კოთხოჯი კურნავს დეპრესიას, კუჭს, თვალებსა და ნაღვლის ბუშტს. რა არ ვიცოდით თათრული მცენარის შესახებ

0
1101

კოთხოჯის ფესვები დიდი პოპულარობით სარგებლობს არამხოლოდ კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, არამედ, როგორც მატონიზებელი საშუალება რევმატიზმისა და ნერვული სისტემის დაქვეითების დროს, მხედველობისა და სმენის გასაუმჯობესებლად, მენსტრუალური ციკლის დარღვევისა და ტრიქომონადებით დაინფიცირების დროს, როგორც ბაქტერიციდული საშუალება გრიპის, ტიფის, ქოლერას ეპიდემიის დროს, ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტისა და ბრონქული ასთმის დროს, ქოლეცისტიტისა და თირკმელკენჭოვანი დაავადებების დროს. კოთხოჯს ზურგის ტვინის ქრონიკული დაავადებების დროსაც იყენებენ, თუ მას თან ახლავს მგრძნობელობის დაკარგვა.

მცენარეს ადგილი აქვს მრავალ ბალახეულ ნაკრებში. გთავაზობთ რამდენიმე გზას კოთხოჯით სამკურნალოდ:

  • პანკრეატიტი: აიღეთ 50-50 გ კოთხოჯისა და ბაბუაწვერას ფესვები, 25-25 გ ჭინჭრის, ბეგქონდრის ფესვები, პიტნის ფოთლები და სვიის კვირტები. ყველაფერი დააფქვიეთ ყავის საფქვავში 2-3-ჯერ – ერთგვაროვანი ფხვნილის მდგომარეობამდე. შეურიეთ 5 ს.კ. ფხვნილი 200 გ თაფლს, ჯემს ან მურაბას. მიიღეთ 1-2 ჩ.კ. დღეში 1-2-ჯერ, დიდი ხნის განმავლობაში. შეინახეთ მაცივარში.
  • მიომა: 1 ს.კ. კოთხოჯის გამომშრალი ფესვის ფხვნილს შეურიეთ 50 მლ ალოეს წვენი და 50 გ თაფლი. დააყენეთ 3 დღით. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე. ეს ერთ-ერთი საკმაოდ ეფექტური სამკურნალო საშუალებაა მიომის დროს, განსაკუთრებით, თუ მას გამოიყენებთ დამატებით მკურნალობებთან კომპლექსში.
  • მხედველობა: 1 ჩ.კ. ფესვებს დაასხით 300 მლ ყურძნის ღვინო, დააყენეთ 2-3 კვირის განმავლობაში და მიიღეთ 10-30 წვეთი, გახსნილი 1 ჩ.კ. წყალში (დოზირება ინდივიდუალურია).
  • ტონზილიტი (ქრონიკული): 2 ს.კ. ფესვებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე. დაორთქლეთ 20-30 წუთით და გადაწურეთ. გამოივლეთ ყელი მაქსიმალურად ხშირად.
  • სანაღვლე გზების დისკინეზია: 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ და გააჩერეთ 20 წუთით. მიიღეთ 2 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
  • დეპრესია: 100 გ ფესვებს დაასხით 1 ლ წითელი დესერტის ღვინო, დააყენეთ 15 დღით. დალიეთ 1/3 ჭიქა ჭამამდე

უკუჩვენებები

  • კოთხოჯის მიღება არ შეიძლება კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობისას. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, ჩართეთ იგი კარგად დაბალანსებულ ნაკრებში, რომელშიც შედის მარილმჟავას მომატებული სეკრეციის მარეგულირებელი მცენარეები.
  • ძველ წყაროებში აღნიშნულია, რომ კოთხოჯის მიღება არ შეიძლება თირკმლების მწვავე ანთების დროსაც.
  • კოთხოჯის ნაყენი მავნეა კუჭის დაავადების მწვავე ფაზაში.
  • ცნობილია, რომ კოთხოჯის ფხვნილი გულძმარვას ახშობს, თუმცა ზოგს ეზარება მცენარის დაფქვა და პირდაპირ ღეჭავს მას, რაც ძლიერ ღებინებას იწვევს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი