ ძალა და ენერგიაც მოგემატებათ. თქვენი კანი ჯანმრთელი და ელასტიური გახდება. სახე და კისერი გახდება აჭიმული და მკვრივი.

თავის მოვლა საკუთარ შედეგს იძლევა

რამდენიმე თვის შემდეგ, თქვენ უბრალოდ ვერ იცნობთ საკუთარ თავს სარკეში. მიიღებთ სასიამოვნო კომპლიმენტებს და საჩუქრებს. თქვენი ცხოვრება სასიამოვნო მომენტებით შეივსება, სურვილები კი ნელ-ნელა ახდება. გაგიჩნდებათ შესაძლებლობა, რომ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება ისე, როგორც გსურთ.

თქვენი ცხოვრების ყველა სფეროში ხელსაყრელი ცვლილებები დაიწყება. მხოლოდ ერთ პატარა ვარჯიშს შეუძლია, რომ ახალგაზრდობა და სიცოცხლისუნარიანობა დაგიბრუნოთ. ამავდროულად, თქვენ არ გჭირდებათ ფულის დახარჯვა ძვირადღირებულ კოსმეტოლოგებსა და პლასტიკურ ქირურგებზე.

ჩვენს სხეულს რეგენერაციისა და ახალი უჯრედების წარმოების უნარი აქვს. მხოლოდ იმის ცოდნაა საჭირო, თუ რომელი კუნთები რაზეა პასუხისმგებელი ჩვენს ორგანიზმში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი სხეულის მოსმენა და იმის გაგება, თუ რა აკლია ჩვენს ორგანიზმს.

რეგულარული ძილი და ვარჯიში, ჯანსაღი კვება და კარგი აზრები – ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქალის ახალგაზრდობის შენარჩუნებას და გახანგრძლივებას. ქალი ხომ იმისთვისაა შექმნილი, რომ უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავი შექმნას და საკუთარ თავს შთააგონოს. ამიტომ, არასოდეს არ უნდა შეგრცხვეთ საკუთარი სხეულის, არამედ მხოლოდ მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოთ. როდესაც ქალი საკუთარი თავით კმაყოფილია, მთელი სამყარო მისია, მისი ყველა ოცნება ხდება!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს