ჩვენ შეჩვეულები ვართ სამზარეულოში ძალიან სასიამოვნო სურნელებს. ახალი ნამცხვრებისა და ახლად მოხარშული წვნიანის არომატმა არ შეიძლება არ გაგახაროს. მაგრამ რა ვუყოთ სურნელს, რომლისგანაც გაქცევა გინდა? რა თქმა უნდა, მას უნდა ვებრძოლოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოგვიტანს სამზარეულოში კერძის მომზადების პროცესი სიამოვნებას. პაპარაცის დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ მარტივ ხრიკებს, რომლებიც გაზქურის ღუმელიდან უსიამოვნო სუნის მოშორებაში დაგეხმარებათ.
ასეთ პრობლემასთან გამკლავება საკმაოდ მარტივი იქნება, თუ რამდენიმე პატარა ხრიკი გეცოდინებათ. ღუმლის გაწმენდის შემდეგ ნამწვის სუნი არაფრით არ ქრება? დროა, ყველაზე საიმედო ხალხური საშუალებები გამოვიყენოთ.
უსიამოვნო სუნი ღუმელში. როგორ გავუმკლავდეთ მას
ხრიკი ლიმონის წვენის გამოყენებით
ღუმლიდან ნამწვის სუნის მოსაშორებელი ყველაზე ეფექტური საშუალება ჩვეულებრივი საპნის და ციტრუსის წვენისგან მზადდება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მისი დამზადება სახლის პირობებში. მსხვილ სახეხზე გახეხეთ მყარი საპონი თქვენი საყვარელი არომატით. დაუმატეთ ლიმონის წვენი იმ რაოდენობით, რომ სქელი ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. ჭურჭელს მზა პროდუქტით ღუმელში ვათავსებთ და ღამის განმავლობაში შიგნით ვტოვებთ. დილით მას ღუმლიდან ვიღებთ და ვტკბებით ღუმელიდან მომდინარე სასიამოვნო ციტრუსის არომატით.
ამის შემდეგ, კონტეინერში, რომელშიც პროდუქტი იყო, უნდა ჩაასხათ თბილი წყალში, მასში მცირე რაოდენობით სარეცხი საშუალებების დამატებით. სამზარეულო უნდა გაანიავოთ. სუნის მოშორების პროცესი დასრულებულია.
დამატებითი საშუალებები
თუ ლიმონი ხელთ არ გაქვთ, შეგიძლიათ მიმართოთ არანაკლებ ეფექტურ მეთოდებს, რომლებიც ნამწვის სუნის მოშორებაში დაგეხმარებათ. ამისათვის, თქვენ ყველაზე უბრალო ინგრედიენტები უნდა გამოიყენოთ.
- გააქტიურებული ნახშირი. ეს არის სააფთიაქო საშუალება, რომელიც ძალიან იაფი ღირს და საუკეთესოდ ებრძვის უსიამოვნო სუნს. გააქტიურებული ნახშირის 15 აბი ჭიქა წყალში გახსენით. ჭიქა ღუმელში შედგით 2 საათით. ამ დროის მანძილზე ნახშირი უსიამოვნო სუნს შეითვისებს.
- საკვები სოდა. ჩაყარეთ სოდა ღრმა ჭურჭელში და შედგით ღუმელში რამდენიმე საათით, რათა ყველა ცუდი სუნი შეითვისოს.
- ყავის მარცვლები დაფქვით და თეფშზე გადაიტანეთ. სურნელოვან ყავას ვათავსებთ ღუმელში 2-3 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც უცხო სუნის კვალიც აღარ დარჩება.
- სხვადასხვა ბალახეული. პიტნა, მელისა და სალბი შესანიშნავად აქრობს ნამწვის ყველანაირ კვალს. ამ რამდენიმე ბალახის ნარევი კარგად უნდა გარეცხოთ და მოათავსოთ ოდნავ გახურებულ ღუმელში. ცოტა ხანში ნამწვის სუნი ცუდ სიზმრად მოგეჩვენებათ.
თუ გსურთ, რომ ამ პროდუქტების გამოყენება არ დაგჭირდეთ, დაიმახსოვრეთ, რომ ღუმელი ყოველი მომზადების შემდეგ უნდა გაიწმინდოს. რეგულარულად გაწმინდეთ იგი საპნიან წყალში დასველებული ღრუბლით და სამზარეულოში უსიამოვნო სუნი აღარ გაჩნდება.