წარსულზე თუ დავფიქრდებით, აზრები ნელ-ნელა ბავშვობაში გადაგვიყვანს. მოდი, ერთად გავემგზავროთ ნოსტალგიურ მოგზაურობაში, რომელიც შორეულ, მაგრამ ასე ნაცნობ საბჭოთა ეპოქის ნაპირებთან მიგვიყვანს.
ადამიანისთვის დამახასიათებელია საკუთარი წარსულის გაიდეალება და მტკიცება, რომ „ადრე უკეთესი იყო“. ჩვენ არ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი ცხოვრების წესი საოცნებო იყო, მაგრამ ზოგიერთი რამე მართლაც კარგი იყო.
როგორ მოვხვდეთ წარსულში
საყვარელი საბჭოთა კინო
საბჭოთა ეპოქის სიკეთით სავსე ფილმები სამუდამოდ არის ჩადებული ჩვენს კულტურულ კოდში. გავა ათეულობით წლები, ჩვენ კი ისევ სიამოვნებით ვნახავთ ლეონიდ გაიდაის, ელდარ რიაზანოვის, იგორ მასლენიკოვის, გიორგი დანელიას და სხვა ნიჭიერი რეჟისორების ფილმებს. ვიცინებთ და ვიტირებთ მუდმივად აქტუალურ სიტუაციებზე.
საბჭოთა კინემატოგრაფის მუშაობა ძალიან ნაყოფიერი იყო და ხარისხიან პროდუქტს უშვებდა. ბევრმა თანამედროვე რეჟისორმა ფიასკო განიცადა, როდესაც საბჭოთა ისტორიების ახლებურად გადმოცემა გადაწყვიტა. საზოგადოებამ ამის ნებისმიერი მცდელობა დაგმო. სწორედ ამიტომ, აღმოჩნდა ძალიან წარუმატებელი „ბენზინგასამართი სადგურის დედოფალი – 2“, „სამსახურებრივი რომანი. ჩვენი დრო“, „ბედის ირონია. გაგრძელება ”და სხვა რიმეიქები.
მაღალი ხარისხის პროდუქტები და საბჭოთა კურორტები
წარსულში მოხვედრას თუ შევძლებდით, პირველ რიგში პროდუქტების დახლებს მივაშურებდით, რათა საბჭოთა გემრიელობები გვეყიდა. იმ შორეულ შესანიშნავ დროს მარკირება „გოსტი“ – მაღალი ხარისხის პროდუქციის გარანტიას იძლეოდა. იქნებოდა ეს ჩვეულებრივი პური, კონსერვი თუ დეფიციტური ძეხვი, კვების მრეწველობას ყველა ენდობოდა.
თუ „გოსტის“ საკითხს უფრო ყურადღებით მივუდგებით, ფაქტობრივად, ეს სტანდარტები არ იძლევა გარანტიას, რომ ეს პროდუქტი სასარგებლოა. ის მომხმარებელს მხოლოდ იმას ატყობინებს, რომ პროდუქცია დამზადებულია დოკუმენტაციაში გაწერილი ყველა სტანდარტის დაცვით.
ჩვენს ეპოქაში მხოლოდ რამდენიმე იღბლიან ადამიანს აქვს სრულფასოვანი საზაფხულო დასვენების საშუალება. საჭიროა ფულის გამომუშავება. შვებულება – სუსტებისთვის არის, გაუმარჯოს პერფექციონიზმს!
საბჭოთა კავშირში ღირსეული შრომა, ღირსეული დასვენებით ჯილდოვდებოდა. მუშათა კლასი სანატორიუმებსა და პანსიონატებში ისვენებდა. საგზურის 90%-ს პროფკავშირი ანაზღაურებდა. ხოლო მავნე და სახიფათო მრეწველობის მუშაკები წინასწარ იღებდნენ მატერიალურ დახმარებას და შეეძლოთ სახელმწიფოს ხარჯზე უფრო დიდხანს დაესვენათ.
კომუნალური ბინები სსრკ-ში
მხოლოდ იღბლიან ადამიანს შეეძლო შეეძინა ან ექირავა საკუთარი საცხოვრებელი სსრკ-ში, ამიტომ კომუნალური ბინები და საერთო საცხოვრებლები არასოდეს იყო ცარიელი. ასე თუ ისე, ბინის ქირას იხდიდა ყველა, მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა.
კომუნალური მომსახურების ტარიფები სსრკ-ს ყველა კუთხისთვის ერთი პრინციპით იყო დადგენილი და ათწლეულების მანძილზე არ შეცვლილა 1928 წლიდან. გადახდა ხდებოდა მხოლოდ საცხოვრებელი ოთახებისთვის, დამხმარე ფართის გამოკლებით – სამზარეულოები, საკუჭნაოები, სველი წერტილები და დერეფნები.
ასეთი გათანაბრება ზოგჯერ პარადოქსულ რაღაცებს იწვევდა. მაგალითად, ელიტური ბინების მაცხოვრებელი იმდენივეს იხდიდა, რამდენსაც ე.წ. „ხრუშოვკის“ მაცხოვრებელი.
თუმცა, დადებითი ბევრი იყო, მაგალითად, დაბალი ტარიფები. ოჯახი, რომლის მინიმუმ 2 წევრი მუშაობდა, 2-3 ოთახიან ბინაში იხდიდა შემოსავლის დაახლოებით 6 პროცენტს.
ასევე, მოქმედებდა ფასდაკლება პენსიონრებისთვის, ვეტერანებისთვის და მოქალაქეებისთვის, ვისი საცხოვრებელიც არ აკმაყოფილებდა მიღებულ სტანდარტებს.
როგორ მოვხვდეთ წარსულში: თამაში ეზოში
საბჭოთა ბავშვობა ღია ცის ქვეშ თამაშში გადიოდა. ბავშვები დიდ მეგობრულ კომპანიებად იკრიბებოდნენ და გვიანობამდე სხვადასხვა თამაშებს თამაშობდნენ.
არავინ უჩიოდა ჭარბ წონას, სქოლიოზს და ბრტყელ ტერფს: თამაშები იყო მოძრავი, ამ დროს ვითარდებოდა კოორდინაცია, ფანტაზია და აზროვნება.
ეს შესანიშნავი მოგონებები გულებს კიდევ დიდხანს გაგვითბობს.