კვერცხის სწორი მარკირება და კატეგორიები. როგორ ავარჩიოთ კვერცხი

252

ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე ადამიანის რაციონი კვერცხის ყოველდღიური გამოყენების გარეშე. ისინიც კი, ვისაც დიდად არ მოსწონს შემწვარი ან მოხარშული კვერცხი, ამ პროდუქტს მაინც მიირთმევენ. კვერცხი ასე თუ ისე თითქმის ყველგან გვხვდება. ის მრავალი სოუსისა და სალათის, ცომეულისა და ნამცხვრის განუყოფელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ უნდა ავირჩიოთ კვერცხი.

ყველამ არ იცის, რომ კვერცხის არჩევისას, მთელი რიგი მნიშვნელოვანი წესები და ნიუანსებია გასათვალისწინებელი. როგორ განვსაზღვროთ კვერცხების სიახლე? რას ნიშნავს მარკირება მაღაზიის კვერცხებზე ციფრებითა და ნომრებით? რატომ არ უნდა ენდოთ ეტიკეტებს “ორგანული” ან “ეკო”? ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს პაპარაცის დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.

როგორ ავარჩიოთ კვერცხი სწორად

სინამდვილეში, ამაში რთული არაფერია. მაგრამ დიდი ალბათობით გაგიკვირდებათ, როდესაც გაიგებთ, თუ რომელი კატეგორიის კვერცხია საუკეთესო.

პირველ რიგში შეფუთვაში თითოეული კვერცხი უნდა შემოწმდეს. უნდა დარწმუნდეთ, რომ ნაჭუჭი არ არის დაზიანებული. თუნდაც მცირე ბზარს თუ შეამჩნევთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძინოთ ეს პროდუქტი. კვერცხის ზედაპირზე უამრავი მავნე ბაქტერიაა, რომლებიც უმ ცილასთან შეხებისას მას „ნელი მოქმედების ბომბად“ აქცევს. ნუ ეხუმრებით სალმონელოზს, უბრალოდ უარი თქვით ასეთ კვერცხზე.

ბაზარში ალბათ გეტყვიან რომელი კვერცხია უკეთესი, მაგრამ ყველაზე გულისხმიერი გამყიდველიც კი შეიძლება არაკეთილსინდისიერი ადამიანი აღმოჩნდეს. ამიტომ, ნუ ენდობით – ყურადღებით შეამოწმეთ სათითაო კვერცხი. შეიძინეთ ეს პროდუქტები მხოლოდ სანდო ადგილებში, სადაც სანიტარული და ეპიდემიოლოგიური კონტროლი ტარდება.

თუ შეიძინეთ კვერცხი, რომელიც მარკირების გარეშეა და შემოწმება გსურთ, უბრალოდ მოათავსეთ ცივ წყალში. ახალი კვერცხი ძირში დარჩება, გაფუჭებული კვერცხი ერთ-ორ წუთში მაღლა ამოვა.

კვერცხის კატეგორიები: რა განსხვავებაა

სანამ უფრო დეტალურად განვიხილავთ C0, C1 და C2 კვერცხებს შორის განსხვავებას, გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს ეს კომბინაციები. კვერცხების მარკირება ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • A – საკვები კვერცხი (ექსპორტი);
  • B – მეორე კლასის კვერცხი (ექსპორტი);
  • C – სუფრის კვერცხი (ყველაზე ხშირად გვხვდება თაროებზე);
  • ექსტრა – საექსპორტოდ განკუთვნილი კვერცხი;
  • D – დიეტური კვერცხი.

ასევე არის საკვები კვერცხი, რომელიც ინახება 0 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე. მათ ჩვეულებრივ აქვთ აღნიშვნა “გაციებული”. არის ისეთი კვერცხიც, რომელიც გამოიყენება გადასამუშავებლად მხოლოდ სამრეწველო მიზნებისთვის. როგორც წესი, ის არ არის განკუთვნილი გასაყიდად.

როგორ განვსაზღვროთ კვერცხის მასა

  • 0 – უმაღლესი კატეგორიის შერჩეული კვერცხი (წონა 73 გ-მდე);
  • 1 – პირველი კატეგორიის კვერცხი (63 გ-მდე);
  • 2 – მეორე კატეგორია (53 გ-მდე);
  • M – მცირე ზომის კვერცხი, რომლის წონა 45 გრამამდეა, უმეტესწილად არ იყიდება ან იყიდება ფასდაკლებით.

გაითვალისწინეთ ყველა აღნიშნული კრიტერიუმი, განსაკუთრებით თუ ბისკვიტის ან ბეზეს გამოცხობას აპირებთ. ასეთი კერძების რეცეპტებში კვერცხის ზომას (წონას) ნამდვილად აქვს მნიშვნელობა.

თუ მსხვილი კვერცხი მოგწონთ, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა აირჩიოთ უმაღლესი ან პირველი კატეგორია. თუ ცოტა დაზოგვა გსურთ, მაშინ აირჩიეთ C2. ბევრს უჩნდება კითხვა, რომელი კვერცხი უფრო სასარგებლოა: C0, C1 თუ C2?

ექსპერტები თანხმდებიან, რომ C1 კატეგორიის კვერცხი უფრო ჯანსაღია. ასეთი მარკირება ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქათმები ყოველდღიურად არიან სუფთა ჰაერზე და თავისუფლად მოძრაობენ თავიანთ ვოლიერებში. ამავდროულად, დიდი განსხვავება C1 და C2 მარკირებას შორის არ არის. ეს უკანასკნელი ვარიანტი მხოლოდ შედარებით “ღარიბი” იქნება თავისი ვიტამინური შემადგენლობით. უმეტესწილად ასეთ ქათმებს ზრდიან იზოლირებულ გალიებში, გარეთ სიარულის შესაძლებლობის გარეშე.

რაც შეეხება C0 კატეგორიის უზარმაზარ კვერცხს, ის, მიუხედავად მაღალი ფასისა, არც ისე სასარგებლოა. ასეთ კვერცხს უფრო ხანდაზმული ქათმები დებენ. შესაბამისად, ასეთ ფრინველს არ შეუძლია გამოიმუშაოს ის „ვიტამინური კოქტეილი“, რომელიც სრულად გაამდიდრებს ჩვენს ორგანიზმს. ამიტომ, ამ კვერცხის ყიდვა, მხოლოდ მის ზომაზე დაყრდნობით, არ ღირს.

რას ნიშნავს დიეტური და სუფრის კვერცხი

დიეტური კვერცხი არის ახალი საკვები კვერცხი, რომლის შენახვის ვადა არ აღემატება 7 დღეს (დადების დღე არ ითვლება). ასეთ კვერცხს ინახავენ 0-დან +20 გრადუსამდე ტემპერატურაზე.

კვერცხი, რომლებიც არ გაიყიდება 7 დღის განმავლობაში, გადადის სუფრის კვერცხის კატეგორიაში – ასეთი პროდუქტების შენახვის ვადა 25 დღემდე იზრდება. ამრიგად, C0 მარკირება ნიშნავს, რომ ასეთი კვერცხი ინახება არაუმეტეს 25 დღისა და მისი მასა 63-დან 73 გრამამდეა.

ღირს თუ არა ორგანული კვერცხის ყიდვა?

გახსოვდეთ, რომ სუპერმარკეტებში კვერცხების შეფუთვაზე ნიშანი „ორგანული“, „ბიო“ ან „ეკო“ აბსოლუტურად არაფრის გარანტიას არ გაძლევთ. თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებში, იაპონიასა და ამერიკაში, ასეთი წარწერები სინამდვილეს შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ თქვენს წინაშეა ქათმის კვერცხი, რომლიც თავისუფლად მოძრაობს მზიან მინდორში. ჩვეულებრივ, ასეთ ფრინველს ქლოროფილით მდიდარ ბუნებრივ საკვებს აჭმევენ, ზამთარში კი ზღვის მცენარეებს.

ორგანული შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ისეთ პროდუქტს, რომელშიც ყველა კომპონენტი დამზადებულია ქიმიური სასუქების, ბიოინჟინერიის, პესტიციდების და რადიაციის გარეშე. სერტიფიცირებულ ორგანულ მეცხოველეობაში აკრძალულია ნებისმიერი ჰორმონი, ანტიბიოტიკი ან ზრდის სტიმულატორი. სპეციალური მოთხოვნებია დაწესებული ასევე წყლის სისუფთავესა და შენახვის პირობებზე.

მხოლოდ ამ წესების მკაცრი დაცვით, კვერცხისა და ქათმის ხორცის მწარმოებელი იღებს სპეციალურ დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს მას დაადოს მარკირება „ორგანული“ ან „ეკო“. სერტიფიცირებულ კომპანიებს რეგულარულად ამოწმებენ ზემდგომი ორგანოები.

რჩევა: ყურადღებით წაიკითხეთ წარწერები შეფუთვაზე, დაინტერესდით კონკრეტული მწარმოებლის რეპუტაციით. იყავით კრიტიკული და სწორად აირჩიეთ. სამწუხაროდ, დღეს კვერცხების ხარისხზე 100%-იან გარანტიას არავინ მოგცემთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს