1996 წელს მთამსვლელი ევერესტის ტრაგედიის ეპიცენტრში აღმოჩნდა. მან სამი ადამიანი რეალური სიკვდილისგან იხსნა

447

1996 წელი ევერესტის დაპყრობის მსურველი მთამსვლელებისთვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ ჯომოლუნგი პირველად ჯერ კიდევ 1953 წელს დაიპყრეს და იმ დროიდან პროგრესის წყალობით მწვერვალის დაპყრობა მნიშვნელოვნად გამარტივდა. მსხვილი კომპანიები ჩვეულებრივ ადამიანებს მწვერვალზე მოხვედრას სთავაზობდნენ და ეს ტრაგედიის მიზეზი გახდა.

90-იან წლებში ფასიანი მთამსვლელობით უამრავი კომერციული ექსპედიცია იყო დაკავებული, მათ შორის „მთის სიგიჟე“, რომელსაც სკოტ ფიშერი ხელმძღვანელობდა, და „თავგადასავლების კონსულტანტები“, რომელსაც რობ ჰოლი ხელმძღვანელობდა. ისინი მოკრძალებული თანხის (50 ათას დოლარამდე) სანაცვლოდ ნებისმიერ მსურველს ევერესტის დაპყრობაში ეხმარებოდნენ.

მათთან ერთად მწვერვალის დასაპრყობად კიდევ ერთი კომერციული ექსპედიცია და ტაილანდელების ჯგუფი გაეშურა. აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი ჰიმალაის ყველაზე მაღალ მწვერვალზე ადიოდა, ხოლო ცალკეული პირები სიმაღლეს საერთოდ ვერ უძლებდნენ.

მთის მარშრუტებზე გადაჭარბებული ტვირთის გამო ექსპედიის წევრებმა ჟანგბადის უმეტესობა უშედეგოდ დახარჯეს. სიტუაცია თოვლიან ქარბუქმა გაამწვავა, შედეგად ხილვადობა თითქმის ნულის ტოლი გახდა.

1996 წლის 11 მაისს მთის ფერდობზე 8 ადამიანი დაიღუპა. მთამსვლელებისთვის ეს წარმოუდგენლად დიდი ციფრია, რადგან, როგორც წესი, წელიწადში დაზარალებულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. 1996 წელს მთელი სეზონის განმავლობაში 15 ადამიანი დაიღუპა და ეს რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა მაშველებს სწრაფად რომ არ ემოქმედათ.

ერთ-ერთი ასეთი იყო ანატოლი ბუკრეევი, ყაზახი მთამსვლელი. ის „მთის სიგიჟის“ ექსპედიციის ერთ-ერთი გიდი იყო და მის მოვალეობაში მონაწილეების უსაფრთხო ჩამოყვანა შედიოდა. როცა ტრაგედიის შესახებ გაიგო, დასახმარებლად გაეშურა და სამი ადამიანი რეალური სიკვდილისგან დამოუკიდებლად იხსნა.

მოგვიანებით მთამსვლელმა დაწერა წიგნი „ასვლა“, სადაც მერკანტილური ორგანიზატორების უყურადღებობა გააკრიტიკა, რომელთაც მსხვილი თანხის სანაცვლოდ მთებში, მთამსვლელობისთვის შეუფერებელი, ცუდად გაწვრთნილი ხალხი აჰყავდათ. 1997 წლის დეკემბერში მთამსვლელი გარდაიცვალა. ის ზამთარში ანაპურნაზე ასვლის დროს ზვავში მოჰყვა.

2015 წელს გამოვიდა ფილმი „ევერესტი“, რომელიც 1996 წლის მაისის მოვლენებზე იყო დაფუძნებული. კინოსურათის ნახვით ნებისმიერი მსურველი შეძლებს იმის შეგრძნებას, რაც ტრაგიკული ექსპედიციის მონაწილეებმა გადაიტანეს.

აი, რა შედეგებს იწვევს ადამიანის სიხარბე. სასიკვდილო საფრთხის მიუხედავად ორგანიზატორებმა მწვერვალზე ასვლა არ გააუქმეს, ოღონდ კი კლიენტს თანხის დაბრუნება არ მოეთხოვებინათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს