ქეთიმ ნაგავსაყრელზე ძველი ტრაილერი იპოვა. რამდენიმე თვეში შიგნით შესასვლელად კლიენტები რიგში იდგნენ

1250

როცა ახალგაზრდა ბიზნესმენები ცხოვრებაში პირველ სტარტაპზე ფიქრს იწყებენ, ნაგავსაყრელი უკანასკნელი ადგილი იქნება, სადაც კი შეიხედავენ. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრმა ადამიანმა ნაგვის მთებში ბიზნეს იდეიისთვის ძალიან ბევრი ინსტრუმენტი იპოვა.

აშშ-ს ნაგავსაყრელებზე ძველი ტრაილერები ჯართის მთავარი წყარო გახდა. უმეტესობა მათგანი მათ ჩვეულებრივ ხარახურად მიიჩნევს, თუმცა ერთმა ფხიანმა ქალმა ასეთი ბორბლებიანი სახლის შიგნით მომავალი სილამაზის სალონისთვის იდეალური ადგილი დაინახა.

ოდესღაც ბრწყინვალე ტრაილერი წლებმა საკმაოდ გაანადგურეს.

შიგნით კიდევ უფრო საშინლად გამოიყურებოდა. ალბათ ველური ცხოველების სახლს თუ უწოდებდით. წარმოიდგინეთ, რომ ამ ჯართში რაღაც ნორმალურის შექმნა შეიძლებოდა?

იქ, სადაც ჩვენ უწესრიგობას და დროის უაზროდ ხარჯვას ვხედავთ, ქეთი მაკლაფინმა შესაძლებლობა დაინახა. მან კვლევა ჩაატარა და გაიგო, რომ ტეხასში მობილური სილამაზის სალონის გახსნაზე ლიცენზიას იძლევიან. ამასთან. ტეხასელების უმეტესობა ძალიან ბევრს მუშაობს და მათთვის მოსახერხებელია, როცა სილამაზის სალონი მათთან სახლში მიდის.

ამრიგად, ქეთი სამუშაოს შეუდგა. თავიდან გარე ნაწილით დაიწყო, რადგან ეს პირველია, რასაც კლიენტები ხედავენ.

როცა ტრაილერმა ახალი მონეტივით ბზინვარება დაიწყო, ინტერიერის დროც დადგა.

ქეთის დიდხანს არ უფიქრია, მთელი ხარახურა გარეთ გამოყარა, შიგნით მხოლოდ შიშველი კედლები და შემოქმედების სივრცე დატოვა.

როცა მომავალი სილამაზის სალონი სისუფთავით ანათებდა, კაპიტალური რემონტის დრო დადგა.

მანამდე სალონის პროექტზე დიდხანს მუშაობდა: ნახაზებს ცვლიდა, ავეჯს არჩევდა და გეგმავდა, რომ სივრცე მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოეყენებინა.

გენიალური დაგეგმვის შედეგი გახდა ვინტაჟური სტილის კუთხე, სადაც კლიენტებს დალოდება შეეძლოთ. წარმოიდგინეთ, რამდენიმე კვადრატულ მეტრში მომხმარებლების დასასვენებელი ადგილიც მოიძებნა.

სტილიც არ დავიწყებია: ჭერს ჩაფიქრებული განათების სისტემა ანათებს.

სულ რაღაც 4 თვეში ძველი ჯართი დიდებულ სალონად გარდაიქმნა. ახლა მისი ცნობა შეუძლებელია.

ვფიქრობ, ვერ იპოვით ადამიანს, რომელიც სილამაზის სალონს უგემოვნოდ ჩათვლის და აქ თმის შეჭრაზე უარს იტყვის.

ახლა ქეთი ჰიუსტონში მუშაობს და ტრეილერს დაარქვა „Hair & There Mobile Salon”. მას მუდმივი ადგილსამყოფელი აქვს, მაგრამ მცირე საფასურის დამატებით მზადაა კლიენტს მიაკითხოს. მისი მომსახურება ხალხმრავალ წვეულებებზე (ქორწილებსა და გამოსაშვებ საღამოებზე) განსაკუთრებით მოთხოვნადია.

შესანიშნავი ვარიანტია მათთვის, ვინც ბევრს მუშაობს და უახლოეს სალონში მისასვლელად დროს ვერ პოულობს ან უბრალოდ მათთვის, ვისაც სახლში ყოფნა უყვარს.

მისის მაკლაფონი მობილური სილამაზის სალონის სრულყოფილებისთვის ვარიანტებს მუდმივად ეძებს. ცოტა ხნის წინ ელექტროგენერატორი შეცვალა. ქალი მიღებულ შედეგზე გაჩერებას არ აპირებს და ცდილობს კლიენტებს მაქსიმალურად კარგად მოემსახუროს.

როცა ქეთი თავის ბიზნესს იწყებდა, მობილური სალონი ამერიკელებისთვის უცხო ხილი იყო. ახლა ბაზარს წარმატებით იპყრობენ და ძალიან მალე კლასიკურ ლოკალურ სილამაზის სალონებთან კონკურენციის გაწევას შეძლებენ.

მაკლაფინი მალე მეორე მობილური სილამაზის სალონის გახსნას აპირებს, რადგან ამდენ კლიენტთან მარტო გამკლავებას ვეღარ ახერხებს.

თუ არ იცით ფულის ინვესტირება სად მოახდინოთ, ესეც მზა ბიზნეს იდეა. შესაძლოა, რამდენიმე წელში მსხვილი მობილური სილამაზის სალონის ქსელის მფლობელი გახდე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს