ჩემი ქმრის ნათესავები ყოველ უქმეებზე ჩვენს სახლში იკრიბებიან და ხმაურიან წვეულებებს აწყობენ. მე ამ დროს თავს უცხოდ ვგრძნობ

349

ოჯახური დღესასწაულების ერთად გატარება მშვენიერია. განსაკუთრებით ახლა, ზაფხულში, სუფთა ჰაერზე. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარ დაგეგმვა, თუ ვინ რაზეა პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ხშირად ხდება, რომ ადამიანები ივიწყებენ ამ მომენტს ან საკმარისად სერიოზულად არ ეკიდებიან მას, ამიტომ შედეგსაც შესაბამისს ღებულობენ.

თუ საჭმელსა და სასმელს სწორი რაოდენობით შეიძენთ, აირჩევთ კარგ ადგილს, გეცოდინებათ, რომ ამ დღეს მზიანი ამინდი იქნება – დასვენება თითქმის ასი პროცენტით გარანტირებულია. მხოლოდ ერთი პუნქტი რჩება დასაზუსტებელი. ვინ დაისვენებს და ვინ იმუშავებს?

ოჯახური დღესასწაულები

მინდა, ცოტა რამ ჩემი ქორწინების შესახებ გიამბოთ. მე ვარ ისეთი გოგო, რომელსაც ვერ მოატყუებ რომანტიკული ზღაპრით ბედნიერების შესახებ, გარკვეული კომფორტის გარეშე. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ მერკანტილური ვარ, მაგრამ მე უნდა ვიცოდე, რომ ჩემს მამაკაცს აქვს გარკვეული შესაძლებლობები. ყვავილების უზარმაზარი თაიგულის ჩუქება ან ჩემს სილამაზეზე ლექსის დაწერა – არ არის გმირობა. გმირობა – ოჯახის უზრუნველყოფაა.

ორი პატარა შვილი გვყავს, რომლებსაც ერთად ვზრდით. მათზე ბევრ ენერგიას ვხარჯავ, ამიტომ ხანდახან ძიძა და დამლაგებელი მეხმარებიან. სახლის საქმეების არ მეშინია, მაგრამ ჩვენ კერძო 2 სართულიანი სახლი გვაქვს. ან ვიღვიძებ და ღამემდე ვწმენდ მტვერს, ან სხვა ქალები მეხმარებიან და მე ვრჩები ლამაზ, ნაზ და არაფეთქებად მეუღლედ და დედად.

მთლიანობაში, ყველაფერი მაწყობს, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ეს დასვენებას ეხება. დიახ, დიახ, ზაფხული, მზე, სუფთა ჰაერი – მე კი ვჭირვეულობ. მაგრამ სანამ განმსჯით, ჯერ მომისმინეთ. ზედმეტი პრობლემების გამოგონება, ჩვევად არ მაქვს, დამიჯერეთ.

ზაფხულში მე და ჩემი მეუღლე სახლში ვრჩებით. ჩვენ ყველა დღესასწაულს, ოჯახურ შეკრებას და თუნდაც უქმეებს – მის ნათესავებთან ერთად ვატარებთ. არც ესენი არიან ღარიბი ხალხი, უმეტესწილად ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენენ, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან ბევრნი არიან. ერთ ასეთ შეხვედრაზე შიძლება 20-მდე ადამიანი მოვიდეს. დილიდან.

გაუგებრობა ოჯახში

უამრავი საჭმელი, მწვადი, ზღვის პროდუქტები, სასმელები, მუსიკა და მე ასეთ დღესასწაულებზე თავს უცხოდ ვგრძნობ. ქმრის ნათესავებს მაინცდამაინც არ მოვწონვარ, სალაპარაკო არაფერი გვაქვს, საუბარში ვერ ვერთვები. ბავშვებთან რომ მივიდე, სხვისი შვილების მიხედვაც მომიწევს: მათი ბიძაშვილების, დეიდაშვილების და ასე შემდეგ. ასე რომ, ჩრდილში ვრჩები და ხანდახან საკუთარ თავზე მზარეულის მოვალეობასაც კი ვიღებ.

ასეთი “წვეულებები” თვეში რამდენჯერმე იმართება. მიკვირს, რომ სახლის გარშემო მთელი გაზონი ჯერ არ გათელილა. მართალი გითხრათ, სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ ჩემი ქმრის ძმები და დები მაინცდამაინც აღარ მომწონან და არც მისი მშობლები. მომწყინდა მათი მუდამ მღეჭავი სახეების ყურება. ეს უკვე მაღიზიანებს.

ჩემ ქმარს ჩემი არ ესმის. მისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამისგან სიამოვნებას ღებულობს. ის ამბობს, რომ ოჯახის გუნდს მეც უნდა შევუერთდე, უცხო არ ვარ. არ შემიძლია, რაც არ უნდა ვეცადო. არ გვაქვს საერთო თემები სასაუბროდ. თავის ტკივილის მომიზეზებაც, არ არის გამოსავალი. ორჯერ დაიჯერებენ, მესამეზე ჭორაობას დაიწყებენ. ასეთი მენტალიტეტი აქვთ.

ვცდილობ, ჩემი ქმარი დავარწმუნო, რომ რამდენიმე შაბათ-კვირა მაინც გავატაროთ ვიწრო ოჯახურ წრეში. მხოლოდ ის, მე და ბავშვები. წყნარად, მშვიდად, რომანტიკულად. შეგვიძლია ჩავრთოთ მუსიკა, დავტკბეთ ამინდით და ცით. მაგრამ არა. ის მეუბნება, რომ ბევრს მუშაობს, არ მღალატობს, არ აქვს ცუდი ჩვევები. ჩემთან შეხვედრის შემდეგ სათევზაოდაც კი აღარ დადის. ეს წვეულებები მისი ერთადერთი სიხარულია და ოჯახი წმინდაა.

უბრალოდ არ ვიცი, რა ვუპასუხო. ის რაღაც მომენტში მართალია, მაგრამ საკუთარ თავსაც არ ვადანაშაულებ. ვფიქრობ ჩემს დას ვესტუმრო მეზობელ ქალაქში. მასაც ორი შვილი ჰყავს და ძაღლიც. ის ძველ ოროთახიან „ხრუშჩოვკაში“ ცხოვრობს. ჩემი დიდი ხნის დავიწყებული წარსულის ატმოსფერო. მაგრამ ვინ იცის, იქნებ მასთან მაინც დავისვენო? იმიტომ, რომ უკვე რეალურად თავბრუ მეხვევა.

წავიდე თუ არა ქმრის წინააღმდეგ

ჩემი ქმარი წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ამბობს, რომ ჩემი ხარჯით უნდა წავიდე. ამისთვის ფულს არ მომცემს, რადგან ჩემ დასთან კონფლიქტშია. ოდესღაც ჩხუბი მოუვიდათ და ახლა ერთმანეთს ცუდად უყურებენ. ამიტომ ჩემ დას ჩვენს ოჯახურ შეკრებებზე არ ეპატიჟებიან. რა გაეწყობა…

დიახ, სხვათა შორის, შეიძლება ვინმე დაინტერესდეს: ჩემი ქმარი ვერ დამეხმარება, რადგან ის ოჯახის უფროსია. მან უნდა გაახალისოს სტუმრები, სასმელი ჩამოასხას და სიახლეები გააცნოს მათ. ასე რომ, ბავშვებთან ან სამზარეულოში მისი დატოვება – სისულელეა, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. უბრალოდ შეუძლებელია.

კიდევ კარგი, რომ მაქვს გარკვეული დანაზოგი. ასე რომ, უპრობლემოდ შემიძლია ჩემ დასთან წასვლა. მაგრამ, შედეგი? ეს ბანაკი სიცოცხლის ბოლომდე უნდა ავიტანო? არც ეს არის გამოსავალი. წარმოიდგინეთ, თითქოს ტავერნის მეპატრონის ცოლი ვიყო. ყოველი დღე, დღესასწაულია. ჩემთვის კი ეს დღესასწაულები დღითიდღე უფრო და უფრო მოსაბეზრებელი ხდება. და ამას დასასრული არ აქვს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს