ახალი წვნიანი კიტრის ხრაშუნი – სასიამოვნოა. იმისათვის, რომ ეს ბოსტნეული არარეალურად გემრიელი იყოს, რამდენიმე წესის დაცვაა საჭირო. მხოლოდ ასე შეძლებთ ნაკვეთიდან არომატული კიტრის მოწყვეტას, რომელიც არც მწარე იქნება და არც დამპალი.
გსურთ მიიღოთ ხარისხიანი მოსავალი? მაშინ აუცილებლად გამოიყენეთ ერთი ეფექტური სასუქი, რომლსაც ყველა გამოცდილი მებოსტნე იყენებს. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ძალიან ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი ინგრედიენტები. თქვენ აღარ დაგჭირდებათ ძვირადღირებული სასუქის შესაძენად სპეციალიზებულ მაღაზიაში წასვლა. მთავარია, ეს სასუქი რეგულარულად მისცეთ მცენარეს და მისი საოცარი შედეგით მალევე აღფრთოვანდებით.
ეფექტური სასუქი
ექსპერტები ამბობენ, რომ კიტრს სპეციალური სასუქი სჭირდება, რომელიც ხელს შეუშლის სიმწარის გაჩენას. მის მომზადებას რთულს ვერ ვუწოდოთ. ამისთვის დაგვჭირდება მდოგვის ფხვნილი და ხის ნაცარი. ეს ინგრედიენტები თანაბარი პროპორციებით უნდა შევურიოთ ერთმანეთს და კარგად აურიოთ. მიღებული ნარევი კიტრის ნაკვეთში უნდა დავყაროთ. ერთი ბუჩქისთვის საკმარისია ამ ნარევის 4 ს.კ.
მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, ეს სასუქი რეგულარულად უნდა იქნას გამოყენებული. გამოიყენეთ იგი ყოველ 14 დღეში ერთხელ, მორწყვებს შორის.
რჩევები კიტრის მოყვანასთან დაკავშირებით
არსებობს კიდევ რამდენიმე ნიუანსი, რომელთა შესახებაც უნდა გახსოვდეთ, თუ გემრიელი და ხრაშუნა კიტრის შესანიშნავი მოსავლის მიღებას გეგმავთ (ყოველგვარი სიმწარის გარეშე).
რეგულარული მორწყვა. კიტრს მუდმივი ტენიანობა სჭირდება, ამიტომ მორწყვა არ უნდა დაგვავიწყდეს. ასევე, დაუშვებელია ძალიან ძლიერი გვალვის და ზედმეტი მორწყვის მონაცვლეობა. ეს შეიძლება კიტრის გამწარების მიზეზად იქცეს.
უხვი მორწყვა. ზაფხულში, როცა გარეთ ძალიან ცხელა, ნაკვეთი საკმაოდ ხშირად უნდა მორწყათ. ამისთვის შესაფერისია თბილი წყალი. ბოსტნეული მორწყეთ დღეში ორჯერ: დილით და საღამოს.
როგორც ხედავთ, გემრიელი კიტრის მოყვანა, რომელიც მწარე არ იქნება – საკმაოდ მარტივია. თქვენ უბრალოდ რეგულარულად უნდა მისცეთ მდოგვის ფხვნილისა და ხის ნაცრის სასუქი და არ დაგავიწყდეთ მორწყვა. ეს დაგეხმარებათ ხრაშუნა კიტრის მოყვანაში, რომლითაც შესანიშნავ სალათებს მოამზადებთ.