საბჭოთა ტკბილეული, რომელიც მაშინ ასე პოპულარული იყო, ახლა კი მათთვის გვერდის ავლა გვირჩევნია

777

სსრკ-ს მოქალაქეები ყოველთვის მოხდენილები და მოწესრიგებულები იყვნენ, ჯანმრთელი თეთრი კბილებითა და კარგი კანით. თუმცა, ეს ადამიანები ბავშვობაში ღეჭავდნენ გუდრონს, მშრალ კისელს და ტკბილეულს შაქრის დიდი დოზით. ხშირად, მაღაზიაში ნაყიდი დესერტები ქვასავით მაგარი იყო. მხოლოდ ერთი „მიშკა ნა სევერე“ რად ღირდა. გახსოვთ?

მაღაზიებში ტკბილეულის არჩევანი მრავალფეროვანი იყო. საზღვარგარეთის ფორთოხალი, ბანანი და მანდარინი თაროებზე მხოლოდ სეზონზე ჩნდებოდა. კარგი შოკოლადების ყიდვა, გიჟური დეფიციტის შესახებ მითების საწინააღმდეგოდ, შესაძლებელი იყო არა მხოლოდ ახალი წლის ღამეს. თუმცა, ამისათვის საჭირო იყო გრძელ რიგებში დგომა.

პაპარაცის დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ საბჭოთა ტკბილეულზე, რომელიც ნამდვილ გამოცდად იქცა ჩვენი კბილებისა და კუჭისთვის, მაგრამ ისევ ისე გვიყვარს, როგორც ბავშვობაში.

“მიშკა ნა სევერე”

„გრილიაჟი“ მზადდებოდა დაქუცმაცებული თხილისგან და შაქრისგან. აღმოსავლური დელიკატესი ძალიან მძიმე და ხრაშუნა გამოდიოდა. მაშინ, როცა ახალგაზრდები მას ღეჭავდნენ, ზრდასრული თაობა კბილებს უფრთხილდებოდა და კანფეტს ჩაიში ასველებდა.

„გრილიაჟს“ უშვებდნენ ლამაზ ფერად შეფუთვებში, ამიტომ მას ამაყად სთავაზობდნენ სტუმრებს. მათ, ვინც ქვის კანფეტთან ბრძოლაში მარცხდებოდა, ყოველთვის ეხმარებოდა უფასო საბჭოთა სტომატოლოგია.

მზესუმზირის ჰალვა აღმოსავლური ტკბილეულია, რომელსაც ასევე განსაკუთრებული ადგილი ეკავა სსრკ-ს ოჯახებში. მას უშვებდნენ მუყაოსა და თუნუქის მრგვალ შეფუთვებში (ამ უკანასკნელში ხშირად ინახავდნენ ღილებს და ძაფებს).

ტკბილი, ნაზი ჰალვა მზესუმზირის მდიდარი გემოთი მზადდებოდა გემოს გამაძლიერებლებისა და არომატიზატორების გარეშე. ეს დესერტი მდიდარია უჯრედისით, სილამაზის ვიტამინებით A, E, B, D, PP, მაგრამ ძალიან კალორიულია – 512 კკალ 100 გრამზე. თუმცა საბჭოთა მოქალაქეები მას სიამოვნებით მიირთმევდნენ ჩაისთან ერთად და არ ეშინოდათ გასუქების. ზედმეტი კალორია უკვალოდ ქრებოდა სპორტში, სამსახურში, შემოქმედებაში და სწავლაში.

კანფეტი “კიბოს კისერი” თხილისა და კარამელის შიგთავსით ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციამდე გამოიგონეს და იმპერატორებს დესერტად მიართმევდნენ. დელიკატესს ეს სახელი ეწოდა – მისი ფორმის მსგავსების გამო კიბორჩხალის კუდთან.

ტკბილეული მზადდებოდა ვანილის, შაქრის, ნუშის და უფერო მარასკინოს ალუბლის ლიქიორის ნარევისგან, შემდეგ კი იფარებოდა კარტოფილის მელასის გამჭვირვალე მინანქრით. კონდიტრები კანფეტის შემადგენლობას კრისტალიზებულ ნალექს უმატებდნენ ღვინის კასრებიდან, რათა არ დაშაქრულიყო. მზა დელიკატესი ნუშის-ალუბლის გემოთი, სასიამოვნოდ ხრაშუნობდა და… უმოწყალოდ ეწებებოდა კბილებს და ბჟენებს აფუჭებდა.

კარამელი „ბატის თათები“ თხილის პასტით, კიდევ უფრო ადრე – მე -19 საუკუნეში იწარმოებოდა. ზუსტად არავინ იცის, თუ როგორ გაჩნდა ეს სასაცილო სახელი, ასე რომ აირჩიეთ ვარიანტი თქვენი გემოვნებით. ვარაუდობენ, რომ კანფეტის შემადგენლობაში შედიოდა ბუნებრივი გამასქელებელი – ბატის ცხიმი. სხვა ვერსიით, ტკბილეული თავდაპირველად „სააფთიაქო“ იყო და შეიცავდა ბალახს – ბატის მარწყვას, ყელის სამკურნალოდ.

სხვა საბჭოთა ტკბილეული

უგემრიელესი წებოვანი ირისი უყვარდა დიდსაც და პატარასაც. რბილი კანფეტი “პინოქიო” ყველაზე მეტად ბაბუებს, ბებიებს და ბავშვებს უყვარდათ. სხვა საქმე იყო, ბჟენების ცნობილი გამომცდელები – „ოქროს გასაღები“, „ზაბავა“, „კის-კისი“, „პრიმა“ და „ყინულმჭრელი“.

ისინი მჭიდროდ აკვროდა ყბას და ხშირად პატარა ბავშვებს რძის კბილებთან სწრაფად განშორებაში ეხმარებოდა. ცოტა ხნით შენახვის შემდეგ ტკბილეული ქვად იქცეოდა და მინანქრის დაზიანება კი არა, კბილის დამტვრევაც კი შეეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ფერადი დრაჟეს შემადგენლობაში მხოლოდ შაქარი შედიოდა, ძალიან კარგი იყო პირში პატარა ფერადი კენჭების ჩაყრა ან მათი სათითაოდ გატეხვა! სხვადასხვა ფერის ტკბილი დრაჟე გემოთი არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ძალიან მკვრივი იყო და მზესუმზირასავით იჭმეოდა – სანამ მთელ შეფუთვას არ შეჭამდი ან კუჭი არ აგტკივდებოდა.

ნამცხვარი “კალათი” – ლეგენდარულ დელიკატესს ჰქონდა ნაზი ფხვიერი ბისკვიტი, ფსკერზე ჯემი და კრემის ყვავილების, ფოთლების, კენკრის და სოკოს მთელი “ბაღი”.

ის მოსწონდათ თავისი გემოს და მადისაღმძვრელი დეკორის გამო და არა მისი სარგებლის გამო. მთელი დეკორი მარგარინისგან მზადდებოდა, რომელსაც ბევრი შაქარი და საღებავები ემატებოდა. ძალიან ტკბილი და ცხიმიანი კრემი ზრდიდა დატვირთვას ღვიძლზე და კბილებს ვნებდა. საბედნიეროდ, “კალათებს” ყოველდღე არ მიირთმევდნენ და სიმსუქნე არ აწუხებდათ.

ტკბილეული სსრკ-დან

სსრკ-ს ყველაზე ტკბილი მოგონებები ხშირად ასოცირდება შოკოლადით დაფარულ ზეფირთან, რომელიც დეფიციტური დესერტი იყო. რომელ საბჭოთა ბავშვს არ უოცნებია ნაძვის ხის ქვეშ შოკოლადით დაფარული ზეფირის ყუთის პოვნაზე! საკონდიტრო მაღაზიებში ის იშვიათად „გამოჰქონდათ“, ამიტომ ასეთი განძის მოპოვება დიდ წარმატებად ითვლებოდა.

ფაფუკი, ნაზი ტკბილეული დაშვებული იყო დიეტოლოგების მიერ მისი დაბალი კალორიული შემცველობისა და შემადგენლობაში ჯანსაღი ვაშლის პექტინის გამო. იმისათვის, რომ ის უფრო გემრიელი ყოფილიყო, ჯერ შოკოლადის ფენა უნდა შემოეჭამათ, შემდეგ კი თავად ზეფირზე გადასულიყვნენ.

კანფეტები “მონპასიე” – გამჭვირვალე სხვადასხვა ფერის კანფეტები იწარმოებოდა ორი ფორმით: თხელი მოხრილი 2-ფენიანი ფირფიტები ფორთოხლის და ლიმონის არომატით და ასევე ოდნავ გაბრტყელებული ბურთულები, რომლებიც ხშირად ერთმანეთს ეკვროდა. მრგვალი “მონპასიე” იყო ალუბლის, შვინდის და მანდარინის-ფორთოხლის არომატით.

შემადგენლობა მაქსიმალურად მარტივი იყო: ლიმონმჟავა, შაქარი, მელასი, საკვების საღებავი და ნატურალური ხილის ესენცია. საბჭოთა ბავშვები და მათი მშობლები ფერად ბრტყელ თუნუქის ყუთებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო წვრილმანების შესანახად იყენებდნენ – ღილები, ნემსები, ლურსმნები, ქინძისთავები და სხვა.

შესაძლოა ეს ტკბილეული ძალიან სასარგებლო არ იყო, მაგრამ ის ჩვენი ახალგაზრდობის მშვენიერ დროს გვახსენებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს