სახლში დაბრუნების დრო დადგა, ვოცნებობდი ჩემს ქალიშვილთან შეხვედრაზე, მაგრამ ჩვენმა შეხვედრამ იმედები გამიცრუა

685

ამბობენ, რომ ყველაზე შრომისმოყვარე ადამიანსაც კი შეიძლება გაუჩნდეს ზარმაცი შვილი. უბრალოდ, არავითარი გარანტია არ არსებობს. გავლენას ახდენს ფაქტიურად ყველაფერი: აღზრდა, გარემო, პირადი არჩევანი.

მაქსიმუმი, რის გაკეთებაც შეუძლიათ მშობლებს ამის თავიდან ასაცილებლად, არის მათ გვერდით ყოფნა. ბოლოს და ბოლოს, სიზარმაცე – ყოველთვის ცუდი არ არის. სიზარმაცე – პროგრესის მამოძრავებელია.

ზარმაცი შვილი

ჩემი ცხოვრების მანძილზე ბევრგან ვყოფილვარ და ბევრი რამ მინახავს. ახალგაზრდობაში კარგი განათლება მივიღე, შემდეგ ვცადე საკუთარი საქმის წამოწყება. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ ბიზნესმა სიამოვნება და მცირე მოგებაც მომიტანა. მაგრამ მერე, როდესაც საქმე ციფრებზე გადავიდა, აღმოჩნდა, რომ ზარალზე ვმუშაობდი. მთელი მოგება გადასახადებს და სხვა ხარჯებს მიჰქონდა.

დაახლოებით იმავე პერიოდში გავთხოვდი. ირაკლი ძალიან ქარიზმატული ახალგაზრდა იყო. ისეთი, ვისთანაც ყოველთვის მოგინდება ყოფნა. გამიმართლა, რომ ფულის შოვნაც იცოდა. ჩემმა ქმარმა გადაიხადა ყველა ჩემი ვალი, თავის ბინაში დამასახლა და მხოლოდ იმას მთხოვდა, რომ იქ ყოველთვის სისუფთავე ყოფილიყო. სხვა ყველაფერზე თავად ის ზრუნავდა. სამწუხაროდ, ჩვენი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა.

ცოტა ხნის შემდეგ დავორსულდი. ირაკლი ამის გამო ძალიან ნერვიულობდა. ის ხომ ძალიან ახალგაზრდა იყო, იმდენი გეგმა ჰქონდა, იმდენი საინტერესო რამ ელოდა. ამის შემდეგ ხშირად ვჩხუბობდით, ის საკუთარ თავში იკეტებოდა და ეს ყველაფერი ბანალური განქორწინებით დასრულდა. მე ბინა მივიღე, ახალგაზრდა მარტოხელა დედა გავხდი, მაგრამ ყოფილზე არც გავბრაზებულვარ. უბრალოდ არ შემეძლო. მესმის, რომ უცნაურია, მაგრამ ეს ხომ ირაკლია, მასზე გაბრაზება უბრალოდ შეუძლებელია.

ქალიშვილს მარტო ვზრდიდი. არ მესმის, რატომ ლაპარაკობს ირგვლივ ყველა, რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ბავშვები ჩვენზე უფრო ძლიერები არიან. ეს ასეა დაწესებული ბუნებით. აჭამეთ, დაბანეთ და დატოვეთ სათამაშოდ. მორჩა. არ არის საჭირო ბავშვთან გაუთავებელი ლაპარაკი, რეაგირება მის ყოველ ტირილზე. უფრო მეტიც, არ უნდა დაემორჩილოთ მათ მანიპულაციებს. ბავშვები ამას გრძნობენ. უბრალოდ ძლიერი იყავი და გააგრძელე ცხოვრება, როგორც ცხოვრობდი.

ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ მაინტერესებდა ყურადღება მამაკაცების მხრიდან, მაგრამ ჩემი თაყვანისმცემლების რიცხვი შემცირდა. ყოფილი კარგ ალიმენტს იხდიდა, მაგრამ სხვის ხელში ყურება არ მინდოდა. მინდოდა სადმე წავსულიყავი, სავსე ცხოვრებით მეცხოვრა, სხვა ადამიანები მენახა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მქონდა. რაც დრო გადიოდა, დივანზე წოლას ვეჩვეოდი, როგორც რომელიღაცა დიასახლისი სერიალებიდან. რამდენიმე კილოგრამიც კი მოვიმატე.

იღბლიანი შემთხვევა

ეს ყველაფერი გრძელდებოდა ერთ ძალიან იღბლიან შემთხვევამდე. ჩვენს ქალაქში დედაჩემის ნათესავი ჩამოვიდა. ლია დეიდა ძალიან კარგი ადამიანია, ქეთის ის ძალიან სწრაფად დაუმეგობრდა. ჩემი ქალიშვილი მაშინ მხოლოდ 8 წლის იყო. ერთხელ საუბარში დავიწუწუნე, რომ ამ გარემოში, ამ ქალაქში ვიხრჩობდი და გარდა ამისა, შინაგანად ძალიან უბედური ვიყავი.

ლია დეიდამ მშვენიერი იდეა შემომთავაზა: ცოტა ხნით ჩვენს სახლში დარჩებოდა და ქეთის მიხედავდა. მე შემეძლო წავსულიყავი, სადაც მომინდებოდა. თუ კარგად მოვეწყობოდი, დეიდას ფულს დეიდას გამოვუგზავნიდი, ის კი – ქეთიზე იზრუნებდა. ანუ, ყველა თავის საქმეს გააკეთებდა. უბრალოდ ზღაპარი!

იმავე წელს გავფრინდი ლისაბონში. ჩემს ყოფილს იქ კარგი მეგობარი ჰყავდა, რომელმაც საკუთარ ფირმაში დამაწყებინა მუშაობა. ფულს დეიდაჩემს ვუგზავნიდი, მაგრამ როდესაც ქეთი 16 წლის გახდა, ცალკე ვუგზავნიდი მასაც. გოგონებს უყვართ დამოუკიდებლად საყიდლებზე სიარული. მე ეს კარგად ვიცი.

რთული სამსახური

შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მთელი ამ დროის მანძილზე მართლა ვმუშაობდი. მე არ დამიწყია მამაკაცების ძებნა, როგორც ზოგიერთი დაწერს კომენტარებში, მთლიანად სამსახურით ვიყავი დაკავებული. ამიტომ ქმარი დღემდე არ მყავს. მაგრამ ეს უკვე ლირიკაა, პასპორტში ბეჭედი არაფერს ნიშნავს. მთავარია იცხოვრო წესიერი ცხოვრებით და არ იჯდე სოროში, როგორც ნაცრისფერი თაგვი.

როდესაც ქეთი 19 წლის გახდა, მან დელიკატურად მიმანიშნა, რომ მას უკვე ჰქონდა სერიოზული ურთიერთობა. ამავდროულად, ლია დეიდაც ვერ გრძნობდა თავს კარგად, ამიტომ ჩემი სახლში დაბრუნების დრო იყო. ქალიშვილის ქორწილს ხომ არ გამოვტოვებდი? რანაირი დედა ვიქნებოდი? უკან დაბრუნება ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები.

მეგონა, რომ სამშობლოში დაბრუნებულს დამხვდებოდა ჩემი შვილი, რომელიც ისეთივე იქნებოდა, როგორიც ვიყავი მე მის ასაკში: საქმიანი, ანთებული თვალებით, მოსწრებული სიტყვა-პასუხით. გენები ხომ არსებობს, ბოლოს და ბოლოს. თუმცა… დიდი იმედგაცრუება მელოდა. სოციალურ ქსელებში საკუთარ შვილთან ვიდეო ზარის საშუალებით ურთიერთობა ერთია, პირისპირ შეხვედრა კი – სულ სხვა.

დამხვდა გოგონა შუშისებური მზერით, სახეზე ტონა მაკიაჟით და რაღაც აპათიური ხმის ტემბრით. თითქოს, სრულიად სულ ერთი იყო მისთვის, რომ მის წინ დედამისი იდგა. თითქმის ნახევარ საათს ვსაუბრობდით, მაგრამ ძირითადად მე ვლაპარაკობდი. ის მხოლოდ თავს მიქნევდა ან რაიმე მოკლე ფრაზას წარმოთქვამდა. ამინდის შესახებ, მომავლის შესახებ. რობოტის მსგავსად.

საქმროც მეტად უცნაური აღმოჩნდა. საყურეებით, სულელური ვარცხნილობით. თითქოს 15 წლის ყოფილიყო. მე მშვენივრად მესმის, რა არის არაფორმალური გარეგნობა და მშვენივრად ვიცნობ მთელ ამ სუბკულტურას. მაგრამ, ძვირფასო, ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალი უნდა იყოს. უბრალოდ აქცენტი შენს პიროვნებაზე. მაგრამ, უმიზეზოდ… უბრალოდ სამარცხვინოა.

მდგომარეობიდან გამომიყვანა ჩემი ქალიშვილის თხოვნამ, რომ მისთვის კიდევ ცოტაოდენი ფული მიმეცა. თურმე, ისინი დაქორწინებას აპირებენ, მაგრამ ხელის მოწერა არ სურთ. უბრალოდ ბეჭდების ტატუს გაიკეთებენ თითებზე. ეს ძვირი არ ღირს. ფული თაფლობის თვისთვის სჭირდებათ, რომელიმე ცხელ კურორტზე აპირებენ გაფრენას. მე უნდა გავუგო მათ… თავი ძლივს შევიკავე, რომ არაფერი მეპასუხა.

მთელ ამ საშინელებათა სამეფოში ერთადერთი კაშკაშა სხივი ლია დეიდა იყო. მან სწრაფად გამიზიარა უახლესი ამბები. მადლობა გადამიხადა გამოგზავნილი ფულისთვის. მომახსენა ბოლო პერიოდის შესყიდვების შესახებაც კი, თუმცა, რა თქმა უნდა, მე ეს არ მჭირდებოდა. ერთადერთი, რამაც სახიდან ღიმილი მოაშორა, ჩემი ქალიშვილი იყო. ქეთი მასაც დაკარგულ ბავშვად ეჩვენებოდა. მან ქეთიზე გავლენის მოხდენა ვერ შეძლო. მან უბრალოდ არ მისცა ამის ნება.

ახლა არჩევანის წინაშე ვდგავარ: დავბრუნდე პორტუგალიაში და ვიცხოვრო ისე, როგორც ვცხოვრობდი, თუ საკუთარ ქალიშვილზე ზრუნვით დავკავდე. მესმის, რომ ის სრულწლოვანია, მაგრამ იქნებ შევძლო მასზე გავლენის მოხდენა. თავს მოხუცებულად არ ვთვლი, ასე რომ, იქნებ მეგობრები მაინც გავხდეთ. აი, ასეთი დილემის წინაშე ვარ. კარიერა ან საკუთარი ქალიშვილის ხელახალი აღზრდის შანსი. არ ვიცი, რომელი ავირჩიო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს