რატომ და როგორ უნდა მოვხადოთ ქაფი მურაბას

1008

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რისთვის ხდიან ქაფს მურაბას, მისი მომზადების პროცესში? თურმე ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. სწორედ ეს მიზეზები ხდის ამ ნაბიჯს აუცილებელს მურაბის მომზადების პროცესში და მისი გამოტოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

იმისთვის, რომ მურაბა დიდხანს შეინახოს და სიროფმა ფერი არ შეიცვალოს, მოხადეთ ქაფი ხილის მასას მურაბის მოხარშვის დროს. ეს ქმედება დაიცავს მურაბას სწრაფი გაფუჭებისგან და არა მარტო ამისგან.

რატომ უნდა მოვხადოთ ქაფი მურაბას და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს

რით არის მავნე ქაფი

ექსპერტების აზრით, მურაბის მომზადებისას ქაფის მოცილება აუცილებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ ძალიან უსიამოვნო შედეგები.

  • 1.ქაფმა შეიძლება გამოიწვიოს ცუდი სითბოს გადაცემა. შედეგად, კენკრა შეიძლება ზედმეტად მოიხარშოს.
  • 2. ქაფის ცილოვანი ფრაქციები ზოგჯერ ფსკერზე ილექება და შემდეგ იშლება. ამის შედეგად მიიღება ამღვრეული სიროფი.
  • 3. ასევე, ქაფმა, რომელიც ხარშვისას არ მოხადეს, შეიძლება ხელი შეუწყოს მურაბის სწრაფ გაფუჭებას. მისი შენახვის ვადა გაცილებით ხანმოკლე იქნება, რადგან ქაფში არსებული ჟანგბადის ბუშტები ხელ უწყობს კენკრის დამჟავებას.

როგორ მოვხადოთ მურაბას ქაფი სწორად

მურაბის მომზადების დროს ქაფი გაჩნდა? მაშინვე საქმეს უნდა შეუდგეთ. ყოველ ჯერზე, როცა მურაბას ამოურევთ, ქაფიც მოხადეთ. მნიშვნელოვანია: კენკრის მოსამზადებლად უმჯობესია გამოიყენოთ ძალიან ფართო ქვაბი. ამ შემთხვევაში გაცილებით გაგიადვილდებათ ქაფის მოხდა, რომელიც მთლიანად ზევით ამოვა. მისი მოხდა მოსახერხებელია ჩამჩით ან ქაფქირით. ამისთვის ასევე გამოგადგებათ ხის კოვზი ან ჩვეულებრივი სუფრის კოვზი.

ქაფის გაჩენის თავიდან აცილების გზები

იმისათვის, რომ მურაბის მომზადების პროცესში სქელი ქაფი არ ამოვიდეს, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ნიუანსებს:

ხილის მომზადება. კენკრა და ხილი მომზადებამდე ძალიან კარგად უნდა გაირეცხოს. ეს პროცედურა შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს საიმედოობისთვის, რათა მოშორდეს ყველაფერი ზედმეტი.

ჭურჭელი. მურაბა უნდა მოიხარშოს კარგად გარეცხილ ჭურჭელში. ამ მიზნით, უნდა გამოიყენოთ ძალიან დიდი ზომის ქვაბი (სქელი კედლებით და ძირით).

შაქრის დამატება. ამ ინგრედიენტის ხარისხი ასევე ახდენს გავლენას ქაფის წარმოქმნაზე. შეეცადეთ გამოიყენოთ უმაღლესი ხარისხის შაქარი (დიდი გორგლების გარეშე).

ახლა თქვენ უკვე იცით, რამდენად მნიშვნელოვანია მურაბის მომზადების დროს ქაფის მოხდა. არ დაგავიწყდეთ ამის გაკეთება, საუკეთესო მურაბის მისაღებად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს